შაბათი, ოქტომბერი 3, 2026

საკურთხეველთან მიტოვებული პატარძალი, გრანდიოზული ქორწილი ჩაიშალა

რომანტიკული ურთიერთობა და 12 ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ქორწილი მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ პატარძალს ქორწილის დღეს ჩაეძინა. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

პატარაძლის ძილით არა მხოლოდ ქორწილი ჩაიშალა, არამედ საქმრომ ის მიატოვა. 40 წლის ნიკოლა ტოუჰი და 38 წლის დარენ ფერნი ქორწილს 17 თვის განმავლობაში გეგმავდნენ. ამაში ნიკოლას მისი სამი შვილიც – 20 წლის ალექსანდრე, 8 წლის იზაბელა და 7 წლის მაქსი ეხმარებოდნენ.

ქორწილამდე ერთი დღით ადრე ნიკოლამ და დარენმა რეპეტიციაც კი გაიარეს. როგორც ნიკოლა ამბობს, მას ღამე მაღვიძარას დაყენება დაავიწყდა, რათა დილით თმის სტილისტთან დროულად მისულიყო. თუმცა მხოლოდ მაღვიძარას ბრალიც არ იყო. ნიკოლას თქმით, ქორწილის დღეს ვიზაჟისტმაც დაიგვიანა და რაც ყველაზე მთავარია, მის ქალიშვილს ტაქსში საქორწილო კაბა დარჩა. კაბის ამბის გამო ნიკოლმა ბევრი იტირა, რის გამოც მაკიაჟის ხელახლა გაკეთება მოუხდა.

ამ ყველაფრის პარალელურად კი ეკლესიაში საკურთხეველთან მისი საქმრო იცდიდა, თუმცა როცა თვითონ მივიდა ის იქ აღარ დახვდა.

როგორც თავად ამბობს, საბოლოოდ დარენს შეურიგდა, თუმცა მათ შორის იმდენად დიდი იმედგაცრუება იყო, რომ მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია

ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 93,80 ქულა, თავისუფალ პროგრამაში კი 168,85 დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში მან 262,65 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პატარა ევა ბუთიაშვილი სელინ დიონის ვიდეოში გამოჩნდა – მსოფლიო ვარსკვლავმა ქართველი გოგონას კადრები გააზიარა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრები პატარა ევა ბუთიაშვილი, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა ვირუსული, ამჯერად სელინ დიონის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.მსოფლიო ვარსკვლავმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა სახალისო კადრთან ერთად ევას ცნობილი ვიდეოც მოხვდა. კადრებში პატარა გოგონა ბაბუასთან ერთად ცეკვავს და პოზირებს, სელინ დიონი კი მის მოძრაობებს აჰყვა და მასთან ერთად ცეკვავს.„ძალიან მიყვარხართ!“ - ისმის ვიდეოში ევას შეძახილი.სელინ დიონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ევას დედამაც გააზიარა საკუთარ Story-ში.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახეთში მცხოვრები პატარა გოგონას ვიდეო უცხოელი ვარსკვლავის ყურადღებას იქცევს. ცოტა ხნის წინ, იგივე კადრები ცნობილმა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმაც გააზიარა.„ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“, - დაწერა მსახიობმა ევას ვიდეოზე.პატარა ევა ბუთიაშვილი სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს - მის ვიდეოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ეხმაურება.

„ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში“ – ხვიჩა კვარაცხელია უნგრეთთან დაპირისპირებაზე

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველ ოქტომბერს ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ "პუშკაშ არენაზე" გამართა.შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ."სასიამოვნოა აქ დაბრუნება, იმიტომ, რომ კარგად მახსენდება ეს სტადიონი. რთულ გარემოს ველოდებით, ვიცით, რამდენად კარგი გულშემატკივრობა იციან უნგრეთში. ჯგუფში თითქმის თითოეულ გუნდს აქვს შანსი, რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მეორეზე. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ მოედანზე და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა," - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ბათუმის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 745 გრამი) აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 128 142 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

გიორგი კახიანი – ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო, დაახლოებით ასეა ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ

ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო. დაახლოებით ასე არის ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც IRI-ს კვლევის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.მისივე თქმით, ოპოზიციის რეიტინგი თითქმის განულებულია მათი მავნებლური საქმიანობიდან გამომდინარე.„ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო. დაახლოებით ასე არის ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ, ამ ყველაფერს უმალავენ საზოგადოებას. ფაქტია, რომ კვლევა ჩატარებულია ცოტახნის წინ, ეს კვლევა ფაქტია ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არსებობს დღეს პოლიტიკურ ველზე.კვლევაში ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 14 წლიანი მმართველობა აქვს „ქართულ ოცნებას“, ბუნებრივია ხელისუფლებისადმი ნდობა შემცირდეს, მაგრამ პირიქით, ხდება, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ და კიდევ უფრო იზრდება. ამას მარტივი ახსნა აქვს, ამ ურთულეს პერიოდში ემხრობა და საზოგადოება მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ვხედავთ ოპოზიციის რეიტინგი თითქმის განულებულია, ესეც მათი მავნებელი საქმიანობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კახიანმა.

ბოლო სიახლეები