ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე – ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას.

„ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა. მაგრამ, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა პროევროპელი საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნის მიმართ აუცილებელია!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ცნობისთვის, დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ „საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს“.

„მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებთან ერთად, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობის, თავისუფლებების შეზღუდვისა და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცის კიდევ უფრო შევიწროების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობასა და მისი მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სალომე ზურაბიშვილი – პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ რამეა, არის ის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ ერთიანობის აუცილებლობას

ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ, – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.ზურაბიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.მისი თქმით, „პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია“.„ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოეს მომავალზე და პოლიტიკურ განვითარებებზე, საჭიროა, ვიცოდეთ, რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ. ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით, ჩემი სახელით ვლაპარაკობ. ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ჩემთვის ცოტა გასაკვირი და გაუგებარიც კი არის. როგორ შეიძლება, შეხვიდე არჩევნებში, როდესაც ციხეში არა მხოლოდ აქტივისტები არიან, არამედ პოლიტიკური ლიდერები? პოლიტიკური ლიდერები თუ ციხეში არიან, რანაირად შეგვიძლია, ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე? ამიტომ არის, რომ პლატფორმის ფორმატში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღრიცხავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე. ასე რომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ რამეა, არის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და აუცილებელია სიტუაციის კარგად გაგება. რაც დროს გადის, უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს, მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ, თუ პროტესტი გაგრძელდა, თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს, ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ღაზაში ომის გამო ისრაელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ღაზაში ომის გამო ისრაელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, საუბარია ისრაელთან მიმართებაში საფრანგეთის პოზიციის გამკაცრებაზე.ასევე, მაკრონმა, შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს გაერო-ს კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთი 17-20 ივნისს საუდის არაბეთთან ერთად უწევს თანათავმჯდომარეობას.

მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 67 წლის გახდებოდა

მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 67 წლის გახდა. სოსო ჯაჭვლიანი  5 ივნისი, 1958 წელა  მესტიაში დაიბადა.1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.1012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

ხაშურში ბავშვის გარდაცვალების შესახებ, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

ხაშურში ბავშვის გარდაცვალების შესახებ, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ოჯახის მეზობლები ამბობენ, ბავშვის გარდაცვალების ერთ-ერთ მიზეზად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება."საკვებით ინტოქსიკაცია ერთ-ერთი ვერსიით, საკვების ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს, სოკოთი მოწამვლის ვერსიაც არის, მაგრამ მე რაც ვნახე სახლში აჯაფსანდალი და ლობიანი ჰქონდათ. დედა რეანიმაციაში რჩება, გული აქვს მძიმე მდგომარეობაში, შესაძლოა შვილი რომ ნახა გათიშული, ამან კიდევ უფრო დაამძიმა დედის მდგომარეობა, რადგან ბავშვი კაი ხნის გარდაცვლილი იყო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მოზაიკასთან.შეგახსნებთ, რომ ხაშურში ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა 9 წლის ბიჭი. არსებული ინფორმაციით, სამსახურში დაბრუნებულ მამას ცოლი უგონო მდგომარეობაში, შვილი კი გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზრ გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ვინ მოკლა ალბერტ აინშტაინის ნათესავები?

1944 წლის აგვისტოში იტალიაში ალბერტ აინშტაინის ნათესავები მოკლეს. მაგრამ ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაული დღემდე გაუხსნელია. ახლახანს ბრიტანელმა ჟურნალისტმა აღმოაჩინა მანამდე უცნობი კინო-კადრები, რომლებიც დამნაშავეების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. ფლორენციის მახლობლად მდებარე ვილა ფოკარდო - 80 წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, ვერმახტის ჯარისკაცებმა აქ სამი ქალი მოკლეს. ისინი ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინის ნათესავები იყვნენ. „ამის მიზეზი იყო სიძულვილი, ოჯახის მიმართ სიძულვილი. და კიდევ ის, რომ ებრაული ოჯახი იყო“, - დარწმუნებულია ცოცხალი მოწმე, ფრანკო ჯორჯეტი. ის 13 წლის იყო, როდესაც მკვლელობები მოხდა. ვილაში, დანაშაულის ადგილზე, ის ერთი დღის შემდეგ შევიდა. „ყველაფერი დალეწილი იყო იატაკზე დიდ, სისხლის ლაქაში სისის ქერა თმა დავინახე“. „ისე ახლოს, როგორც არასდროს“ მკვლელებს და დანაშაულის მოწმეებს გამომძიებლები ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ. რამდენიმე წლის წინ ბავარიაში სასამართლო პროცესი გაიმართა, მაგრამ მალევე შეწყდა, რადგან სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიყვანა, მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო, შეუძლებელი გახდა. დღემდე არავინ არის დასჯილი და არც მკვლელები არიან იდენტიფიცირებულები.ბრიტანელი ჟურნალისტი, თომას ჰარდინგი ამ დანაშაულს წლების განმავლობაში იძიებს. მან ამის შესახებ წიგნიც დაწერა. მისი ებრაული ოჯახი ბერლინიდანაა, დიდი ბაბუა კი ალბერტ აინშტაინის ექიმი იყო. „გერმანელები, იტალიელები და ამერიკელები 80 წლის განმავლობაში ცდილობდნენ ეპოვათ პასუხი, თუ ვინ იყვნენ მკვლელები. და ახლა, როგორც არასდროს, ამასთან ახლოს ვართ", - განმარტავს ის პოლიტიკურ ჟურნალ „კონტროვერსთან“ საუბრისას. ალბერტი აშშ-ში მიდის - რობერტი იტალიაში ცხოვრობს ალბერტ აინშტაინი, მრავალი წლის განმავლობაში, მიუნხენში, ადლზრაიტერშტრასეზე ცხოვრობდა. ის იქ თავის ბიძაშვილ რობერტთან ერთად გაიზარდა. ისინი ძმებივით იყვნენ. სანამ გენიოსი ფიზიკოსი 1933 წელს აშშ-ში წავიდოდა, რათა ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფული შეეგროვებინა, რობერტი, წლების განმავლობაში, იტალიაში მშვიდად ცხოვრობდა მეუღლე ნინასთან, ორ ქალიშვილთან და ორ ნაშვილებ ქალიშვილთან ერთად. შურისძიება ცოლსა და ქალიშვილებზე 1944 წლის ზაფხულში მოკავშირეები იტალიის ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ. ფრონტის ხაზი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული ვილა ფოკარდოდან - სახლიდან, რომელშიც რობერტ აინშტაინი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ის ებრაელი იყო, მისი ცოლი და შვილები კი - ქრისტიანები. ამიტომ, მას სჯერა, რომ ქალები საფრთხეში არ იყვნენ და მიმდებარე ტყეში მარტო იმალებოდა - იმ იმედით, რომ ომი მალე დასრულდებოდა.მაგრამ 1944 წლის 3 აგვისტოს გერმანელი ჯარისკაცები კარს ამტვრევენ, სახლში ძალადობრივად შედიან და ითხოვენ პასუხს კითხვაზე, სად არის რობერტი. ნინას და მის ორ ქალიშვილს, ლუსი და სისი აინშტაინებს, ადგილზე ხვრეტენ. ვილის კედლებზე არსებული ტყვიების ნაკვალევი ამ დანაშაულის უტყვი მოწმეა. მიგვიყვანს კინო-კადრები მკვლელებამდე? ლონდონში არსებულ საიმპერიო სამხედრო მუზეუმში თომას ჰარდინგმა ახლახანს მანამდე უცნობი კინო-კადრები აღმოაჩინა. „ეს კადრები შეიძლება ამ საშინელი სისასტიკის პირველი მტკიცებულება იყოს“, - ეუბნება ის „კონტროვერსს“. ჰარდინგი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა იყო ალბერტ აინშტაინის ოჯახის წინააღმდეგ მიმართული „ვენდეტა“, ნაციონალ-სოციალისტების შურისძიების აქტი.ისტორიული ფოტოები ასახავს გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც, როგორც სამხედრო ტყვეები, ვილიდან არც თუ ისე შორს, ინკონტროს მონასტერში დააკავეს. არიან თუ არა ეს ჯარისკაცები ალბერტ აინშტაინის ნათესავების მკვლელები ? თომას ჰარდინგი ახალი მტკიცებულებების მოძიებას აპირებს. რობერტ აინშტაინი ნაცისტების სისასტიკეს გადაურჩა. მაგრამ 1945 წლის ივლისში, მისი მეუღლისა და ორი ქალიშვილის მკვლელობიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, მან ვილა ფოკარდოში სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა - თავი მოიკლა.

ბოლო სიახლეები