ოთხშაბათი, მაისი 7, 2025

სალომე ზურაბიშვილი – გუშინ, მნიშვნელოვან შეხვედრაზე ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი

გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი, ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია.

„ჩვენი წინააღმდეგობის პლატფორმის დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის საზარელი სურათი, რაც არის ქვეყანაში – თავდასხმები ახალგაზრდა გოგოებზე, ციხეში გარდაცვლილი პატიმარი, რომელსაც 30 დაზიანება დაუფიქსირდა „ვივამედის“ ოფიციალურ დოკუმენტში. ჩვენ, არ შეიძლება, გვქონდეს რამე იმედი ან გამოძიების, ან სასამართლოსი. ეს არის ის, რაც ამ ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, რომ დავიბრუნოთ სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას და დავიბრუნოთ სასამართლო. ამ დროს ჩვენ მოგვეწია „მეგობარი აქტის“ მიღება ამერიკაში, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი.

არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ყველანი, ერთად ვიყოთ 9 მაისს, რომელიც არის ევროპის დღე და რომელიც არის პასუხი ამ ქვეყნის რუსიფიკაციაზე. ჩვენ 9 მაისს უნდა გამოვიდეთ და დავუპირისპიროთ ევროპა ამ რუსიფიკაციას, დავუპირისპიროთ ვიზალიბერალიზაცია, რომელსაც თუ რამე მოუვიდა, ჩვენ დავიბრუნებთ. რაც მთავარია, გუშინ მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ჩავიბაროთ 26 მაისი. ჩავიბაროთ 26 მაისი ნიშნავს, რომ ყველანი ერთად – პარტიები, საზოგადოება, არასამთავრობოები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები, ბიზნესი იქნება თუ კულტურა. ყველა ერთად, საქართველოს მოქალაქეები ჩავიბარებთ 26 მაისს, რადგან 26 მაისი ჩვენია. 26 მაისი არის სიმბოლო დამოუკიდებლობის და დღეს საქართველოში დამოუკიდებლობა გადასარჩენია და ჩვენ გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას. ამისთვის ყველანი ერთად, ჯერ 9 მაისს, შემდეგ ყველანი ერთად, მთელი ქვეყანა, სრულიად საქართველო, ერთად 26 მაისს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მსახიობი ირაკლი აფაქიძე-ქვეყანაში შექმნეს სიტუაცია, რომ ხალხს ქვეყნიდან წასვლა აიძულონ, ეს არის ერის მიზანმიმართული გენოციდი

მსახიობი ირაკლი აფაქიძე აბობს, რომ ქვეყანა ძალიან რთულ სიტუაციაშია და ახლა “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სინათლე არ დაიკარგოს, რომელიც ჯერ კიდევ ბჟუტავს.“იმ რთულ სიტუაციაში, რაშიც ქვეყანა და ხალხია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სინათლე არ დავკარგოთ. ამას უფრთხილდება ის ხალხი, რომელიც ყოველდღე რუსთაველზე დგას, სწორედ ისინი უვლიან ამ მბჟუტავ სინათლეს, - ამბობს მსახიობი გადაცემა „რეაქციაში“.აფაქიძე პროპაგანდაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “მას აქვს თავისი ძალა, მაგრამ აქვს საზღვრებიც, შეუძლებელია მან გააკეთოს ყველაფერი, ის არ არის ისეთი საშიში, როგორსაც მას ხატავენ.“შეუძლებელია, ის რასაც ესენი უკვე ხალხს აწვდიან, ამის დაჯერება. ქვეყანაში სიტუაცია შექმნეს, რომ აიძულონ, ხალხი ქვეყნიდან წავიდეს. 175 ათასი კაცი მარტო შარშან წასულა, სადღაც წავიკითხე, რომელთაგან უმეტესობა 30 წლამდე ახალგაზრდობაა. რაც კი აზრი, გონი, ტვინი, ძალა, ენერგიაა, აიძულებენ, რომ ქვეყნიდან წავიდეს, ამ დროს თალიბანს უხსნიან საზღვრებს და უშვებენ ქვეყანაში. რა არის ეს, თუ არა ერის მიზანმიმართული გენოციდი. რათ უნდა ამას ბევრი ტვინი ჭყლეტა, რომ ეს გაიგო,- ამბობს აფაქიძე.

Daily Mail-2025 წლის შესახებ რას საუბრობს ქალი , რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა

ამერიკელმა ექსტრასენსმა ჟან დიქსონმა, რომელმაც იწინასწარმეტყველა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები და აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობა, 2025 წლის შესახებ ისაუბრა.დიქსონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნათელმხილველი იყო აშშ-ში მას შემდეგ, რაც მისი პროგნოზების სერია ზუსტი აღმოჩნდა, წერს Daily Mail .თავიდან ის წერდა ჰოროსკოპებს გაზეთებისა და ჟურნალებისთვის, შემდეგ კი ბროლის ბურთის გამოყენებით პროგნოზების გაკეთება დაიწყო. იგი ცნობილი გახდა თავისი წინასწარმეტყველებებით მთავარ პოლიტიკურ მოვლენებზე და გამოაქვეყნა შვიდი წიგნი, მათ შორის ავტობიოგრაფია მომავალი წლების პროგნოზებით.თავის წიგნში „ჩემი ცხოვრება და წინასწარმეტყველებები“ (1969), ჟანმა იწინასწარმეტყველა ომი ჩინეთსა და რუსეთს შორის, რომელიც 2025-2037 წლებში დაიწყება.„2025 წელს ჩინეთი მიაღწევს საკმარის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას, რომ წინ წავიდეს და გახდეს დიდი დამპყრობელი. ამ წელს ჩინეთი შევა რუსეთში, დაიპყრობს რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ტერიტორიის დიდ ნაწილს და არ გაჩერდება, სანამ არ მიაღწევს ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის საზღვრამდე“.ჟან დიქსონის სხვა პროგნოზები1977 წელს იგი შეხვდა ოპრა უინფრის და უწინასწარმეტყველა უზარმაზარი კარიერა და მილიონობით გულშემატკივარი - მისი შოუ გახდა ეროვნული ჰიტი 1986 წელს.დიქსონი ამტკიცებდა, რომ მისი ხილვები იყო „ღმერთისგან“, რამაც მას რელიგიური წრეების მხარდაჭერა მოუტანა. თუმცა, მისი ყველა წინასწარმეტყველება არ გამართლდა.მაგალითად:მან შეცდომით იწინასწარმეტყველა სსრკ-ს გამარჯვება მთვარეზე კაცის გაგზავნაში.მისი თქმით, მესამე მსოფლიო ომი 1958 წელს დაიწყებოდა.რომ კიბოს სამკურნალო საშუალება 1967 წელს მოიძებნებოდა.იწინასწარმეტყველა მეორე ჰოლოკოსტი 1980-იან წლებში.

მიხეილ სარჯველაძე – „მეგობარი აქტი“ არ არის მეგობრული და არც ორიენტირებული, რამენაირად დაეხმაროს, ან საქართველოს, ან აშშ-ის ინტერესებს, ერთადერთი შეიძლება, ხელს აძლევდეს ოპოზიციას

„მეგობარი აქტი“ არ არის მეგობრული და არც ორიენტირებული, რამენაირად დაეხმაროს, ან საქართველოს, ან ამერიკის ინტერესებს, ერთადერთი ვისთვისაც სასარგებლო შეიძლება, იყოს რაიმე ფორმით ან ქმნიდეს ასეთ შთაბეჭდილებას, ეს არის ქართული ოპოზიცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად უსამართლო, უსარგებლო აქტი.„ამ აქტს ყველაფერი შეიძლება, დაარქვა გარდა მეგობრულისა, მიუხედავად აბრევიატურის და გარკვეული რეპუტაციის შეძენის მცდელობისა, რომ პოზიტიური კონოტაცია შეიძინოს ამ ერთმნიშვნელოვნად არამეგობრულმა აქტმა. რა თქმა უნდა, ეს არ არის მეგობრული, არც ორიენტირებული, რამენაირად დაეხმაროს, ან საქართველოს, ან ამერიკის ინტერესებს. მე ვერ ვხედავ ამაში ვერც ამერიკის და ვერც საქართველოს შემთხვევაში რეალური ინტერესის დაკმაყოფილების პოტენციალს. ერთადერთი ვისთვისაც შეიძლება, სასარგებლო იყოს რაიმე ფორმით ან ქმნიდეს ასეთ შთაბეჭდილებას, ეს არის ქართული ოპოზიცია. ამ აქტს მეტი ფუნქცია არ აქვს.სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც გარკვეული ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟების შედეგად ყალიბდება ხოლმე არასწორი შეხედულებები გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებით, გარკვეულ სტრუქტურებთან მიმართებაში, რასაც შეუძლია, სერიოზულად შეუშალოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი ადამიანია მონდომებული, საკუთარ მოვალეობად მიაჩნია, რაც შეიძლება მეტად დააზიანოს საქართველოს ინტერესი, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა. ეს იმისთვის, რომ რომელიმე, ამ შემთხვევაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ვიწრო პარტიული ინტერესი იქნას დაკმაყოფილებული. ვფიქრობ, არცთუ ისე შორს არის ის დრო, როცა ყოველგვარი ბურუსი გაიფანტება და აბსოლუტურად ყველაფერი ყველასთვის თვალსაჩინო გახდება. რა თქმა უნდა, ეს სამართლიანად ითქვა, რომ მათ შორის, უკრაინაში ომის დასრულებასა და სამშვიდობო პროცესების განვითარებასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ბევრს მოუსპობს საჭიროებას დაპირისპირებაში იყოს საქართველოსთან. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ რაიმე განგაშის და შიშის მიზეზი ობიექტურად არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, რომ ამას შეუძლია, რაიმე მძიმე შედეგები შეუძლია, მოუტანოს ქვეყანას. მეც შევუერთდები იმ ადამიანთა რიგს, რომლებიც უფრო დადებითი მოლოდინით არიან, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ეს აქტი მაინც ვერ გახდება ძალამოსილი, საკანონმდებლო აქტი, რომელსაც შეუძლია, დააზიანოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ვთვლი, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად უსამართლო, უსარგებლო აქტი, მას არ შეუძლია რაიმე სიკეთის მოტანა არც საქართველოსთვის და არც ამერიკისთვის. ერთადერთი შეიძლება, ხელს აძლევდეს საქართველოში ოპოზიციას. სამწუხაროდ, ასეთ რეალობაში ყველაფერი მაგიდაზეა, რომ დასკვნები სწორად გავაკეთოთ, ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ მაშველი რგოლის გადასაგდებად ჩვენი ქვეყნის ოპოზიციისთვის, სხვა საღი აზრი ამაში არ დევს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როდემდე შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი – სინოპტიკოსების პროგნოზი

 „მაისის თვის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით ნორმაზე, 1 გრადუსით მაღალი იქნება. დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, +17 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში, 16, 17 გრადუსი. მაღალმთიან რაიონებში, 11, 13 გრადუსი.ცალკეულ დღეებში, შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება 11, 8 გრადუსამდე. მთიან რაიონებში, +1 გრადუსამდე.8 მაისს, საკმაოდ დაბალ ტემპერატურას ველოდებით.ცალკეულ დღეებს რაც შეეხება, ტემპერატურა მოიმატებს 15 მაისის მერე და შესაძლებელია, +32 +34 გრადუსი დაფიქსირდეს. მთიან რაიონებში, +29 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოში, ნალექები, ნორმის ფარგლებში იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა, ქართლში +15 +18 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში +16 +17 გრადუსი. მთიან რაიონებში +14, +15 გრადუსი და მაღალ მთაში +10, +12 გრადუსი. რაც ნორმის ფარგლებშია.ცალკეულ დღეებში, ტემპერატურა დაიკლებს, ქართლში 7 გრადუსამდე, კახეთში +6 გრადუსამდე, ხოლო მთიან რაიონებში +3 გრადუსამდე.მაისის თვე, საკმაოდ ცვალებადია, იწყება გრილად. ასე, რომ თბილ მაისს არ ველოდებით. უარყოფითისკენ გადახრასაც არ ველოდებით. კლიმატურად, გაზაფხული წვიმიანია და, განსაკუთრებით, მაისი. ამიტომ, წვიმიანი ამინდები ხშირი იქნება.დედაქალაქს რაც შეეხება, საშუალო ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება. ცალკეულ დღეებში კი, ტემპერატურა +31 გრადუსამდეც მოიმატებს, თუმცა დასაწყისი საკმაოდ წვიმიანი იქნება, გამოიდარებს მომდევნო კვირიდან“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ხათუნა ქოქოსაძე.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“ – მიხეილ სარჯველაძე

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.„პირველადი ჯანდაცვის მაღალეფექტიანად გამართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ,ეს არის ის რგოლი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად იქნება პასუხისმგებელი სწორ ნავიგაციაზე პაციენტისა ამ დიდ ლაბირინთში, რასაც ჯანდაცვის სისტემა ჰქვია.პაციენტს ბევრი დილემის წინაშე უწევს არჩევანის გაკეთება და ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტურად ფუნქციონირება. პრევენციულ მედიცინაში განსაკუთრებული წვლილი აქვს პირველად ჯანდაცვას.პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა აუხსნას მოქალაქეს, თუ რა დადებითი მხარე აქვს ვაქცინაციას, თუ როგორი შეიძლება რთული დაავადებების პრევენცია.ეს არის პრევენციულად მართვა გარკვეული პათოლოგიების თავიდან ასარიდებლად. აქ დევს პოტენციალი იმისა, რომ მასიური გართულებული თავიდან იქნას არიდებული. ადამიანი თუ სწორედ დაგეგმავს ჰიპერტენზიის მართვას, ნაკლებია ინსულტის განვითარების რისკი, ან გულის პათოლოგიების. გამართულად პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. ძალიან მარტივი რეკომენდაციებით, შეიძლება ადამიანმა სწორად დაგეგმოს ეს ყოველივე.საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით გაკეთდა გარკვეული გათვლები და დადგინდა, რომ მაგ: 0-5 წლამდე ბავშვისთვის, ან ასაკიანი პაციენტისთვის სხვა ინტენსივობის მართვა და სამკურნალო რჩევების მიცემაა აუცილებელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზოგადად იზრდება დაფინანსების მოცულობა. თუ ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში, შეიძლება დღევანდელ მოცულობასთან შედარებით ნაკლების გადახდა ხორციელდებოდეს, ძირითადად ჯამში მთლიანად რიცხვი იზრდება და პირველად ჯანდაცვაში კონკრეტული პაციენტების მომსახურებისთვის თითქმის გაორმაგებული იქნება ღირებულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური განაცხადია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.ამის სანაცვლოდ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს ყოფილიყო არა უბრალოდ დაფინანსების გაზრდა , არამედ ჩვენ, საპასუხოდ ოჯახის ექიმებისგან, კლინიკებისგან კონკრეტული შესრულებაც მოვითხოვოთ. ამის სტიმულირებაც მოხდება ,რომ რაც შეიძლება უკეთეს ეფექტზე იყოს ორიენტირებული და ექიმების საქმიანობა იყოს შედეგზე ორიენტირებული.პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები. ამაზე იქნება დამოკიდებული დაფინანსების მოცულობაც. აქ გვაქვს გათვალისწინებული შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებიც, რომლის შედეგადაც, რაც უფრო მეტი იქნება შესრულება, ბუნებრივია მზარდი იქნება დაფინანსებაც. ეს გვჭირდება იმისთვის რომ ამ ექიმების საქმიანობა ეფექტის მომტანი იყოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები