კვირა, მაისი 25, 2025

სალომე ზურაბიშვილი – არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი სააკაშვილის შეწყალებაზე, მაგრამ ადამიანურად ძალიან მეცოდება, დღეს მისი გამოშვების საკითხი მთლიანად მიბმულია ამ რეჟიმის შეცვლასთან

მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვების საკითხი დღეს მთლიანად მიბმულია ამ რეჟიმის შეცვლასთან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – რატომ არ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილი და ნანობს თუ არა დღეს ამას, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ ნანობს, რადგან შეწყალებას შედეგი არ ექნებოდა.

„ნანობს ვერ იქნება, რადგან ამას შედეგი არ ექნებოდა. ეს კარგად უნდა გაიგოს ყველამ, სამართლებრივი კონტექსტი ისე იყო შექმნილი, რომ შეწყალება-არშეწყალება არაფერს შეცვლიდა. მეორე, მესამე საქმე იყო და გააგრძელებდნენ. არ გამოვიდოდა, არცერთი დღით  ციხიდან. მეორეა, ჩემი მორალური გადაწყვეტილება, რაზეც არ ვარ ვალდებული, რომ ახსნა-განმარტება გავაკეთო, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ნახევარი ქვეყანა, ჩემი მორალურიო პოზიციიდან მისაღებია. მესამე, დღეს მე არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი, მაგრამ დღეს ძალიან მეცოდება, რადგან ეს გაუგებარი სიტუაციაა, რაც ხდება. ადამიანურად ადრეც მეცოდებოდა და ვცდილობდი, ვიდრე მქონდა რაღაც ურთიერთობა არსებულ მთავრობასთან, დამერწმუნებინა ისინი, რომ როგორც პრეზიდენტს, სხვანაირად მოქცეოდნენ და სამაჯურით გაეყვანათ გარეთ, როგორც ხდება დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყნებში და არა ამ პროცესით. დღევანდელ დღეს მე არანაირი კავშირი და საუბარი არ მაქვს. ისიც უნდა ითქვას და გაიგონ, ვინც იცავენ სააკაშვილს, დღეს მისი გამოშვების საკითხი არის მთლიანად მიბმული ამ რეჟიმის შეცვლასთან. ყველაფერი, რაც კეთდება და აპირისპირებს ადამიანებს ოპოზიციაში, რაც ქმნის ისეთ საკითხებს, რაც ყველასთვის არ არის მისაღები, ასუსტებს ოპოზიციას, მთლიანად მუხტს, რომელიც ყველას გვინდა, რომ იყოს ერთიანი. უფრო გვაშორებს ერთიანი მიზნისგან, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს და სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის თასის გამარჯვებულია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალში „რეიმსი“ 3:0 დაამარცხა და სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა.საქართველოს ნაკრების ლიდერი თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობაში იყო და გუნდთან ერთად წინასამატჩო მოთელვაშიც მონაწილეობდა, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თავის ტკივილი იგრძნო. კლუბის ხელმძღვანელობამ აღარ გარისკა და კვარაცხელიას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ბრედლი ბარკოლა შეიყვანა.შეხვედრა პარიზელთა უპირატესობით წარიმართა, ბრედლი ბარკოლას დუბლითა და ჰაკიმის გოლით პსჟ პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდა, მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონობის შემდეგ, საფრანგეთის თასიც მოიპოვა.„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 31 მაისს გამართავს – ლუის ენრიკეს გუნდი მიუნხენის „ალიანც არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.პარიზელთა მოგებით გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ საქმეც გააკეთა – მომავალ სეზონში ლიონელები კონფერენს ლიგის ნაცვლად, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.

ჩინეთში მოულოდნელად ქართველი ჟურნალისტი ავთო ოთინაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსდეის“ დამფუძნებელი ავთანდილ ოთინაშვილი.გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.მათი ცნობით, ავთანდილ ოთინაშვილი იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა.საზოგადოებრივი მაუწყებელი მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და სააგენტოს თანამშრომლებს.

ვინ არიან ფეხბურთელი, რომლებიც არბიტრმა „დინამო თბილისისა“ და „ტორპედოს“ მატჩის შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო წითელი ბარათით დასაჯა

„დინამო თბილისისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩი შემდეგ ფეხბურთელებს შორის ჩხუბი მოხდა – შეხვედრის არბიტრმა, გიორგი ყრუაშვილმა ცხრა ფეხბურთელი წითელი ბარათით დასაჯა.დაძაბული მატჩის მიუხედავად, შეხვედრის მთავარ არბიტრს თამაშის დროს წითელი ბარათი არ გამოუყენებია, მაგრამ მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ჩხუბის გამო მსაჯმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო.ყრუაშვილმა „დინამო თბილისის“ მხრიდან ხუთი ფეხბურთელი დასაჯა – თორნიკე მორჩილაძე, საბა ხვადაგიანი, თემურ ოდიკაძე, ცოტნე ბერელიძე და მიხეილ მაქაცარია, ხოლო „ტორპედოდან“ წითელი ბარათები ლეგიონერებმა – ფელიპე პირესმა, ერიკ პიმენტელმა, ჟოუ კამარგომ და კისლე ზიტამ მიიღეს.

რა მდგობარეობაა პაკისტანში სადაც ქვიშის ქარიშხალს ებრძვიან

პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში ქვიშის ქარიშხალს რვა ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის რეგიონის კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს.ქვიშის ქარიშხალსა და შემდგომ ძლიერ წვიმას წინ უძღოდა რეგიონში ჰაერის მაღალი ტემპერატურა, რომელიც პაკისტანის ზოგიერთ ნაწილში მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იყო.სტიქიის შედეგად დაინგრა და დაზიანდა რამდენიმე სახლი. პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში ქალაქ ლაჰორში ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა მზის ენერგიის პანელები.პაკისტანის მეტეოროლოგიურმა დეპარტამენტმა მოსალოდნელი ქვიშის ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის შესახებ მოსახლეობა ცოტა ხნით ადრე გააფრთხილა.

საქმე გახსნილია! – ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს- ცნობილია დაკავებულის ვინაობა

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.ინფორმაციას ამის შესახებ მოკლული კაცის ოჯახის ინტერესების დამცველი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.„ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე სულ ახლახანს დააკავეს ს. წივწივაძე.დადასტურდა, რომ ს. წივწივაძე ფლობდა წარსულში იმ იარაღს, რომლითაც მოკლეს ლევან ჯანგველაძე. ანუ დადასტურდა ის, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით!ახლა გამოსაძიებელია, თუ ვის მფლობელობაში გადავიდა ს. წივწივაძის იარაღი და როგორ აღმოჩნდა ის მკვლელის ხელში!!!“, - წერს ადვოკატი.

ბოლო სიახლეები