ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026

სალომე ზურაბიშვილი – უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში  წერს, „რუსული ზამთარია“ საქართველოში, მაგრამ „ქართული გაზაფხული“ იქნება.

„ჩვენ უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის არის მშვიდობიანი სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული განვითარებაზე, პროგრესზე

ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.„მოხარული ვართ და ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. დაახლოებით ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რასაც უკვე ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ჰქონდა ჩვენი ქვეყნებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული მის განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე. ყველა სფეროში ჩინეთი არის უაღრესად წარმატებული, რაც ჩინეთის ხელისუფლების, ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ბრძნული პოლიტიკის შედეგია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ მეტად განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა. მოხარული ვართ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური პარტნიორობა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობას. პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„პარლამენტი აღნიშნულ საკითხს უახლოეს პერიოდში დადგენილი პროცედურის შესაბამისად განიხილავს“, – აღნიშნავს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე.ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდეც განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყველაზე შესაფერის კანდიდატად „ნაფტოგაზის“ მოქმედ ხელმძღვანელს, სერგეი კორეცკის მიიჩნევს.ცნობისთვის, იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით მოქმედი მინისტრთა კაბინეტი 14 ივლისს გადადგა.

დონალდ ტრამპი ირანზე – სჯობს, წესიერად მოიქცნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა საჯაროდ დაესახელებინა ვადა, რომელსაც ის ირანს აძლევს, სანამ ქვეყნის ხიდებზე დარტყმებს განახორციელებს, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.„არ მიყვარს ვადების დაწესება, მაგრამ მათ თითქმის ყველაფერი იციან. ირანშია საქმე. სჯობს, წესიერად მოიქცნენ“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას აძლევს თუ არა ის ირანს ვადას, სანამ აშშ ხიდების დაბომბვას დაიწყებს.შეგახსენებთ, აშშ-ის ძალებმა ირანის წინააღმდეგ მორიგი დარტყმები განახორციელეს. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ირანის სამეთაურო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებზე, ასევე სანაპირო სადაზვერვო ინფრასტრუქტურაზე, რათა კიდევ უფრო შეესუსტებინათ ირანის უნარი, საფრთხე შეუქმნას უდანაშაულო მეზღვაურებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებზე მსახურობენ.“

მარკო რუბიო – ბრაზილიის პრეზიდენტმა და მისმა მთავრობამ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები არ აწარმოეს, დონალდ ტრამპმა სავაჭრო წარმომადგენლობას 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობას ბრაზილიიდან ექსპორტირებული საქონლის უმეტესი ნაწილისთვის 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესება დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ავრცელებს.„პრეზიდენტმა ლულამ და მისმა მთავრობამ აშშ-თან კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები არ აწარმოეს“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, ბრაზილიის პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა საზიანოა როგორც ამერიკელებისთვის, ისე ბრაზილიელებისთვის.„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლულამ ბრაზილიელი ხალხის კეთილდღეობისთვის სასარგებლო გარიგების დადებაზე წინ საკუთარი ეგო დააყენა და ეს ტარიფები ამის საფასურია“, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.როგორც, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას წელიწადნახევრიანი გამოძიება უძღოდა წინ, რომელმაც დაადგინა, რომ ბრაზილიის პოლიტიკა ციფრული ვაჭრობის, ტარიფების, ინტელექტუალური საკუთრების, ეთანოლზე წვდომისა და ტყეების გაჩეხვის მიმართულებებით აშშ-ის ვაჭრობას აზარალებს.

რას ამბობდა ბერი გაბრიელი არასწორად გადასახულ პირჯვარზე და ჩქარა წაკითხულ ლოცვაზე

წმ.ღირსი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი თავისი სწავლებებით ხშირად ანებივრებდა მის კელიაში მისულთ. აი, რას ამბობდა ის პირჯვარზე და ჩქარა წაკითხულ ლოცვაზე. “პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან, ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ – ჭიპის თავზე, მერე – მარჯვენა და მარცხენა მხარზე. მას, ვინც ჭიპის მაგივრად, გულზე იდებს ხელს – თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად, თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს. იღუმენია ქეთევან კოპალიანი იგონებს: მამა გაბრიელს არ მოსწონდა, როცა ვინმე ლოცვას ჩქარა კითხულობდა, შეაჩერებდა და ეტყოდა:”რატატატა, რატატატა… ლოცულობ თუ ჩხუბობ? რა ჩაპაევის “პულიმიოტივით” მიაყარე! გაზეთს ხომ არ კითხულობ?! შიშითა და მოწიწებით, აუჩქარებლად უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე, ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არს ჩვენთან, სულ არს ღმერთი”.

ბოლო სიახლეები