კვირა, აგვისტო 10, 2025

სალომე ზურაბიშვილი – „ოცნება“ ცდილობს, კონკურენტები დაარწმუნოს, რომ არჩევნებში მოგების შანსი აქვთ, რეალურად რეჟიმს მონაწილეობის იმიტაცია სჭირდება, რომ შესაძლო მესამე ძალის ფორმირებას გადაუკეტოს გზა

„ოცნება“ ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება სჭირდება, არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მათ სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ აქვთ სერიოზული შანსი „მერიის მოგების“, ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეალურად რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია, მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია, რომ შესაძლო მესამე ძალის სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს, პოლიტიკური ნიადაგი გაასუფთავოს, სადაც „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ გარდა სხვა ძალა გაქრება.

„ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში ვკითხულობთ : “საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უკავშირდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირს.” ეს განცხადება გაკეთდა მამუკა ხაზარაძეს მონიტორინგის დაწყებასთან მიმართებაში.

კი მაგრამ „თითოეულ მოქალაქეს“ უფლება რატომ არ გააჩნია, რომ იცოდეს მაღალჩინოსნების ასობით მილიონობის კორუფციულ სქემების შესახებ, მათი დაჭერის თუ გაშვების საფუძვლების შესახებ და რაც ყველაზე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს – კერძოდ მათ მიერ „მიტანილი“ თანხები ბიუჯეტის მაგივრად (სადაც ვერ აისახება) სად მიდის. მაშინ დავიჯერებთ, ამ ბიუროს და ბატონი რაჟდენის მიუკერძოებლობას. მანამდე კი ნათელზე ნათელია, რომ ეს მონიტორინგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

ეს ანგარიშსწორება არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ებრძვის ხაზარაძეს (ან თუნდაც სხვა ბრალდებებით გახარიას) იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ. პირიქით არის: ეს დევნა იმისთვის სჭირდება მმართველ პარტიას, დაგვარწმუნოს იმაში, რომ ძალიან აწუხებს და ეშინია რეჟიმს ამ ორი პარტიის კონკურენციის. გაჩაღებული რეპრესიები მათ წინააღმდეგ, ლიდერების თვალში მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სისწორეს და უჩენს რწმენას რომ გამარჯვების სხვა გზა არ არსებობს და მათ გარდა გამარჯვებას ვერავინ ვერ მოიპოვებს. ეს რწმენა მყარდება რეჟიმის მიერ მოწყობილი ყოველი მორიგი შემოტევის შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურება – რუსეთის პროკურატურის დახმარებით – ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე… ვითომცდა სხვა ძლიერი ქართველი მეომარი არ ყოფილიყოს უკრაინის ფრონტზე, რომელიც რუსეთის ამგვარ ყურადღებას დაიმსახურებდა.

სინამდვილეში „ოცნება“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება. ამითი არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მის სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ მას აქვს სერიოზული შანსი „მერიის მოგების“. ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს. რეალურად რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია. მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია არა რამე ლეგიტიმაციისთვის (რასაც ვერაფერი მას ვერ დაუბრუნებს აწი) არამედ იმისთვის, რომ შესაძლო მესამე ძალის სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს. მისი საბოლოო დელეგიტიმაცია, ამ პარტიების საბოლოო დისკრედიტაციით დააბალანსოს. პოლიტიკური ნიადაგი გაასუფთავოს, სადაც „ნაცმოძრაობის“ და „ოცნების“ გარდა სხვა ძალა გაქრება. დროა ამ ხაფანგიდან გამოსვლის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია… – რა საიდუმლოს ინახავს დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის ისტორია

თბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული. ცოტამ თუ იცის ისტორია, რომელიც ამ ხატს უკავშირდება.იქ, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც იმ ტერიტორიაზე აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია, რომელსაც უთქვამს:"დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო".მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში თან ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული - დაბადებიდან უსინათლო ადამიანს თვალი აეხილა! ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ. სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ თურმე სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ. მაშინ დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.დიდუბის ღვთისმშობლის ხატი დღესაც ახდენს სასწაულებს მათთვის, ვინც რწმენით მიეახლება. ორშაბათობით, დილას, მარიამ ღვთისმშობლის სახელზე ტარდება ლოცვა, დაესწარით, მოილოცეთ, გულით შესთხოვეთ და გულმოწყალე დედა შეგეწევათ.

ნიკა გვარამია საარჩევნო ნომრის დაკარგვაზე – რა დროს ნომერია? სამშობლოს ვკარგავთ – მთავარია, ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა გაუგებარი და მოგონილი...

4 ნომერი დაგვიკარგავს “ახლებს” და 5 ნომერი დაუკარგავს “ნაციონალურ მოძრაობას” - ოღონდ აქვე ვკითხულობ: რა დროს ნომერია?- ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, საპატიმროში მყოფი ნიკა გვარამია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პარტიის საარჩევნო ნომრების დაკარგვას. როგორც გვარამიას “ფეისბუქზე” გავრცელებულ მისსავე წერილშია აღნიშნული, მთავარია, რომ ღირსება არ დაკარგეს. “სამშობლოს ვკარგავთ და სრულიად მეორეხარისხოვანია ყველაფერი დანარჩენი. სამშობლოც უნდა დავიბრუნოთ და ნომრების დროც მოვა. მთავარია ღირსება არ დავკარგეთ და არ დავკარგეთ ხალხის ნდობა რაღაც გაუგებარი და მოგონილი თვითმმართველობის არჩევნების სანაცვლოდ“,- ნათქვამია ნიკა გვარამიას წერილში. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-სთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

10 აგვისტო ანზორ ერქომაიშვილის დაბადების დღეა

ანზორ ერქომაიშვილი 1940 წლის 10 აგვისტოს, ბათუმში დაიბადა.ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“.მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.ის 2021 წლის 31 მარტს, კორონავირუსით გარდაიცვალა. 

10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა

10 აგვისტო ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის დაბადების დღეა. გია ყანჩელი დღეს 90 წლის გახდებოდა.მსოფლიოში აღიარებულმა კომპოზიტორმა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1963 წელს დაამთავრა.განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ "ინ მემორია მიქელანგელო" მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.მას ეკუთვნის რობერტ სტურუას სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა - "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III", "ჰამლეტი", "ქალი-გველი", "მეთორმეტე ღამე".მუსიკა კინოფილმებისთვის: "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა"," მიმინო", "შერეკილები", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "როცა აყვავდა ნუში" და სხვა.გია ყანჩელი ენიო მორიკონესთან, ნინო როტასთან და ჰანს ციმერთან ერთად შესულია მსოფლიოს 20 საუკეთესო კინომუსიკის შემქმნელთა შორის.გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ნიუ დელიში ძლიერი წვიმის შედეგად შენობის კედელი ჩამოინგრა, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში ძლიერი წვიმის შედეგად შენობის კედელი ჩამოინგრა, არიან დაღუპულები, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.როგორც მედია იუწყება, დაღუპულია, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია.დატბორილია ქუჩები და სახლები.ინდოეთის დედაქალაქში შეფერხებულია მოძრაობა.

ბოლო სიახლეები