არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, უფრო პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ აშშ-ს წააგავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის დემონსტრირება „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. უფრო წააგავს პუტინის რუსეთის შემდეგ მყოფ ამერიკას, იმ დროს, როდესაც, ყველას სჭირდება ძლიერი ამერიკა, ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, ამ უკანასკნელის გამოჩენას ვხედავთ ბოლოსდაბოლოს“, – წერს ზურაბიშვილი.