კვირა, მარტი 16, 2025

სალომე ზურაბიშვილი – ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი

ჩემი მიზანი არასოდეს არ ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ერთპარტიულ მმართველობას, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ერთიანობა არის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია.

„არასოდეს არ ყოფილა ჩემი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა, რომ გაერთიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვამზადებთ მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ერთპარტიულ მმართველობას. მე მგონი, გვეყოფა რაც მივიღეთ გამოცდილება აქამდე. მე ვამზადებ და ვარ საკმაოდ ოპტიმისტური ამ მიმართულებით, ვამზადებ ძლიერ კოორდინაციას. ძლიერი კოორდინაცია არის ის, რაც უძლებს ყველაფერს და ყალბი გაერთიანება არის ყველაზე მოწყვლადი. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა რეალურად, გვინდა ძლიერი კოორდინაცია არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, ასევე ამ საზოგადოების, რომელიც არის წამყვანი ამ პროტესტში დღეს და რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ამ კოორდინაციაში. ასევე, ის ბიზნესი, რომელიც დღეს თავისი კუთხით ეხმარება ამ საპროტესტო მოძრაობას. ყველა, ვინც არის ჩართული, ყველა სეგმენტი ამ საზოგადოების ამ კოორდინაციაში უნდა მონაწილეობდეს თავისი საშუალებებით იმისთვის, რომ ჩვენ ნამდვილად გავშალოთ საზოგადოებრივი ბრძოლა. კოორდინაცია არის აუცილებელი, თუ არა, დაქსაქსულები ვართ და არ ღებულობს ეს მოძრაობა თავის ბოლო ფორმას. ერთიანობა არის ის გარედან შემოგზავნილი თემა, რომელიც მიუღწევადია. ადამიანები არიან სხვადასხვანაირი, პირიქით, იქმნება როგორც მესმის, ახალი პარტიები, ეს არის ახალი სისხლი, რომელიც შემოვა ამ ქვეყანაში. მთავარია, რომ არ იყოს დაპირისპირება და იყოს ყველაფერი, რამდენადაც შეიძლება კოორდინაციაში მოყვანილი. მე ამაზე ვარ პასუხისმგებელი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები."მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112-ს."

„ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას“ – მიხეილ ყაველაშვილი

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რუსთავში ჩატარებულ კრივის საერთაშორისო ასპარეზობას გამოეხმაურა და ქართველ მოკრივეებს მიღწეული შედეგი მიულოცა. "ვულოცავ ქართველ მოკრივეებს რუსთავში საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებში მიღწეულ წარმატებას.განსაკუთრებით მსურს მივულოცო ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ოლიმპიურ მედალოსანს, ლაშა გურულს გამარჯვება - მან პროფესიონალურ კრივში პირველი ბრძოლა გამართა და განელი მეტოქე დაამარცხა", - წერს მიხეი ყაველაშვილი.

მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის მუშაობაზე შეთანხმდნენ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუსიტების" წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს."სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ღამით მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა – მაშველებმა და მოქალაქეებმა მძღოლი გადაარჩინეს

მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა. შემთხვევა დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა.  ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეებმა და მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს. თვითმხილველები წერენ, რომ მანქანაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა.ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც მოგზაურობას გეგმავს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს ახალი მიმართულება დაემატა. საუბარია, ატირაუ-თბილისი-ატირაუ მიმართულებაზე, სადაც პირველი ავიარეისი 27 მაისს შესრულება.როგორც აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრენებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana, კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. ბილეთების შეძენა კი, ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.airastana.com უკვე შესაძლებელია.გარდა ამისა, აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე, კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს, ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში ორჯერ იფრენს."ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ხოლო ივლისი-აგვისტოს პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირეების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს.Air Astana, ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს, თბილისსა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში სამი სიხშირით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები