ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

სალომე ზურაბიშვილი რთველში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი რთველში მონაწილეობს. სალომე ზურაბიშვილი შესაბამის ფოტოებს Facebook-ზე ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ბლუმბერგი“ – ვაშინგტონი ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის შეთავაზებით გამოვიდა

შეერთებული შტატები ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის შეთავაზებით გამოვიდა, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.„ბლუმბერგის“ ცნობით, მოსკოვი დღემდე თავს არიდებს აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მოიცავს კონფლიქტის გაყინვას, აშშ-ის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, ასევე აშშ-ის სანქციების გაუქმებას.ამავე დროს, როგორც „ბლუმბერგის“ სტატიაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებს მომზადებული აქვს ახალი იდეა, რომელმაც შეიძლება, დააინტერესოს რუსეთის ფედერაცია.„მას შემდეგ, აშშ-მა შეთავაზებას ახალი დეტალები დაამატა, კერძოდ, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლება“, – ნათქვამია სააგენტოს პუბლიკაციაში.ნატო-რუსეთის საბჭო გახლავთ ორგანო, რომელიც შეიქმნა „ცივი ომის“ შემდეგ უსაფრთხოების საკითხებზე ორმხრივი პარტნიორობისთვის. ამ საბჭომ შეწყვიტა საქმიანობა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.საბჭოს ბოლო სხდომა 2022 წლის 12 იანვარს ბრიუსელში გაიმართა. მასზე განიხილებოდა რუსეთის მოთხოვნები „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ, რომლებიც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უარყვეს.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში არ არსებობს სხვა შეჯიბრი, გარდა იმისა, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს, მათგან სხვა იდეა არ მოგვისმენია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს.ვოლსკის განმარტებით, ოპოზიციის მიზანი საერთოა, თუმცა სხვადასხვა გეგმა აქვთ რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად.„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი წარმომადგენლობა ჰყავდა, პარლამენტში არ შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ მათ რევოლუცია არჩიეს. თავის დროზე, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ხელისუფლების მიმართ უსამართლო იყო. დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, რადგან რევოლუციური გზით სვლა გადაწყვიტეს. მათ შორის არ არსებობს სხვა შეჯიბრი, გარდა იმისა, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს. ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და იქიდან რევოლუციის მოწყობა სჯობს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ მათ მიერ დანერგილი საბოტაჟის გზა დესტაბილიზაციას სჭირდება. ერთიც და მეორეც ერთი მიზნისკენ მიდის, სხვადასხვა გეგმით. რომელი რომელ მხარეს დადგება, როგორც ჩანს, ინსტრუქცია ჯერ არ აქვთ, ან ისეთია, რომ ზოგმა ასე უნდა ილაპარაკოს, ზოგმა – ისე. აქამდე მათი გეგმა იმის იქით არ მიდიოდა, თუ არა სისხლისღვრა და რევოლუცია, ასევე საქართველოს ცეცხლში ჩართვა. მათგან სხვა იდეა არ მოგვისმენია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ტრამპი უკრაინის კონფლიქტზე: არაფერი მოხდება, სანამ მე და პუტინი არ შევხვდებით ერთმანეთს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მხრივ არაფერი მოხდება, სანამ ის და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან.„არაფერი მოხდება, სანამ მე და პუტინი არ შევხვდებით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში დაშვებამდე.

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება

თეთრი სახლის სპიკერი, კაროლინ ლევიტი სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ტურნეს შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას აქვეყნებს სახელწოდებით „ტრამპის პირობა ახლო აღმოსავლეთს“, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკა აღარ აპირებს გარედან ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება.„აშშ-მა ერების მშენებლობას, საგარეო ჩარევას, სხვებისთვის სახელმწიფოს მოწყობის სწავლებას და ლექციების კითხვას, როგორ მოაწყონ საკუთარი ცხოვრება თავი დაანება“, - დაწერა მან.ლევიტის თქმით, ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ მოსახლეობას მკაფიოდ განუცხადა, რომ რეგიონის მაცხოვრებლების ბედი მათ ხელშია. მისი ეს გზავნილი სწრაფად მოედო მთელ რეგიონს.

26 მაისი უნდა იყოს ერთობის დღე, კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვთქვათ, ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას – ბადრი ჯაფარიძე

26 მაისი უნდა იყოს ერთობის დღე, კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვთქვათ, ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.მისივე თქმით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დაპირისპირება და პროვოკაცია.„„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში დღეს შევიკრიბეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნება 26 მაისისთვის მზადებას. ესაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ის უნდა აღვნიშნოთ ღირსეულად. ეს უნდა იყოს ერთობის დღე, კიდევ ერთი შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის, რომ ვთქვათ, ვერ წაგვართმევენ დამოუკიდებლობას; რომ დამოუკიდებლობა მოპოვებულია ერთხელ და სამუდამოდ და სწორედ უნდა იყოს ერთიანობის დღე და ესაა ჩვენი განხილვის საგანიც. შესაბამისად ვიმსჯელეთ იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც 26 მაისს ვგეგმავთ.ეს იქნება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობის დემონსტრირება. უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი დაპირისპირება, პროვოკაცია. ეს უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღის ისეთი აღნიშვნა, როგორიც საქართველოსა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს ეკადრებათ. ეს არის ფართო პლატფორმა და სოციალური მედიით საჯაროდ ყველაფერზე იქნება ინფორმაცია მიწოდებული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ბოლო სიახლეები