ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

სალომე ზურაბიშვილი – არ ვიცი, რამდენი პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ პროგრამა შეიძლება, იყოს ერთი, „ქართული ქარტია“, შესაძლოა, იყოს ახალი პარტიები, ორგანიზაციები, რომლებიც არიან თქვენთან, ქუჩაში

გეგმა არის ერთი და უალტერნატივო, ახალი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მომავალ დღეებში საზოგადოებას გააცნობს დოკუმენტს ახალი არჩევნების პირობების შესახებ.

„მჯერა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე და რა არის ეს სწორი გზა? ყველა კითხულობს, რა არის გეგმა? გეგმა არის ერთი და უალტერნატივო – ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, უფრო და უფრო მეტი ჩვენი პარტნიორები ითხოვს ახალ არჩევნებს, რადგან მსოფლიოში ყველამ ძალიან კარგად იცის, როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომ არაფერს თმობს და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს, რადგან დასათმობი არაფერი არ აქვს. ეს ღრმა კრიზისი გრძელდება არჩევნებიდან უკვე ოთხი თვეა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა მშვიდობიანი გამოსავალი არა არსებობს, თუ არა არჩევნები. კრიზისი როცაა, არჩევნები ნიშნავს, რომ შენ უბრუნდები ხალხს და ეკითხები, შენ ნება რა არის. საქართველოს ხალხის ნება არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ასე რომ, ეს არჩევნები დაინიშნება ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას.

რა უნდა იყოს გეგმა, მომზადება არჩევნების და ეს მომზადება გადის რამდენიმე საკითხზე. ერთი არის, რომ უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები და ამაზე პრაქტიკულად მზად ვართ. მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები. მეორე, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის – ეს ნიშნავს, რომ დღესვე უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი, ყველას გასაკეთებელი და დღეს უნდა დავიწყოთ. მესამე, ამაზე ვმუშაობ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი ყველაზე სანდო პარტნიორებისგან ყველანაირი დახმარება, რათა გაყალბების ის ფორმები, რაც გამოიყენეს ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ტექნოლოგიურ არჩევნებს და ეს ეხება ბევრ რამეს. დღეს ჩვენი ძალიან ბევრი პარტნიორი სწორედაც მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამეთუ მათ გაიგეს კარგად, რომ არჩევნების მანიპულაცია და გაყალბება გახდა რუსეთის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან, მაგრამ შეეხება სხვა ევროპულ ქვეყნებს ხვალ და ზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია. ამისთვის ყველამ უნდა შეისწავლოს, რაც აქ მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ. ეს არის ჩვენი ასევე ერთად გასაკეთებელი. კიდევ, რა უნდა გავაკეთოთ და ამაში ასევე ვარ ჩართული, რომ შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის, ეს არის ერთის მხრივ, პოლიტიკური პარტიები, მეორე მხრივ, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური პარტიები. ეს არის ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს არიან თქვენთან, არიან ქუჩაში“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებზე მხოლოდ ერთი პროგრამა უნდა იყოს და ეს არის „ქართული ქარტია“.

„მე ვარ პირდაპირ უშუალოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მეტი კოორდინაცია იყოს, რათა კიდევ უფრო ეფექტური იყოს არა მხოლოდ პროტესტი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც გადადის გაზაფხულის ფაზაში. ასევე კითხულობთ ხშირად, რა არის საარჩევნო პროგრამა. მე არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას შემდგომ არჩევნებში და ყველას, ყველა პროევროპულ პარტიას ვუსურვებ დიდ წარმატებას, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ პროგრამა შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი. ეს არის „ქართული ქარტია“, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონები უნდა იყოს გაუქმებული, უნდა გათავისუფლდეს ყველა პატიმარი, უნდა დავიბრუნოთ სამართლიანი სასამართლო, უნდა დავძლიოთ კორუფცია, ყველაფერი ის, რაც გასაკეთებელია პირველივე ექვს თვეში. მერე როცა დავუბრუნებთ ქვეყანას სასამართლოს, კანონმდებლობას, მერე შევძლებთ უკვე გაშლას სხვა პროგრამების. ქვეყანას როცა დავუბრუნებთ  ეკონომიკს, რომელიც დღეს არის სრულიად გაჩერებული, პარალიზებული, მაშინ შეძლებთ, სხვანაირად გადავანაწილოთ ქვეყნის რესურსები და არ იყოს ერთ კაცზე მორგებული, რომელმაც შემოიტანა ქვეყანაში ნახევარ მილიარდიანი თავის ქონება და ნახატები და სხვა, ისე რომ, არცერთი ცენტი საქართვეოს ბიუჯეტში არ გადაუხდია. ამას ვერცეთი თქვენგანი ვერ გააკეთებდით, რადგან კანონმდებლობა გაიძულებთ, რომ ასეთივე შემოტანაზე, რაც არ უნდა იყოს თანხა ნახატების თუ სხვა ქონების,  გადაიხადოთ 20 პროცენტი. ეს არის ქვეყანა, რომელიც მიტაცებული არის ერთი ოლიგარქის მიერ, მიტაცებულია რუსული მმართველი რეჟმის მიერ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდიდან ვიწყებთ ეფრემ ასურის ძლიერი ლოცვის კითხვას

მართლმადიდებლები და მორწმუნენი, ეფრემ ასურის ლოცვის იგივე სინანულის კანონის კითხვას ორშაბათიდან იწყებენ. ეს ლოცვა დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინა ლოცვების შემდეგ იკითხება. ლოცვის კითხვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოდან ვიწყებთ და ვკითხულობთ პარასკევის დილის ჩათვლით, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან ისევ ვაგრძელებთ და მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვკითხულობთ ვნების კვირის ოთხშაბათის დილის ჩათვლით. ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევს საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე. ლოცვა ეფრემ ასურისა უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია). ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია). ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია). ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ). უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე. ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა. ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია). *** ამ ლოცვით მორწმუნეები გამოხატავენ უფლისადმი ვედრებას, რომ თავისი თავის განკურნება და სწორ გზაზე დაყენება შეუძლია არა ადამიანს, არამედ უფალს. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი თავის იმედად არის, ის ცოდვის მიერ ძლეული  იქნება. პირველ რიგში, საკუთარი შეცდომების აღიარება უნდა ვისწავლოთ, როგორც ამას თვითონ წმინდანი გვასწავლის. ჩვენ ამ ლოცვით უფალს ვთხოვთ, რათა მან არ დაუშვას ჩვენს ცხოვრებაში მიდრეკა სხვადასხვა ცოდვებისკენ, როგორებიც ამ ლოცვაშია მოყვანილი: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის მოყვარეობა და ცუდად მეტყველობა. და ამათ წილ მოგვცეს: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, რომელთა აღსრულებაც არის  ცხონებისაკენ მიმავალი გზა.

თოვის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

თვითმფრინავში ერთმანეთის გვერდით მოხვდნენ, მსგავსი გარეგნობა, ერთნაირი სახელი და გვარი – ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

იშვიათი მოვლენა მოხდა ლონდონიდან ბანგკოკში ფრენის დროს, სადაც „კლონირებული“ მგზავრები ისხდნენ ერთმანეთის გვერდით და აღმოაჩინეს თითქმის წარმოუდგენელი დამთხვევების სერია, რომელმაც უკიდურესობამდე მიაღწია. ამ ისტორიის მთავარი გმირი არის მარკ გარლანდი კვადრატში. რეალურად ორი მთავარი გმირია და ორივეს მარკ გარლანდი ჰქვია. როგორც მედია იტყობინება, თვითმფრინავში ასვლამდე შემოწმების დროს მოხდა გაუგებრობა, როდესაც ოპერატორებმა ჰკითხეს ერთ-ერთს, მარკ გარლანდს, რატომ გადიოდა განმეორებით რეგიოსტრაციას. კაცმა უპასუხა, რომ ის პირველად დარეგისტრირდა და ოპერატორებმა, უფრო საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ, აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში ბორტზე ორი მარკ გარლანდი იყო. ჯერჯერობით უცნაური არაფერია, ეს იყო სახელისა და გვარის დამთხვევა თვითმფრინავის ბორტზე, რაც ხშირად შეიძლება მოხდეს. თუმცა, ბედმა მათ სასაცილო ხუმრობა მოუმზადა, რადგან ორი მარკ გარლანდი ერთმანეთის გვერდით მოხვდა. ორივემ აღმოაჩინა, რომ არა მხოლოდ ერთი და იგივე სახელი და გვარი ჰქონდათ, არამედ, როცა ერთმანეთს  აკვირდებოდნენ, ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს სარკეში იყურებოდნენ, რადგან წარმოუდგენლად მსგავსი სახის ნაკვთები ჰქონდათ, დაწყებული „მელოტი თავით“. მათ გვერდიგვერდ იმოგზაურეს 11 საათის განმავლობაში და აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთისგან სულ რაღაც 15 წუთის მანძილზე ცხოვრობდნენ და რამდენჯერმე გადაიკვეთა მათი გზები. ორი მარკიდან ერთი ფაქტობრივად არის ავტობუსის მძღოლი, რომლითაც მეორე მარკი ხშირად მგზავრობს. თითქოს ეს არ იყო საკმარისი, მათ აღმოაჩინეს, რომ ორივეს ოთხი შვილი ჰყავდა. მოგზაურობის დასასრულს, ორი მარკი მართლაც განუყოფელი გახდა იმ დონემდე, რომ უმცროსმა თქვა, რომ მოგზაურობის დროს მარკს თავი მის მხარზე ედო. - წერს უცხოური მედია

Financial Times – უკრაინამ და აშშ-მა მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს

უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიაღწიეს შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების შეთანხმების პირობებზე. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს. როგორც მედია წერს, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, კიევი დათანხმდა ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივი განვითარების შესახებ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა მოთხოვნაზე აშშ-ს 500 მილიარდი დოლარის პოტენციური შემოსავალი მიეღო. მედიის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომლისთვისაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50 პროცენტს გამოყოფს. ფონდი გამოყენებული იქნება უკრაინის ფარგლებში პროექტებში ინვესტიციებისთვის. The Financial Times-ის ცნობით, ფონდის საქმიანობა არ ვრცელდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე შეტანილ რესურსებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებლების "ნაფტგაზისა" და "უკრნაფტას" ოპერაციებზე.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება გაფორმდეს, ტრამპი ელოდება, რომ ზელენსკი ამას ხელს მოაწერს – თეთრი სახლის პრესმდივანი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევას „კრიტიკულად მნიშვნელოვნად“ მიიჩნევს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებს განუცხადა. თეთრი სახლის პრესმდივანმა არ უპასუხა კითხვას, როდის აპირებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ვიზიტს, თუმცა მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, მიმდინარე ან მომდევნო კვირაში მოხდეს. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს შეთანხმება გაფორმდეს. დონალდ ტრამპი ელოდება, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ხელს მოაწერს შეთანხმებას. ეს არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულის დაბრუნება, რომელიც უკრაინის ეროვნული თავდაცვის დაფინანსებას ხმარდებოდა. ეს ასევე კარგია უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც ამ ომის გამო ჯოჯოხეთში გაატარეს. ეს შექმნის გრძელვადიან ეკონომიკურ პარტნიორობას, რადგან უკრაინას დასჭირდება ქვეყნის ხელახლა აშენება ამ სასტიკი ომის გამო“, – განაცხადა ლივიტმა.

ბოლო სიახლეები