ორშაბათი, მარტი 16, 2026

სალომე სამადაშვილი – ვიდრე ეს დე ფაქტო რეჟიმი მიტაცებული ძალაუფლებით მართავს ქვეყანას, წინ გველოდება ევროპული მომავლის გაუქმება, სიღარიბე, სიბნელე, უპერსპექტივობა

პირველად საქართველოს სანქცირებული, დე ფაქტო რეჟიმი მართავს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი ახალი არჩევნებია.

„ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რომ ვიდრე ეს დე ფაქტო რეჟიმი მიტაცებული ძალაუფლებით მართავს ქვეყანას, ჩვენ წინ გველოდება ევროპული მომავლის გაუქმება, გველოდება სიღარიბე, სიბნელე, უპერსპექტივობა. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ ქვეყანას შანსი მიეცეს, თეორიული მაინც, და გადარჩეს ჩეჩნეთიზაციას, ეს ახალი არჩევნებია და ახალი არჩევნებით რუსული რეჟიმის დასრულება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე ჩაინიშნა. 

პიტერ სიიარტო – მოუთმენლად ველოდებით შაბათ-კვირას ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას

საქართველოს მთავრობას შეუძლია, ყველაფერში ჩვენი იმედი ჰქონდეს. ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. მთლიანობაში, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია და ის უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.სიიარტოს თქმით, მოუთმენლად ელოდება შაბათ-კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას ბუდაპეშტში.„არჩევნებში პატრიოტული პარტია თუ იმარჯვებს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ნუ გვიყურებთ ისე, თითქოს სულელები ვიყოთ. ჩვენ ამას ძალიან მარტივად ვხედავთ: არჩევნებში პატრიოტები თუ იმარჯვებენ, მაშინ ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მკვდარია, ხოლო თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ძალიან აშკარაა. ჩვენ ქართველების მხარეს ვართ. მოუთმენლად ველოდებით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში. საქართველოს მთავრობას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია. ეს უზარმაზარი მარცხია და საბოლოოდ ის უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება.„ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაინიუსი“ წერს.როგორც მედია იუწყება, შემთხვევა ალ ბაიას რაიონში მოხდა. კერძოდ, რაკეტა ავტომობილს მოხვდა.„სქაინიუსის“ ცნობით, დაღუპული პალესტინის მოქალაქეა.ამასთან, მანამდე დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეჩერდა.

ტყიბულის მერი – მეწყრული პროცესების გამო ვითარების შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია, გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ და სწავლობენ მიმდინარე პროცესს, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტი მერმა, დავით კუბლაშვილმა თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს სოფელ კურსებში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის არსებული ვითარება გააცნო და დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.„მეწყრული პროცესების გამო სიტუაციის შეფასება ჯერ კვლავ შეუძლებელია. გეოლოგები სისტემატურად მუშაობენ ადგილზე და სწავლობენ მიმდინარე პროცესს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს და უაღრესად მნიშვნელოვანია დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თითოეული თქვენგანის როლი, გამოჩენილი მაღალი პასუხისმგებლობა და მათ საჭიროებებზე დროული რეაგირება“, – აღნიშნა დავით კუბლაშვილმა.ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მეწყრის შედეგად დაზარალებული 45 ოჯახი ამ დრომდე ტყიბულისა და ქუთაისის სასტუმროებში რჩება. ამასთან, საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ბოლო სიახლეები