ოთხშაბათი, ნოემბერი 4, 2026

სალომე ზურაბიშვილი : „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით საგარეო უწყებამ ანგარიში წარადგინოს

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი წინადადებით გამოდის, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით საგარეო უწყებამ სამ თვეში საკანონმდებლო ორგანოში ანგარიში წარადგინოს.

როგორც ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა განუცხადა, რეზოლუციის პროექტი პარტიების, მათ შორის უმრავლესობა-უმცირესობის მხრიდან  მხარდაჭრილია.

„მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი ერთობლივი იყოს. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც“ მნიშვნელოვანია, თუ ეს ჰაერში არ დარჩება. ამისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან სერიოზული მუშაობაა საჭირო. ქვეყნებთან მუშაობა უნდა წარიმართოს, რათა სანქციები იმათმა მიიღონ, რადგან ჩვენგან მიღებული სანქციები არაფერს ნიშნავს. ეს მიდგომა სხვებისგან გაზიარებული უნდა იყოს და ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. საგარეო უწყებაზე მონიტორინგი უნდა განხორციელდეს, რათა სამ თვეში მოვიდეს და კომიტეტს ანგარიში ჩააბაროს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფორმულას ჟურნალისტი – ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ადგილზე დავრჩეთ, რადგან აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ – ძლიერი...

ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების ინფორმაციით, ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო, ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანებაა.არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში ახლა 22 ჟურნალისტი იმყოფება, მათთან ავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე დარჩენა ურჩიეს და უთხრეს, რომ ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას არიან.„ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ. ამ ეტაპზე კარგად ვართ. ახლა სახანძრო-სამაშველოს თანამშრომლები ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ. კარი გვაქვს დაკეტილი იმიტომ, რომ ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან. ლიფტი გათიშეს. ჩვენ ვცადეთ კიბით ჩასვლა, რაც იყო ძალიან საშიში, იმიტომ, რომ კვამლის გამო ხილვადობა საერთოდ არ იყო და უკან ამოვბრუნდით. ველოდებით შემდეგ ინსტრუქციას“, - განაცხადა სოფო ვარდიაშვილმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის - „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ - პრეზენტაცია გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, გამოცემა წარმოადგენს პირველ ქართულენოვან ნაშრომს, რომელშიც დიპლომატიური და საკონსულო სამართალი ერთიან სასწავლო კონტექსტშია წარმოდგენილი. წიგნის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს საგარეო ურთიერთობათა სფეროში სპეციალიზებული ცოდნა და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამართლის ამ ორი ურთიერთდაკავშირებული მიმართულების საფუძვლიან შესწავლას.სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანის, პროფესორ ივანე გიორგაძის თქმით, წიგნში განხილულია დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ძირითადი პრინციპები, ნორმები და ინსტიტუტები. ამასთანავე, გადმოცემულია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა საქმიანობაც, საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებთან ერთად, დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ნორმებით რეგულირდება.„ქართული დიპლომატიის დღის აღნიშვნა და წიგნის - „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ - წარდგენა ჩვენი ფაკულტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ეს გამოცემა მნიშვნელოვანი შენაძენია ქართულენოვანი აკადემიური ლიტერატურისთვის, რადგან დიპლომატიურ და საკონსულო სამართალს ერთიან სასწავლო-სამეცნიერო კონტექსტში წარმოაჩენს და მკითხველს საშუალებას აძლევს, სიღრმისეულად გაეცნოს საგარეო ურთიერთობათა სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პრაქტიკას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომი ხელს შეუწყობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და ამ სფეროში ქართულენოვანი საგანმანათლებლო რესურსების გამდიდრებას.თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მსგავსი აკადემიური ნაშრომების შექმნა არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ დარგში სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და მომავალი დიპლომატებისა და სამართლის სპეციალისტების პროფესიულ მომზადებასაც ემსახურება“, - განაცხადა ივანე გიორგაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, გამოცემა მკითხველს სთავაზობს დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის სამართლებრივი მექანიზმების სისტემურ მიმოხილვას და მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ისე სამართლის მიმართულებით. წიგნი განკუთვნილია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირებისთვის, დარგის სპეციალისტებისა და საკითხით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისთვის. გამოცემის რედაქტორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი და პროფესორი რომან შენგელია, ხოლო რეცენზენტები - პროფესორები დავით გეფერიძე და ნინო ბოჭორიშვილი.

ბარაკ ობამა – ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა იმ ლიდერებს, რომლებიც არსებულ გამოწვევებს კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხებენ, ხალხს სურს პოლიტიკა, რომელიც აერთიანებს და არა ჰყოფს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, შაულედურ არჩევნებში ამომრჩეველმა მხარი იმ ლიდერებს დაუჭირა, რომლებიც არსებულ გამოწვევებს კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხებენ.„დღეს საღამოს ამერიკელი ხალხის გზავნილია, რომ მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ხალხს აერთიანებს და არა ყოფს“, – წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი.მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია შემდგომი ზიანის თავიდან აცილება.„მიუხედავად იმისა, რომ ამ ადმინისტრაციას კიდევ ორი წელი აქვს, ახლა ჩვენი საქმეა აქტიური მუშაობა, შევიტანოთ ცვლილებები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ზიანი და ჩავუყაროთ საფუძველი მომავალს“, – განაცხადა ობამამ.ცნობისთვის, 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. პირველადი შედეგებით, როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტია ლიდერობს. ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს.

ევროკომისიის ანგარიში – საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ

საქართველომ მართლმსაჯულების სისტემის ფართო რეფორმა უნდა დაიწყოს, – ამის შესახებ ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.ამასთან, არსებული ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა გარდაიქმნას.„გარდა ამისა, უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ. შემოწმება უნდა შეეხოს როგორც კანდიდატებს, ისე მართლმსაჯულების სისტემაში ყველა მაღალ თანამდებობაზე ამჟამად დანიშნულ პირებს, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებს“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში დღეს უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა მანამდე ვრცელდება ანგარიშის სხვადასხვა ნაწილი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „პრეზიდენტმა შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც საქართველოში აქციებთან დაკავშირებით უკანონოდ იყვნენ დაკავებული და დანაშაული აღიარეს, მიუხედავად ამისა, ბევრი სხვა პირი პატიმრობაში რჩება“. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ეწინააღმდეგებოდა ჩართულობა მტრულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში“.

სამთავრობო კრიზისი ბელგიაში: მეფე ფილიპე პრემიერ-მინისტრ დე ვევერის გადადგომის საკითხს განიხილავს

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ მოლაპარაკებების ჩაშლას ბელგიაში სამთავრობო კრიზისი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა მეფე ფილიპეს გადადგომის განცხადებით მიმართა. ბელგიის მონარქის განცხადებით, მმართველი კოალიციის სხვა პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს და მათთან ამ საკითხზე იმსჯელებს.მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა, თვეების განმავლობაში, ვერ მოახერხეს შეთანხმება 2027 წლის ბიუჯეტის 10 მილიარდი ევროს ოდენობით შემცირებისა და გადასახადების გაზრდის საკითხზე, რაც სახელმწიფო ფინანსების სტაბილიზაციისთვის არის საჭირო.ერთ მხარეს არიან დე ვევერი, რომელიც ფლამანდიელ ნაციონალისტებს უდგას სათავეში, და ცენტრისტულ-მემარჯვენე „რეფორმისტული მოძრაობა“, რომლებიც ხარჯების შემცირებას ემხრობიან. მათ სოციალისტები და ცენტრისტები უპირისპირდებიან.ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, ბელგიას მძიმე ტვირთად აწევს სულ უფრო მზარდი სახელმწიფო ვალი, მაშინ როდესაც საპროტესტო აქციებზე სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მოთხოვნა, მეტი სახსრები გამოიყოს ისეთი სერვისების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა განათლება.დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბელგიაშიც მოხდა.ბარტ დე ვევერს მეფე ფილიპესთან მომდევნო შეხვედრა პარასკევს ექნება, და თუ გადადგომის შესახებ მისი თხოვნა დაკმაყოფილდება, ამას კოალიციური მთავრობის ფორმირების ახალი მცდელობა ან ახალი, რიგგარეშე არჩევნები მოჰყვება.

ბოლო სიახლეები