ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

სალომე ზურაბიშვილი – რუსეთისთვის სანქციებზე როცა ვთქვით უარი, იმ დროს არც იყო დაწესებული სანქციები, ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია, რომ რუსეთისთვის გვეთქვა, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ

რუსეთისთვის სანქციებზე როცა ვთქვით უარი, იმ დროს არც იყო დაწესებული სანქციები. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური პოზიცია, რუსეთისთვის გვეთქვა, რომ ჩვენ თქვენ მხარეს ვართ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, უნდა დაეწესებინა თუ არა საქართველოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

„ეს იყო სკანდალი, რომ აქ მოსულმა თქვი, სანქციებს არ შევუერთდები, როცა არც იცი, რა სანქციებია და რისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, უნდა გაეგზავნა თუ არა საქართველოს მთავრობას მოხალისეები უკრაინაში, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„მოხალისეები იმას ჰქვია, ვინც თავისით მიდის. თავისით ვინც წავიდა, ის წავიდა და ეს არ იყო ომში ჩართვა. ომი მოდის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან და დღეს რომ აქ ვდგავართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანა, რომელიც ომს იწყებს თავისი ყველა მეზობლის წინააღმდეგ, არის ერთი და ერთადერთი. ვიდრე ამ ქვეყანას რომელიმე მისი მეზობელი ქვეყნის ერთი კვადრატული კილომეტრი ექნება ოკუპირებული,  მანამდე იქნება იმპერიალისტი, აგრესორი და ამ ქვეყანასთან ახლოს მყოფს ყოველთვის ექნება შიში, რომ ომი დაიწყოს. არცერთი წყაროდან არ მოდის ომის საფრთხე და თუ ვერ გავიგეთ საქართველომ, მაშინ არ ვიცი, რა გავიგეთ“.

კოჯორში, იუნკრების მემორიალთან ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 25 თებერვალი არის სიმბოლო იმისა, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას.

„25 თებერვალი არის ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე დღე და ამავე დროს, ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმის სიმბოლო, რომ რაც არ უნდა რთული პირობები იყოს, ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას. ვინც დღეს აქ მოვიდა და მიკიბულ-მოკიბული ენით რუსეთიც ვერ ახსენა, ის არ არის ამ ადამიანების სულის წრფელი მეხოტბე და ერთგული. ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ, იბრძოდნენ ბოლომდე, ქვეყანა კი არ დაუთმეს, კი არ დაწვნენ, კი არ დაიჩოქეს, იდგნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ,  იყვნენ მდგრადად, რათა ეს ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი. დღეს თუ ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ვართ მემკვიდრეები იმ ბრძოლის, შემართების, ქვეყნის მიმართ ერთგულების, რამაც მოგვიყვანა დღემდე. საუკუნეების წინაც ასე იყო და საუკუნეების შემდეგაც ასე იქნება. ასე რომ, ბრძოლა ყოველთვის ღირს, ბრძოლა ბოლომდე არის. 25 თებერვალი სწორედ ამ ბრძოლის სიმბოლოა და არა დაჩოქების“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდიდან ვიწყებთ ეფრემ ასურის ძლიერი ლოცვის კითხვას

მართლმადიდებლები და მორწმუნენი, ეფრემ ასურის ლოცვის იგივე სინანულის კანონის კითხვას ორშაბათიდან იწყებენ. ეს ლოცვა დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინა ლოცვების შემდეგ იკითხება.ლოცვის კითხვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოდან ვიწყებთ და ვკითხულობთ პარასკევის დილის ჩათვლით, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან ისევ ვაგრძელებთ და მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვკითხულობთ ვნების კვირის ოთხშაბათის დილის ჩათვლით. ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევს საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე.ლოცვა ეფრემ ასურისა უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).***ამ ლოცვით მორწმუნეები გამოხატავენ უფლისადმი ვედრებას, რომ თავისი თავის განკურნება და სწორ გზაზე დაყენება შეუძლია არა ადამიანს, არამედ უფალს. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი თავის იმედად არის, ის ცოდვის მიერ ძლეული  იქნება.პირველ რიგში, საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა ვისწავლოთ, როგორც ამას თვითონ წმინდანი გვასწავლის.ჩვენ ამ ლოცვით უფალს ვთხოვთ, რათა მან არ დაუშვას ჩვენს ცხოვრებაში მიდრეკა სხვადასხვა ცოდვებისკენ, როგორებიც ამ ლოცვაშია მოყვანილი: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის მოყვარეობა და ცუდად მეტყველობა. და ამათ წილ მოგვცეს: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, რომელთა აღსრულებაც არის  ცხონებისაკენ მიმავალი გზა.

თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდით მოხვდნენ, მსგავსი გარეგნობა, ერთნაირი სახელი და გვარი – ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

იშვიათი მოვლენა მოხდა ლონდონიდან ბანგკოკში ფრენის დროს, სადაც „კლონირებული“ მგზავრები ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და აღმოაჩინეს თითქმის წარმოუდგენელი დამთხვევების სერია, რომელმაც უკიდურესობამდე მიაღწია.ამ ისტორიის მთავარი გმირი არის მარკ გარლანდი კვადრატში. რეალურად ორი მთავარი გმირია და ორივეს მარკ გარლანდი ჰქვია. როგორც მედია იტყობინება, თვითმფრინავში ასვლამდე შემოწმების დროს მოხდა გაუგებრობა, როდესაც ოპერატორებმა ჰკითხეს ერთ-ერთს, მარკ გარლანდს, რატომ გადიოდა განმეორებით რეგიოსტრაციას. კაცმა უპასუხა, რომ ის პირველად დარეგისტრირდა და ოპერატორებმა, უფრო საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში ბორტზე ორი მარკ გარლანდი იყო.ჯერჯერობით უცნაური არაფერია, ეს იყო სახელისა და გვარის დამთხვევა თვითმფრინავის ბორტზე, რაც ხშირად შეიძლება მოხდეს. თუმცა, ბედმა მათ სასაცილო ხუმრობა მოუმზადა, რადგან ორი მარკ გარლანდი ერთმანეთის გვერდით მოხვდა.ორივემ აღმოაჩინა, რომ არა მხოლოდ ერთი და იგივე სახელი და გვარი ჰქონდათ, არამედ, როცა ერთმანეთს  აკვირდებოდნენ, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს სარკეში იყურებოდნენ, რადგან წარმოუდგენლად მსგავსი სახის ნაკვთები ჰქონდათ, დაწყებული „მელოტი თავით“. მათ გვერდიგვერდ იმოგზაურეს 11 საათის განმავლობაში და აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთისგან სულ რაღაც 15 წუთის მანძილზე ცხოვრობდნენ და რამდენჯერმე გადაიკვეთა მათი გზები. ორი მარკიდან ერთი ფაქტობრივად არის ავტობუსის მძღოლი, რომლითაც მეორე მარკი ხშირად მგზავრობს. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, მათ აღმოაჩინეს, რომ ორივეს ოთხი შვილი ჰყავდა.მოგზაურობის დასასრულს, ორი მარკი მართლაც განუყოფელი გახდა იმ დონემდე, რომ უმცროსმა თქვა, რომ მოგზაურობის დროს მარკს თავი მის მხარზე ედო. - წერს უცხოური მედია

Financial Times – უკრაინამ და აშშ-მა მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების შეთანხმების პირობებზე. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.როგორც მედია წერს, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, კიევი დათანხმდა ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივი განვითარების შესახებ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა მოთხოვნაზე აშშ-ს 500 მილიარდი დოლარის პოტენციური შემოსავალი მიეღო.მედიის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომლისთვისაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50 პროცენტს გამოყოფს.ფონდი გამოყენებული იქნება უკრაინის ფარგლებში პროექტებში ინვესტიციებისთვის. The Financial Times-ის ცნობით, ფონდის საქმიანობა არ ვრცელდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შეტანილ რესურსებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებლების "ნაფტგაზისა" და "უკრნაფტას" ოპერაციებზე.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს, ტრამპი ელოდება, რომ ზელენსკი ამას ხელს მოაწერს – თეთრი სახლის პრესმდივანი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევას „კრიტიკულად მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა.თეთრი სახლის პრესმდივანმა არ უპასუხა კითხვას, როდის აპირებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ვიზიტს, თუმცა მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, მიმდინარე ან მომდევნო კვირაში მოხდეს.„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს შეთანხმება გაფორმდეს. დონალდ ტრამპი ელოდება, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ხელს მოაწერს შეთანხმებას. ეს არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის დაბრუნება, რომელიც უკრაინის ეროვნული თავდაცვის დაფინანსებას ხმარდებოდა. ეს ასევე კარგია უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ამ ომის გამო ჯოჯოხეთში გაატარეს. ეს შექმნის გრძელვადიან ეკონომიკურ პარტნიორობას, რადგან უკრაინას დასჭირდება ქვეყნის ხელახლა აშენება ამ სასტიკი ომის გამო“, – განაცხადა ლივიტმა.

ბოლო სიახლეები