ორშაბათი, მაისი 12, 2025

სალომე ზურაბიშვილი – სამწუხაროდ, გაჩნდნენ გაუგონარი, ანტიევროპული ჯგუფები და გამოთქმები, რომლებიც ალბათ საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია და ალბათ არც უნდა არსებობდნენ, თუმცა ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება

მიხარია, რომ დადგა დღე, როდესაც შეგვიძლია, სათანადოდ გავიხსენოთ მიხეილ მუსხელიშვილი. ჩვენს ისტორიაში არსებობს საკმაოდ ბევრი ფიგურა, რომლებიც მივიწყებას მიეცნენ. პირველ რიგში, ახალგაზრდებს ვეუბნები, არ შეიძლება, მიხეილ მუსხელიშვილი არ გავიხსენოთ იმ წელს, როდესაც ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ალბათ ვერც კი დავაფასეთ, რას ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიხეილ მუსხელიშვილის (მიშელ მუსხელის) დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

ჯილდო გადაეცა მიხეილ მუსხელიშვილის ძმის შვილისშვილს, ვახტანგ მუსხელიშვილს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს ძალიან გვაკლია სამაგალითო პიროვნებები. ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის მონიჭებით, გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა, რაზეც ალბათ მიხეილ მუსხელიშვილი ოცნებობდა.

ამავდროულად, პრეზიდენტის განმარტებით, ევროპული პერსპექტივის მონიჭების წელს, სამწუხაროდ, საქართველოში გამოჩნდნენ ანტიევროპული ჯგუფები და გაჩნდა გაუგონარი გამოთქმები.

„ძალიან მიხარია, რომ დადგა დღე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია, სათანადოდ გავიხსენოთ მიხეილ მუსხელიშვილი. ჩვენს ისტორიაში არსებობს საკმაოდ ბევრი ფიგურა, რომლებიც მივიწყებას მიეცნენ. არ ვიცი, ჩვენ რატომ არ ვაძლევთ ყველა ამ პიროვნებას ისტორიაში იმ ადგილს, რომელიც მათ უდავოდ ეკუთვნით. პირველ რიგში, ახალგაზრდებს ვეუბნები, არ შეიძლება, მიხეილ მუსხელიშვილი არ გავიხსენოთ იმ წელს, როდესაც ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ალბათ ვერც კი დავაფასეთ, რას ნიშნავს. ჩვენ გვჭირდება და ძალიან გვაკლია დღეს სამაგალითო პიროვნებები. ეს არის ალბათ დღევანდელი დღის ყველაზე რთული მოცემულობა. იმისთვის, რომ ახალი თაობა გაიზარდოს, ის უნდა უყურებდეს სწორედ ასეთ მაგალითებს, ეს უნდა იყოს მისი საზრდო. მიხეილ მუსხელიშვილი ნამდვილად ასეთი პიროვნებაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც. მან დაწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია. ქართველი უნდა ყოფილიყო, რომ დაეწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია. მართალია, ეს იყო ფედერალური კონსტიტუცია და ამდენად, შემდგომ ის არ აისახა – სხვადასხვა ქვეყანამ, რომლებიც პირველი ევროკავშირის შემადგენლები იყვნენ, სხვანაირად გადაწყვიტეს, სხვა კონსტიტუციური წყობისკენ წავიდნენ, მაგრამ გაერთიანებული ევროპის, გაერთიანებული ევროპული სივრცის, გაერთიანებული საგანმანათლებლო სივრცის აზრი და იდეა მას ეკუთვნის.

თვითონ ემიგრაციაში 1921 წელს წავიდა, მაგრამ მანამდე, სხვა ბევრი სტუდენტის მსგავსად, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ევროპის უნივერსიტეტებში გააგზავნა, მან ისწავლა გერმანიასა და საფრანგეთში, შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და როგორც ბევრი სხვა, 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა. ამის შემდეგ ცხოვრობდა და ასწავლიდა საფრანგეთსა და გერმანიაში, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა სამ მთავარ იდეას – სამართალს, ევროპას და საქართველოს. ეს ყველაფერი ერთად მის მოღვაწეობას აძლევს გამორჩეულ ელფერს, რაც ალბათ დასაფიქრებელია, რომ ეს სწორედ ის სამი მიმართულებაა, რომელიც ჩვენთვის დღესაც აუცილებელია.

ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და ახლა უნდა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს, გეოგრაფიული კითხვის ნიშნები, რაც აქამდე არსებობდა, ამით ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა, რაზეც ალბათ ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი. სამწუხაროდ, ეს ის წელია, როდესაც საქართველოში გამოჩნდა სრულიად გაუგონარი, ანტიევროპული, ანტიდასავლური გამოთქმები და ჯგუფები, რომლებიც ალბათ საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია საქართველოში და ალბათ არც უნდა არსებობდნენ, თუმცა ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება.

ძალიან სამწუხაროა, რომ გვესმის ისეთი აქცენტები, რომლებიც მხოლოდ საბჭოთა პროპაგანდაში ისმოდა ადრე. ევროპული იდეა, რომლის მატარებელი იყო მიხეილ მუსხელიშვილი, მისთვის დაკავშირებული იყო განუყოფელ საქართველოსთან. ამიტომ დააარსა მან 70 წლის წინ, 1952 წელს ქართულ-ევროპული მოძრაობა. ესეც ასევე იყო მისი ერთ-ერთი ოცნება, თუ როგორი უნდა ყოფილიყო და სად უნდა ყოფილიყო საქართველო. ეს ოცნება აერთიანებდა იმ დროს მთლიანად ემიგრაციას და ალბათ საქართველოს იმ ნაწილს, რომელიც იმ დროისთვის ამ ოცნებას საჯაროდ ვერ იზიარებდა. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, საჯაროდ გავიზიაროთ ეს არა მხოლოდ როგორც ოცნება, არამედ უკვე როგორც უახლოესი მომავალი. ყველა დამეთანხმებით, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ძალიან დიდი დანაშაული იქნება ამ ქვეყნის მიმართ და იმ ხალხის მიმართ, რომლებმაც დროზე ადრე ეს გაიაზრეს, მოიფიქრეს და ამისთვის იღწვოდნენ. კიდევ ერთხელ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა საშუალება, ჯილდო გადავცე სწორედ მიხეილ მუსხელიშვილს, რომ მისი ღვაწლი ჩვენს ევროპელობაში ერთხელ და სამუდამოდ აღიარებული და ცნობილი იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აკაკი ჯინჭარაძე თბილისის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ) თბილისში მიმდინარე პარაძალოსანთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია. პარალიმპიადის ორგზის მედალოსანმა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძალოსანმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 240 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 475 კგ ჩათვალა და საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს მედალი მოუტანა.თბილისის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს შოთა ომარაშვილმა, თემო დადიანმა, მირანდა გიგაშვილმა და თამარ ჩალათაშვილმა.საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე სხვადასხვა წონით კატეგორიაში 28 პარასპორტსმენით გამოვიდა – 20 ვაჟი და 8 ქალი.მსოფლიო თასის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია.

ლოცვა, რომელიც 12 მაისს უნდა წაიკითხოთ

12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს.სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული პეტრე მოციქულის ძმა იყო. ქრისტემ მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. გადმოცემის მიხედვით, წმინდა მოციქული პირველად დიდაჭარაში შემოვიდა.წმინდა სინოდმა 2018 წლის დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ 12 მაისი საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგენილიყო და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებულიყო. 2019 წელს, მთავრობის მიმართვის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის გათვალისწინებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღედ დაწესდა.ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ ზეიმობს – 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის, ხოლო 13 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეს. ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ: ტროპარი: ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყვანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობაი მოანიჭოს, და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი.

„სიენენი“ – კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ ბოინგს ჩუქნის

კატარი დონალდ ტრამპს მდიდრულ ბოინგს ჩუქნის. ამის შესახებ „სიენენს“ განუცხადეს. „სიენენი“ წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სავარაუდოდ თანხმობა განაცხადა, კატარის სამეფო ოჯახისგან საჩუქრად მიიღოს Boeing 747-8.როგორც კატარში განაცხადეს, ტექნიკურად თვითმფრინავს კატარის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს გადასცემს, რის შემდეგაც მოხდება თვითმფრინავის აღჭურვა უსაფრთხოების ფუნქციებითა და მოდიფიკაციებით.როგორც „სიენენი“ იუწყება, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ თვითმფრინავის გადაცემა ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისთვის სურთ, რაც მას საშუალებას მისცემს, შემდგომშიც გამოიყენოს ეს თვითმფრინავი. „სიენენი“ ასევე წერს, რომ ეს სავარაუდოდ, გახდება ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი ამერიკის პრეზიდენტისთვის.შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი პირველი საგარეო ვიზიტით საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ტრამპი სამშაბათს, 13 მაისს თავდაპირველად საუდის არაბეთში ჩავა. თეთრი სახლის განცხადებით, ვიზიტისას ყურადღება გამახვილდება ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას და პირადად დაველოდები პუტინს თურქეთში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისგან ელოდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან და პირადად დაელოდება კრემლის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს.„ჩვენ ველოდებით ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტას – სრულს და ხანგრძლივს, რათა დიპლომატიას საჭირო საფუძველი მივცეთ. არ აქვს აზრი მკვლელობების გაგრძელებას. და დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში. პირადად. იმედი მაქვს, რომ რუსები ამჯერად არ დაიწყებენ მიზეზების ძებნას, თუ რატომ არ შეუძლიათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმებოდა.

ლეგენდა ნეკრესის მონასტრის შესახებ

ნეკრესი - ყვარლიდან 8 კილომეტრის დაშორებით, სოფელ შილდის მახლობლად, შუა კავკასიონის ქედის ლამაზად შეკეცილი კალთების ერთ წამოწვდილ გორაზე, ბუნებრივი შეხამებით ტყეში ამოზრდილია არქიტექტურულ ნაგებობათა მთელი ჯგუფი. ეს არის ნეკრესი ისტორიული ქალაქი ყვარლის რაიონში. მისი, როგორც ქალაქის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნიდან იწყება.  XVIII საუკუნის ბოლოს კი არსებობას წყვეტს ნეკრესის საეპისკოპოსო. დღეისათვის ძნელია ამ სახელწოდების ეტიმოლოგიის ახსნა. `ნეკრესის~¬ - შესახებ `ქართლის ცხოვრების~ მემატიანე, ლეონტი მროველი (XIს) გვამცნობს: `ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან ააშენა ციხე ზადენი, და შეჰქმნა კერპი სახელით ზადენ, და აღმართა ზადენს და იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი. ჩვენთვის არც ისაა ცნობილი თუ რომელ საუკუნეში და რატომ დაერქვა ნელქარისს ნეკრესი. ლეონტი მროველის, ცნობიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნეკრესის ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში, ჩვენი წინაპრების წარმართობის დროს დაუარსებიათ ქალაქი და საკმაოდ პოეტური სახელწოდებაც მიუციათ. `ნელქარისის~ შემდგომი განაშენიანება არაერთი მეფის ყურადღების ცენტრში ყოფილა. მასზე უზრუნია პირველ ქრისტიან მეფეს – მირიანს და მისი თხოვნით გაუმაგრებიათ `ნელქარისის ზღუდენი. აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია ლეონტი მროველის ერთი ცნობა, `ხოლო მეფობდა ესე თრდატ მოხუცებული კეთილად. იყო კაცი მორწ¬მუნე, ბრძენი და გონიერი, ამან სიბრძნითა თვისითა დაამშვიდნა სპარსნი და გამოაჩინა ჯუარნი და შეკაზმნა ეკლესიანი... ხოლო ამან გამოიღო რუსთავი და აღაშენა ეკლესია; და მანვე აღაშენა ეკლესია ნეკრესისა. და მეფობდა უშფოთველად, და მოკუდა სარწმუნოებასა დიდსა შინა~. ვახუშტი ბაგრატიონი იგივეს დასძენს, ოღონდ აღნიშნავს, რომ შემდ-გომში აბიბოს ნეკრესელი დამკვიდრდა ამ `ეკლესიაშიო. ნეკრესს შემდგომ საუკუნეებში იმდენად დიდი მნიშვნელობა მოუპოვებია, რომ ვახტანგ გორგა-სალს საუფლისწულოდ გადაუცია თავის მემკვიდრე დაჩისთვის. ამის შესახებ ლეონტი მროველი აღნიშნავს: `და ესხნეს ვახტანგს ბერძნისა ცოლისაგან სამი ძე და ორი ასული. ხოლო პირმშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი და ყოველი ქვეყანა მტკვრისა აღმოსავლეთით. 532 წელს აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელებმა გააუქმეს მეფობა და ქვეყნის მმართველად ირანელი მოხელე, მარზპანი, დანიშნეს. VI საუკუნის II ნახევრიდან ნეკრესის ისტორიაში იწყება ახალი ხანა საეპისკოპოსო კათედრის შექმნისა და ირანელთა სარწმუნოებრივი პოლი¬ტიკის წინააღმდეგ ბრძოლისა. ნეკრესის საეპისკოპოსოს შექმნა და მისი აქტიური ბრძოლა ირანელთა პოლიტიკის წინააღმდეგ დაკავშირებულია აბიბოს ნეკრესელის სახელთან. იგი იყო `ათცამეტ ასურელ მამათაგანი~, რომლებიც VI საუკუნეში შემოვიდნენ საქართველოში. სანამ ნეკრესის საეპისკოპოსოს შეჰქმნიდა, აბიბოსი მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში. ნეკრესში მოღვაწე¬ობის დაწყებისთანავე იგი წინ აღდგომია სპარსელების თვითნებობას და დაუწყია ბრძოლა ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, რასაც შეეწირა კიდევაც. თხზულება აბიბოს ნეკრესელის მოწამეობრივ აღსასრულზე შეუქმნია კათალიკო არსენ დიდს, საფარელს IX საუკუნის II ნახევარში. სავარაუდოა, რომ ნეკრესის საეპისკოპოსოს ტერიტორიაზე იქნებოდა სპარსთა საკულტო, სადაც მოგვებს საშუალება ექნებოდათ ცეცხლმსახურების სხვადასხვა რიტუალები შეესრულებინათ და სადაც ენთებოდა “მუდმივი ცეცხლი”. აბიბოსს საკმაოდ მარტივი ხერხით ჩაუქრია იგი: `ხოლო ნეტარი იგი აბიბოს ნეკრესელი, ქალაქისა ეპისკოპოსი ხევისა კახეთისა, აღუდგა წინ ამ ეშმაკეულ სარწმუნოებას, დაასხა მცირე წყალი ხენეში და დაშრიტა იგი. აბიბოსის ამ საქციელს აღუშფოთებია სპარსნი, იგი ჯერ უგვემიათ, შემ-დეგ კი მიუგვრიათ მარზპანისათვი. იგი ცდილობს შეაგონოს მარზპანს, რომ შეუძლებელია ცეცხლი იყოს ღმერთი, რადგან მისი აზრით, ღმერთმა სამყარო შექმნა ოთხი ძირითადი საწ¬ყისით: 1) ცივი-ჰაერი, 2) ხმელი-მიწა, 3) ნოტიო-წყალი  4) ცეცხლი - ბუნების ეს შემადგენელი ნაწილები ერთმანეთს თანაბარი უფლებებით ერწყმიან და ჰქმნიან ჰარმონიულ სამყაროს, ხოლო თუ ჰარმონიულობა დაირღვა ე.ი. ერთი მათგანი გაბატონდა დანარჩენებზე, სამყარო დაიღუპება. მარზპანს ვერაფერი გაუწყვია აბიბოსთან პაექრობაში და განრისხებულს უბრძანებია მისი სიკვდილით დასჯა. მარზპანს აბიბოსის ნეშტისთვის მცველები მიუჩენია ეშინოდა რამეთუ ქრისტიანნი მოვიდნენ და წარიყუანონ იგი და დიდებით დაკრძალვენ. თუმცა ამ ღონისძიებასაც ვერ გაუჭრია. აბიბოსის ცხოვრების აღმწერი მიანიშნებს, რომ მისი ნეშტი დიდი პატივით იქნა დაკრძალული მცხეთის სამთავროს ტაძარში. ნეკრესი რომელიც თავის დროზე  (XV-XVII ს-ში) მოიცავდა ალაზნის მარცხენა სანაპიროს საინგილოს ჩათვლით, აქედან ხდებოდა ქრისტიანული რელიგიის გავრცელება მთაში, ლეკურ მოსახლეო¬ბაში და მისი განმტკიცება ადგილობრივ და ალაზნის გაღმა მხრის მოსახლე¬ობაში. ამიტომ უდიდესია აბიბოს ნეკრესელის დამსახურება ასეთი ძლიერი ქრისტიანული ცენტრის შექმნასა და ჩამოყალიბებაში. ნეკრესელ მოღვაწეთა შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია დოსი-თეოზ ნეკრესელს (ერისკაცობაში-ჩერქეზიშვილი), რომელიც ნეკრესის ეპარქიას განაგებდა 1758-1789 წლებში. იგი ნეკრესში აარსებს პირველდაწყებით სკოლას ადგილობრივი მოსახლეობის ბავშვებისთვის, ხოლო 1758 წელს მასვე თელავში უკურთხებია ერეკლე მეორის მიერ დაარსებული საფილოსოფოსო_ საღვთისმეტყველო სკოლა და მისივე თხოვნით გაუვლია ამ სკოლის სრული კურსი იმდროინდელ მოღვაწეებთან ერთად. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ XVIII ს. ბოლოს ნეკრესში ლეკების მოძალების გამო მოღვაწეობის დაწყება შეუძლებელი გახდა. ამიტომ საეპის-კოპოსოს ცენტრი ჯერ გადადის გრემში, შემდეგ კი – შილდაში. ნეკრესის ნაქალაქარის დიდი ნაწილი ამჟამად ტყითაა დაფარული. არქიტექტურულ ნაგებობათა კომპლექსი ქალაქ ნეკრესის ის ნაწილია, რომელიც საეპისკოპოსო რეზიდენზია იყო VI საუკუნიდან XIX საუკუნის 10-იან წლებამდე. ნეკრესის არქიტექტურულ ანსამბლში შედის აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის მიერ IV საუკუნით დათარიღებული მცირე სამლოცველო. მისი საძირკველი და მასში მოთავსებული აკლდამა საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს წარმართული კულტის ნაშთთან (ფართობი დაახლოებით 12 კვადრატული მეტრი). დიდ ინტერესს იწვევს VI საუკუნეში აგებული მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ბაზილიკა. ტაძარში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობა, თუმცა ფრაგმენტულადღა, ღვთისმშობლის ტაძარი მოუხატვინებია კახეთის მეფე ლევანს (1518-1574) 1550 წლისათვის. საკურთხევლის ცაზე, კონქზე, გამოხატული `ღვთისმშობელი მარიამი ყრმა ქრისტეთი~, ღვთისმშობელთან და ყრმა იესოსთან ერთად გამოსახულნი იყვნენ მთავარან¬გელოზები; მიქაელი და გაბრიელი. სამხრეთის კედელზე გამოსახულია `გარდამოხსნა, `საიდუმლო სერობა და სხვადასხვა სცენები წმინდანთა ცხოვრებიდან. ამავე კედელზე არის წმინდანები, დემეტრესა და თევდორეს ფრესკები. ჩრდილოეთის კედელზე, ანტონისა და საბას ფრესკებია. რაც შეეხება დასავლეთის კედელს, აქ ძირითადი ადგილი უკავია ღვთისმშობლის მიძინების ფრესკა-ს, აქვეა ქრისტეს ნათლისღებისა და ტაძრად მიყვანების ფრესკები. სამხრეთის კედელზე კიდევ არის ლევან მეფის ფრესკული გამოსახულება ოჯახთან ერთად. მას გვერდს უმშვენებენ მეუღლე-თინათინი და მემკვიდრე ალექსანდრე. ნეკრესის არქიტექტურული ანსამბლის შემადგენლობაშია ეპისკოპოსის პალატი, სასახლე, რომელიც სამი განყოფილებისაგან შედგება. აშენებულია IX საუკუნეში. ეპისკოპოსის პალატზე XVI საუკუნეში დაუშენებიათ ოთხსარ-თულიანი კოშკი. არქიტექტურული ანსამბლის ტერიტორიაზეა მარანი, თავისი ქვევრებითა და საწნახელით, ღია ცის ქვეშ. სავარაუდოა, რომ ნეკრესის არქიტექტურული ნაგებობები შემოზღუდული უნდა ყოფილიყო გალავნით, რომელიც მხოლოდ ფრაგმენტულადღა შეინიშნება. ნეკრესთან და საერთოდ რელიგიურ დღესასწაულთან ნეკრესობასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვაგან არსად არ ხდება ღორის, როგორც საკულტო ცხოველის მსხვერპლშეწირვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია მოვიშველიოთ რამდენიმე ლეგენდა.ლეგენდა-ლეკების შემოსევის დროს, ნეკრესის მცხოვრებლებს ციხეში შესვლა და გამაგრება მოუსწრიათ. მტერს ალყა შემოურტყამს და ამოუკეტავს ყველა ბილიკი თუ გასასვლელი ციხისა. მეციხოვნეებს წინასწარ ყოლიათ დამწყვდეული გარეული ტახები და როცა საქმე გაჭირდა, გამოუშვიათ გარეთ. გადმოცემის თანახმად ტახებს არევ-დარევა შეუტანიათ ლეკების რაზმში და გაუქცევიათ ისინი.მეორე ლეგენდაც თითქმის ამავე შინაარსისაა, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მეციხოვნენი უკვე გამოშიგნულ ღორებს გადმოუიათ მომხვდურთ, რის შედეგადაც ლეკთა მარბიელი ლაშქარი გასცილებია ნეკრესს. უნდა ვივარაუდოთ, რომ `ნეკრესელი ქურუმებისათვის~ ნაცნობი იყო. ახალი მიმდინარეობა მითრაიზმი, რომელიც გავრცელდა აღმოსავლეთში ქალღმერთ მითრას კულტის სახით და რომელმაც შემდეგში მითრაიზმის სახელწოდება მიიღო იგი დაახლოებით ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნიდან უნდა გავრცელებულიყო. მითრაიზმმა საკმაოდ ძლიერი კონკურენცია გაუწია, იმ დროისათვის ცეცხლთაყვანიმცემლობას. სწორედ ღორი იყო ქალღმერთ მითრას უსაყვარლესი ცხოველი. შეიძლება დავუშვათ, რომ ნეკრესის სინამდვილეში სწორედ მითრას კულტის შემოჭრასთან და დამკვიდრებასთან გვაქვს საქმე, რომ ნეკრესში მოღვაწე `ქურუმებმა~ შეიმეცნეს და შეისისხლხორცეს ახალი მიმდინარეობა. (ღორს სწირავდნენ მითრას მსხვერპლად). რელიგიური დღესასწაულის ნეკრესობის სახით ჩვენ შესაძლოა საქმე გვაქვს წარმართულ დღესასწაულთან, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ II საუკუნის დასასრულიდან, ან შედარებით უფრო გვიან, ქრიტიანული რელი¬გიის მიღებამდე დამკვიდრდა ნეკრესის ტერიტორიაზე და რომელმაც შემდ¬გომში განიცადა ქრისტიანიზაცია. გადმოცემის თანახმად `ნელქარისი~ ნეკრესის გორის სამხრეთ ფერდო-ბებთან უნდა ყოფილიყო გაშენებული, რაც არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურეს. არქეოლოგიური გათხრების დროს ნეკრესის გორის სამხრეთ ფერდობთან აღმოჩენილია სასახლე. ლევან ჭილაშვილი ამ ნაგებობას მაზ-დეანურ ტაძრად მიიჩნევს. თვითონ `სასახლის ხევის~, ამ პატარა მდინარის სახელწოდებაც უნდა მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ მის ნაპირზე სასახლე უნდა ყოფილიყო აგებული. გადმოცემებითვეა ცნობილი, რომ ნეკრესის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლება, უბნები ყოფილა. გოგიჩაური – მოიცავს ტერიტორიას ყოფილი კოლმეურნეობის ფერმებიდან `პატარა ნადარბაზევამდე~ _ სადაც შემორჩენილია სამარხები და ერთ-ერთი უტყვი მოწმე დიდი ისტორიისა _ `აღნიაანთ ციხე~, რომელიც ნეკრესის ასავლიდან დაახლოებით 500 მეტრში მდებარეობს.                                                 `აღნი¬აანთ ციხის~ გალავნის ნანგრევებიღაა დარჩენილი, რომელთა შორის მოქცეულია ორი კოშკი. ციხის ფართობი დაახლოებით 3000 კვ. მეტრამდეა. კოშკების ფორმა კვადრატულია და თითოეული კედლის ზომა 5 მეტრსა  და 60 სმ-ს უდრის. დღეისათვის `აღნიაანთ ციხეს~ მდინარე `სასახლის ხევის~ მიერ გაჭრილი ხრამი საზღვრავს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან კი მთის ღელე ესაზღვრება. პატარა და დიდი ნადარბაზევი- რომელიც აღნიაანთ ციხიდან იწყება და კავკასიონის მთათა ფერდობებთან მთავრდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგებობათა არავითარი კვალი არაა შემორჩენილი. აქ გვხვდება სხვადასხვა მოცულობის თიხის ჭურჭლის ნამტვრევებიჭაბუკაური - რომელსაც აღმოსავლეთიდან `სასახლის ხევი~ ესაზღვრება, ხოლო დასავლეთიდან კი `ჭაბუკაურის ხევი~. აქვეა ნანგრევთა ნაშთები (დაახ.150კვ.მ.ზე) რომელნიც გვაფიქრებინებენ, რომ აქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაიმე სახელოსნო. შეინიშნება ქვაზე წვის შედეგად გამოყოფილი სხვადასხვა ნადნობი მასა. ჭაბუკაურის ტერი¬ტორიაზევეა მარანი ღია ცის ქვეშ. ქვევრები ხვნის დროსაა დამტვრეული.პაჭიკაური - რომელსაც აღმოსავლეთიდან `ჭაბუკაურის ხევიესაზღვრება, დასავლეთით კი თავისივე სახელობის ხევი. ჩრდილოეთით კავკასიის მთათა ფერდობები, ხოლო სამხრეთით ტყის შემორჩენილი ზოლი. ამ ტერიტორიაზეა განლაგებული ორი ნაგებობის ნაშთები. ერთ-ერთი მათგანი ალბათ პატარა ციხე იყო თავდაცვისათვის, რადგანაც გარკვევითა ჩანს კოშკის ნაშთები. მეორე ნაგებობის შესახებ კი შეიძლება ითქვას, რომ უფრო მარანს მოგვაგონებს, ორივეს ფართობი თითქმის ერთნაირია (პირველის 25X10-ზე, მეორის კი - 15X25-ზე).ნაგებები  თვითონ ეს სახელწოდება უკვე იწვევს იმ შეგრძნებას, რომ ამ ტერიტორიაზე ოდესღაც საკმაოდ მჭიდრო დასახლება უნდა ყოფილიყო. დასავლეთით მას საზღვრავს `სამარხის სერი~, ჩრდილოეთით კავკასიონის მთათა ფერდობებია, ხოლო სამხრეთით-ვენახები. ტერიტორიაზე განლაგებული ნაშთები კომპლექსურობის შთაბეჭდილებას ახდენს. დღეისათვის შემორჩენილია დაახლოებით 40-50 სმ-ზე ქვის წყობა, აქავე უნდა უნდა ყოფილიყო სამლოცველო – პატარა საყდარი. სავარაუდოა რომ  ამ ადგილას უნდა ყოფილიყო დიდი დასახლება-ციხი¬თურთ, რადგანაც აშკარად შეიმჩნევა გალავნის კონტურები, რომელიც გარს აკრავს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვის წყობის   ზოლი გასდევს გზას საკმაოდ დიდ მანძილზე. შესაძლებელია აქ ყოფი¬ლიყო საკმაოდ ძლიერი ციხე, რომელიც მომხვდურთა შემოსევების შედეგად განადგურდა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ნეკრესის სახით ჩვენ საქმე გვაქვს უძველესი ისტორიის მქონე ქალაქთან და მისი შემდგომი შესწავლა მრავალ კითხვაზე გაგვცემს პასუხს. საქმე გვაქვს ქალაქის ისტორიასთან, რომელიც უძველეს ხანაში ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში შეიქმნა და რომლის ტერიტორიაზეც შემდგომ საუკუნეებში არსებობდა ერთ-ერთი ძლიერი საეპისკოპოსო, რომელმაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა საქართველოში, კერძოდ აღმ.საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება-პროპაგანდის საქმეში. ნეკრესის ჭალაში არის ერთი გორა რომელთანაც დაკავშირებით ძალიან ლეგენდები არსებობს: მე მხოლოდ ორს შემოგთავაზებთ: პირველი ლეგენდა  იყო ერთი მწყემსი, რომელსაც ძლიერ უყვარდა თავადის ქალი. იგი თავადთან მივიდა და ქალის ხელი სთხოვა. თავადმა უთხრა რომ ქალს მიათხოვებდა იმ შემთხვევაში, თუ მწყემსი თავა¬დის ქალს გორის თავზე ხელში აყვანილს აიყვანდა  და თან მთელი ამ ხნის განმავლობაში სალამურის დაკვრა არ უნდა შეეწყვიტა. მწყემსმა შეძლო და ამ ურთულეს დავალებას თავი გაართვა, მაგრამ თავადმა პირობა გატეხა და მწყემსს ქალი არ მიათხოვა. ხალხმა ამ სევდიანი ფაქტის უკვდავსაყოფად ამ გორას `ქალიაყვანა დაარქვა. მეორე ლეგენდა მიხედვით თავადმა შემდეგი დავალება მისცა: ჭაბუკს ცალი ხელით ქალი უნდა დაეჭირა, მეორეთი კი წყლით სავსე ფიალა უნდა დაე¬ჭირა და ისე ასულიყო გორის თავზე რომ ერთი წვეთიც კი არ დაქცეულიყო. ჭაბუკმა თავადის ქალი გორის თავამდე ისე აიყვანა რომ წვეთი წყალი არ დაქ¬ცევია. როცა თავში ავიდა სიხარულის ცრემლი ჩამოვარდა და მიწას დაეცა. თა¬ვადმა ქალი აღარ მიათხოვა.მეორე ლეგენდა - მიხედვით თავადმა შემდეგი დავალება მისცა: ჭაბუკს ცალი ხელით ქალი უნდა დაეჭირა, მეორეთი კი წყლით სავსე ფიალა და ისე ასულიყო გორის თავზე რომ ერთი წვეთიც კი არ დაქცეულიყო. ჭაბუკმა თავადის ქალი გორის თავამდე ისე აიყვანა რომ წვეთი წყალი არ დაქცევია. როცა თავში ავიდა სიხარულის ცრემლი ჩამოვარდა და მიწას დაეცა. თავადმა თავადმა ქალი აღარ მიათხოვა.

ბოლო სიახლეები