სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025

სამინისტრო: ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს აფთიაქებმა ფასი გააოთხმაგეს (სია)

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე: აფინიტორი, კასოდექსი, ვოტრიენტი, იქსგევა, ტაფინლარი, ტემოზოლომიდი აკორდი, ჯაკავი აფთიაქებმა ფასი გააოთხმაგეს.

“მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება.

ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირად ღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული.

წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს.

ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე, ყოველწლიურად, 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი, ონკოლოგიურ პაციენტებს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ. სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, არაერთხელ გაცხადდა, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე, უწყებას, ექნება მკაცრი რეაგირება.” – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დოპინგ სკანდალი და დასრულებული კარიერა -მერაბ შარიქაძემ 1.5 წლის შემდეგ დოპინგ სკანდალსა და 6-წლიან დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ თითქმის ორ წლიანი დუმილი დაარღვია და სეტანტა სპორტსთან ინტერვიუში ყველა იმ დეტალზე ისაუბრა, რის გამოც სარაგბო კარიერის იძულებით დასრულება მოუწია. დოპინგ სკანდალზე, რომლის ეპიცენტრშიც ბუკა აღმოჩნდა ყველა საუბრობდა, თუმცა დეტალები ზუსტად არავინ იცოდა. 2024 წელს, ფიჯისთან მატჩამდე, ეროვნული ნაკრები კაპიტნის გარეშე დარჩა. დოპინგზე ხმები მალევე გავრცელდა, თუმცა დეტალებზე არც რაგბის კავშირი საუბრობდა და კაპიტანიც დუმდა. აღმოჩნდა, რომ მერაბი შარდის ნიმუშის გაცვლის გამო დასაჯეს. მისი ნიმუში კი ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მორაგბემ გამოიყენა. მას მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. სეტანტასთან ინტერვიუში მერაბმა ბევრ თემაზე ისაუბრა, დოპინგის ამბები დეტალურად, თუმცა კონკრეტული გვარების ხსენების გარეშე მოყვა. ინტერვიუში ბუკა თავისი ახალი თავგადასავლის შესახებაც ყვება, 29 ნოემბერს იგი MMA-ს ოქტაგონზე გავა და თავის პირველ ორთაბრძოლას ორგანიზაციის “რკენა” ფაითქარდზე ჩაატარებს.  აღსანიშნავია, რომ მერაბი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას. მისი მეტოქე პოლონელი პატრკ კონტნი იქნება. …დუმილი დოპინგ სკანდალზე და ნაკრების გარეშე დარჩენა: ''დოპინგ სკანდალის შემდეგ, არცერთ თამაშზე არ ვარ ნამყოფი. გულშემატკივრებისთვის არაფერი მითქვამს და უცბად რომ ტრიბუნაზე ვენახე მათ, უცნაური იქნებოდა. ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ვერ შევეგუე იმ ფაქტს, რომ ნაკრებში აღარ ვარ. 2027 წლის მსოფლიო თასზე თამაშს ვაპირებდი, მერე ერთი წელი დარჩენას და რაგბიდან წასვლას. რაღაც დაუდევრობის გამო, რომ ამ ამბებს მოვწყდი, თან ამის გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. რაგბიში ბევრ რამეზე პასუხისმგებელი ვიყავი და უცბად ყველაზე შორს მდგომი აღმოვჩნდი. ჩემი ისტორია ეგრე არ უნდა დამთავრებულიყო, ერთი სიტყვით ამას გულისწყვეტას დავარქმევ''. …დოპინგზე: ''გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ვიღაცების სახელებს ნამდვილად არ ვიტყვი. არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი. 2024 წლის ზაფხულში ფიჯისთან მატჩისთვის ვემზადებოდი. რაგბის კავშირის ხელმძღვანელები გიბარებენო, არადა ვარჯიშზე გავდიოდი. ავედი სასაუბროდ და მეუბნებიან, როგორ გადაგეკიდნენ მსოფლიო რაგბიდანო. ვიფიქრე, რომ ადრე ჩხუბის გამო მქონდა დისკვალიფიკაცია და იმავე თემაზე ჰქონდათ პრობლემა. საქართველოს შეაგინეს და ეგ არ ვაპატიე. მითხრეს, რომ დოპინგზე გადაგეკიდნენო. ცხოვრებაში დოპინგი არ მიმიღია, ჩილიმიც არ მომიწევია და დოპინგი რანაირად იქნებოდა. მეუბნებიან, რომ შარდის გაცვლას გედავებიანო. ეს მითხრეს და გამაჟრიალა. იმ მომენტში არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. მითხრეს, რომ უკვე დისკვალიფიკაცია მქონდა. საუბარი ცოტა გაიწელა, ყველას შეცდომა ეგონა, ბიჭებმაც ვერ გაიგეს, რატომ არ შეიძლებოდა ვყოფილიყავი მოედანზე. მერე ის ხალხიც დაიბარეს, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ და ისინიც გაუშვეს. გუნდელებს ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი რამე მოხდა. ყველას ეგონა, რომ ამ ამბავზე ვხუმრობდი. მაგ მომენტში მეგონა, რომ სიტუაცია დალაგდებოდა. ვიღაცამ ჩემი შარდი გამოიყენა, ამის გამო თუ დავისჯებოდი, არ მეგონა. ჩემი ნიმუში გამოიყენეს სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად. დამნაშავეთა სია იმ წრეში მთავრდება, სადაც მე და ის მორაგბეები ვართ, რომლებმაც ჩემი ნიმუში გამოიყენეს. ამ წრიდან მთხოვა ერთ-ერთმა ადამიანმა და იმასაც არ დაუშვია, რომ ამას რამე მოჰყვებოდა. ბრალი წაყენებული მაქვს, 6 წლიდან 2 წელზე ამას არავინ ჩამოწევს. ანტიდოპინგურმა სააგენტომ მომწერა, რომ განცხადება ჯერ არ გამეკეთებინა. ჩემი სახელი დიდი დარტყმის ქვეშ დავაყენე. დოპინგ სააგენტოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შარდის გაცვლა დიდი დანაშაულიაო. ყველაფერი მე შემაწმინდა, არადა, თავიანთი ჩატარებული შემოწმების დროს რომ დარღვევა იყო, ამაზე არაფერი უთქვამს. მაგ კაცზე ძალიან გაბრაზებული ვარ, სადაც შემხვდება, აუცილებლად დავუფიქსირებ ამ ამბავს. ეს ამბავი 2022 წელს მოხდა. სისულელეში რომ მოვყევი, გასაგებია. ხალხი იტყვის, რომ არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემს ადგილზე ნებისმიერი იმავეს იზამდა. ყველაფერთან ფრთხილად ვიყავი, ძალიან სუფთად ვცხოვრობდი და სწორად ამიტომ მთხოვეს ნიმუშის ჩაბარება. ჩემთვის სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა და რას ვეტყოდი, შარდს არ ჩავაბარებდი. სამწუხაროდ, ამ ამბავს ჩემთვის ბევრად ტრაგიკული გაგრძელება ჰქონდა, ვიდრე ამას წარმოიდგენენ. რაგბი ცხოვრების ტოლფასი იყო ჩემთვის''. …როგორ გააგრძელა ურთიერთობები: ''მხოლოდ ერთ ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა, დანარჩენი ყველასთან მაქვს კონტაქტი. ორი ჩემი საუკეთესო ძმაა და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნერვიულობისგან კინაღამ მოკვდნენ. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ამ სისულელეში როგორ მოვყევი. ნეტავ რაგბის კავშირში ცოდნოდათ, ეს ამბავი ჩაკეტილ წრეში მოხდა და სხვების დასახმარებლად გავაკეთე ეს''. …როგორ გაიგეს, რომ მერაბის ნიმუში სხვამ ჩააბარა: ''ერთ-ერთი მორაგბის შარდის ფორმულა არ დაემთხვა ძველ ნიმუშს, მერე კი ვიღაცამ მისცა ინფორმაცია, რომ ჩემი შარდი იყო გამოყენებული. 25 დეკემბერს მივიღე წერილი, რომ 6 წლიანი დისკვალიფიკაცია მქონდა. შეთავაზება იყო, რომ ჯაშუში ვყოფილიყავი ან მემხილებინა მორაგბეები. ეგეთი არც რაგბი მინდა და არც ცხოვრება. ისე დამენგრია ვინმესთვის ცხოვრება, როგორც მე დამენგრა''. …რა კვალი დატოვა ქართულ რაგბიში: ''ახლა უკვე არ ვიცი, ქართულ რაგბიში რა კვალი დავტოვე. ჩემი მემკვიდრეობა, რისთვისაც ამდენი წელი თავგამოდებით ვიშრომე, დამახინჯდა. ნეტავ რამე ტრავმა მომსვლოდა, ისეთი ტრავმა რომ ფეხზე ვეღარ გამეარა. ეგ მერჩივნა. ჩემს განვლილ გზას ეგეთი დასასრული არ ეკუთვნოდა. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე რაგბის მიმართ აბსოლუტური თავგანწირვით ვიყავი და ყველაფერი გავაკეთე. ბიჭებისგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი, მაინც მელოდებიან. ეს ამბავი ჯერ ვერ გადავაგორე. ოჯახში არაფერი მითქვამს, სანამ გაფართოებული შემადგენლობა არ გამოქვეყნდა. სახლში ვერ ავდიოდი, არ მქონდა იმის თავი, რომ სხვისთვის ამეხსნა და დამეწყნარებინა. ვითომ ეს ამბავი ისეთი დრამატულიც არ იყო, არადა 4-5 დღე თავიდან საჭმელიც არ მიჭამია. მშობლებმა კიდევ უფრო ინერვიულეს, დედაჩემს ჩემზე ზედმეტად გაფანატებული ჰქონდა. სახლში ავედი დედაჩემთან, ჩემი ფორმები და სურათები იყო კედელზე. ვუთხარი, ჩამოხსენით, ამის ყურება აღარ შემიძლია მეთქი და წამოვედი სახლიდან. 2 დღეში სახლში ისევ ავედი და დედაჩემს ყველაფერი ჩამოხსნილი ჰქონდა. გული მწყდება, რომ დედაჩემის ხელით გაკეთებული ეს კედელი აღარ არის. ყველაზე მეტად კი იმაზე მწყდება გული, რომ დედაჩემი აღარ არის. დედაჩემი ჩემი ფანატი იყო. ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად დედაჩემმა მიიღო. ჩემს აღქმაში დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ. დოპინგზე ვამბობდი, რომ უარესებიც ხდება და მთავარია, რომ ყველაფერი კარგად მყავდა. სამწუხაროდ, უარესიც მოხდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ რკენაში მივიღებდი მონაწილეობას და მიხარია, რომ ამ ამბის თქმა მოვასწარი''. …დედის წერილი საფულეში: ''ზუსტად ვერ ვციტირებ სიტყვებს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა: ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად. თვითო ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე''. …რკენაში მოხვედრა: ''სეტანტადან დამირეკეს და ბრძოლა შემომთავაზეს. სახელიც მომეწონა, ორგანიზაცია მომეწონა და გადავწყვიტე თანხმობა მეთქვა. თან არ მინდოდა ჩემი ამბის მოყოლის შემდეგ, ეს ისტორია ასე დასრულებულიყო. შესაბამისად, რკენაში მონაწილეობა მაძლევს ჩემი შესაძლებლობის გამოჩენის საშუალებას. მერაბმა სამ მსოფლიო თასზე ითამაშა, ეროვნული ნაკრების მაისური 100-ზე მეტ შეხვედრაში მოირგო და 100-ზე მეტი ქულაც დააგროვა. სამწუხაროდ, მერაბს 2027 წელს ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე ვერ ვიხილავთ, თუმცა ახლა მას ახალ საქმეშიც ვუქომაგებ და წარმატებას ვუსურვებ. სადებიუტო ღონისძიებაში მთავარი ბრძოლაში მონაწილეობის მიღება მარტივი არაა, თუმცა ეს მერაბ შარიქაძეა, რაგბის ქომაგებისთვის ბუკა, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და ვფიქრობ, რომ ბრძოლა არც ოქტაგონში გაუჭირდება.

მარიამ ქვრივიშვილი – სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, არის 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკაზე „იგლ ჰილსის“ პროექტის გავლენაზე საუბრისას, ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ყველა ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში თავისი ღირებულება აქვს.„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მუდმივად ვზრუნავთ, რომ შემოსული ინვესტიცია ქვეყნის საკეთილდღეოდ განხორციელდეს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამისთვის ბევრს ვაკეთებთ კერძო სექტორთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან  მჭიდრო თანამშრომლობით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა აქცენტი „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის სამ ძირითად მახასიათებელზე გააკეთა.„პირველია პირდაპირი კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შეგვიძლია, დღეს შევაფასოთ, როგორც 11 მლრდ ლარი. მეორეა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ შეგვიძლია, კონკრეტული მონაცემებით ვისაუბროთ, რომ მშენებლობის პროცესში 24 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და დედაქალაქში. მას მერე, რაც პროექტი ოპერირებაში გაეშვება, უკვე მუდმივი 8 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება, მათ შორის, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ღირსეული დასაქმების ადგილები ნახონ. და მესამე, რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი – ბიუჯეტში შემოსავალი ორი არხით შევა. დაახლოებით 500 მლნ ლარს ბიუჯეტი უშუალოდ გადასახადების სახით მიიღებს. ამასთან, სახელმწიფო არის პროექტის თანაპარტნიორი – სახელმწიფო ერთობლივ საწარმოში 33 პროცენტის წილის მფლობელია და შესაბამისად, სახელმწიფო ყოველწლიურად ასეთი ღირებული პროექტიდან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიიღებს 33 პროცენტის ეკვივალენტის შემოსავალს. ათი წლის განმავლობაში ეს არის ორი მლრდ ლარი, რაც საშუალოდ წელიწადში 200 მლნ ლარი გამოდის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.შედეგად, როგორც მინისტრმა განაცხადა, საწყის ეტაპზე სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, ესაა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მლნ ლარის ყოველწლიური შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში.

ლელა მებურიშვილისა და მისი მეუღლის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ბავშვებმა მთხოვეს ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და გაგვეხუმრა, თუმცა ასე თუ შევაშინებდით მამიკოს არ გვეგონა. მაგრამ არ ინერვოულოთ ორ წუთში ბევრი ვიცინეთ ყველამ ერთად” – ამის შესახებ მსახიობი ლელა მებურიშვილი, რომელიც დიპლომატ მეუღლესთან, ბაჩო საგანელიძესთან და ორ შვილთან ერთად ლონდონში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

მარიამ ქვრივიშვილი – ხაზარაძე, რომელმაც წლების წინ სახელმწიფოს ანაკლიის პროექტისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება მოსთხოვა, დღეს ჩვენ „იგლ ჰილსის“ პროექტზე არასაჯაროობაში გვადანაშაულებს

„იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან მიმართებით დღეს სახელმწიფოს არასაჯაროობაში ბრალს სდებენ ის ადამიანები, რომლებმაც, წლების წინ, როცა ბიზნესსექტორს წარმოადგენდნენ, თავად მოსთხოვეს სახელმწიფოს, მაგალითად, ანაკლიის პროექტისთვის კომერციული საიდუმლოს სტატუსის მინიჭება. გავიხსენოთ, როდესაც ანაკლიის ხელშეკრულება გაფორმდა სახელმწიფოსთან, ბატონმა ხაზარაძემ მოითხოვა, რომ ეს ყოფილიყო კომერციული საიდუმლოება და დღეს ეს ადამიანები სახელმწიფოს აკრიტიკებენ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „იგლ ჰილსთან“ დადებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს, რაც ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა, ხელისუფლება საჯაროდ საუბრობს ამ კონტრაქტის თითქმის ყველა ფუნდამენტურ კომპონენტზე.„იმდენ დეტალზე ვსაუბრობთ, გულწრფელად შეიძლება, ითქვას, რომ, ფაქტობრივად, გასაჯაროებულია ამ ხელშეკრულების ყველა ფუნდამენტური კომპონენტი. ეს ხელშეკრულება მომზადებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, როდესაც კერძო კომპანია, კერძო ინვესტორი ზრუნავს იმაზე, რომ მისი კომერციული ნიუანსები არ იყოს საჯარო. ეს ყველგან ასეა და ჩვენს ქვეყანაშიც ამის უამრავი მაგალითი გვაქვს“, – განაცხადა მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის ყველა გამოსვლაში ძალიან ღიად საუბრობს ამ ხელშეკრულებაზე და მის ძირითად დეტალებზე.„აბსოლუტურად გასაგებია, რომ შეიძლება, იყოს კითხვები და ჩვენ პასუხიმგებლობა გვაქვს, რომ ამ კითხვებზე გამჭვირვალედ და ღიად ვისაუბროთ. არსებობს კომერციული ნიუანსები ინვესტორის მხარეს, რაზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და პატივს ვცემთ ამ შეთანხმებას. ამასთანავე,  მზად ვართ, ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას გაუჩნდება, ნებისმიერ ფორმატში გავცეთ პასუხი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

უდიდესი გარღვევა მედიცინაში – მეორე ტიპის დიაბეტისგან, ექიმებმა სრულად განკურნეს პაციენტი

შანხაიში ექიმებმა მსოფლიოში პირველად განკურნეს პაციენტი მეორე ტიპის დიაბეტისგან, პანკრეასის უჯრედების გადანერგვის გამოყენებით. ამის შესახებ შანხაის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების კომისიამ განაცხადა.59 წლის მამაკაცი, რომელსაც ტიპის დიაბეტი ჰქონდა, ინსულინის ინექციებისგან სრულად გათავისუფლდა. შანხაის ჩანჟენგის საავადმყოფოს ექიმების გუნდის მიერ მიღწეული ამ სამედიცინო გარღვევის შესახებ სტატია გამოქვეყნდა ჟურნალი „Cell Discovery“-ში.მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს უდიდესი გარღვევაა მედიცინაში.

ბოლო სიახლეები