სამშაბათი, ივნისი 24, 2025

საკანონმდებლო ცვლილებებით, სასამართლო აქტები ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, სასამართლო აქტები საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის მხოლოდ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

„არავის აქვს უფლება, ამ აქტის ტექსტი საჯაროდ გამოაქვეყნოს მისი დეპერსონალიზაციის გარეშე. ამასთანავე, აღნიშნული სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის სრული დეპერსონალიზაცია: ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები; ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები; გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო“, – ნათქვამია კანონპროექტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გვარაკიძე – საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

საჯარო და კერძო სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა ცალკე პრიორიტეტად მინდა გამოვყო, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.„ვფიქრობ, გასაზრდელია პროკურატურის საგამოძიებო მიმართულების ანტიკორუფციული ღონისძიებების შედეგიანობა, მათ შორის ყურადღება უნდა გამახვილდეს სახელმწიფო პროგრამული დაფინანსების ხარჯვის მართლზომიერების საკითხებზე და სახელმწიფო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე“, – აღნიშნა გიორგი გვარაკიძემგენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, გასაძლიერებელია სამოხელეო და კორუფციულ დანაშაულებზე პარალელური ფინანსური გამოძიების არსებული პრაქტიკა, მაღალი რისკების სფეროების იდენტიფიცირების და დაუსაბუთებელი ქონების ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მაჩვენებელი.როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, დანაშაულში თანამონაწილეთა იდენტიფიცირების, სამართალწარმოების დაჩქარებისა და ქონების ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, დანაშაულში ჩართული და მოთანამშრომლე პირების მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საპროცესო შეთანხმების გზით სამართლებრივი შეღავათების გავრცელების პრაქტიკა.საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.გიორგი გვარაკიძის გამოსვლას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. 

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის რიგით მე-100 გოლის ავტორი გახდა

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ ჟერმენმა“ „სიეტლ სონდერსი“ 2:0 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა. ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საკლუბო მუნდიალზე გოლის გატანა მოახერხა. ტურნირზე კი პირველად „მილანის“ ფორმით კახა კალაძემ ითამაშა (2007 წელს) და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.ორი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ფრანგული გუნდი, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად, ჯგუფში მეორე-მესამე ადგილს იყოფდა და პლეი იფში გასასვლელად მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, გოლის გატანაც სცადა, მაგრამ „სიეტლ  სონდერსის“ მცველები საიმედოდ თამაშობდნენ და პარიზელების შეტევებს იგერიებდნენ.თუმცა ხვიჩამ 35-ე წუთზე მაინც შეძლო ანგარიშის გახსნა და ეს კურიოზულ ვითარებაში მოახერხა – კუთხურის შემდეგ ვიტინიამ კარისკენ დაარტყა, ბურთი ხვიჩას ზურგზე მოხვდა და მეტოქის კარში შევარდა.64-ე წუთზე ლუის ენრიკემ კვარაცხელია ბრედლი ბარკოლათი შეცვალა, სამ წუთში კი აშრაფ ჰაკიმიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოოდ პარიზელებმა 2:0 მოიგეს.ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბოტაფოგო“ 1:0 დაამარცხა. შედეგად, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში ითამაშებს.

სალომე ზურაბიშვილი საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი იწყება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენი დღეს, 24 ივნისს გამოცხადდება.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.გიორგი ვაშაძე სასამართლო სხდომაზე მისვლას არ აპირებს, ის განაჩენის გამოცხადებას პარტიის ოფისში დაელოდება.ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ჯეი დი ვენსი-ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აღარ შეუძლია, მაგრამ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში კვლავ მოუწევს ამერიკელ სამხედროებთან შეჯახება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში კვლავ მოუწევს ამერიკელ სამხედროებთან შეჯახება. ამის შესახებ ვენსმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული პროგრამა, ჩვენ იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი არ ცდილობენ ამ პროგრამის აღდგენას“, – თქვა ვენსმა.მისი თქმით, ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვულ იარაღთან, თუმცა ჟურნალისტის კითხვას, თუ სად მდებარეობს ირანის გამდიდრებული ურანი, ვენსმა თავი აარიდა. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ურანის ადგილმდებარეობა არ არის მნიშვნელოვანი კითხვა.„მიზანი იყო ურანის გამდიდრების და მათი უნარის აღმოფხვრა, ეს გამდიდრებული ურანი ბირთვულ იარაღად გადაეკეთებინათ. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი პუნქტია“, – თქვა ვენსმა.

მონსტრი სათამაშო-რას ნიშნავს Labubu და როგორ მიიპყრო მან მსოფლიოს ყურადღება

Labubu-ს თოჯინების ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა, ალბათ, თქვენამდეც მოაღწია… ამიტომ, ახლა ერთად გავიგოთ, რა არის და რატომ ატყდა ამხელა ამბავი.ჩინური სათამაშოების მწარმოებელი Pop Mart-ის ელფის მსგავსი არსება, რომელიც მონსტრად დაიბადა, ვირუსული მარკეტინგის მთავარი სამიზნე გახდა და არც ცნობილი ადამიანებისგან აკლია ყურადღება, იქნება ეს რიანა, დუა ლიპა, კიმ კარდაშიანი თუ სხვა. თოჯინას შესაძენად ადამიანები გრძელ რიგებში საათობით დგებიან… შედეგად კი, პოპმარტის შემოსავალი თითქმის სამჯერ გაზარდა და, თუ არსებულ ვარაუდებს დავუჯერებთ, ჩინეთის რბილი ძალის მდგომარეობაც კი გააუმჯობესა ლაბუბუთი შეპყრობილობამ. როგორ მოვედით აქამდე? სანამ ამას გავიგებთ, მოდით, ჯერ მთავარ კითხვას ვუპასუხოთ:მაინც, რა არის Labubu?ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს და დიდად ვერც გაურკვევიათ, რატომ ატყდა ამხელა ამბავი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პერსონაჟის შესახებ… სინამდვილეში Labubu წარმოსახვითი პერსონაჟიც გახლავთ და ბრენდიც, თუმცა თავად სიტყვა არაფერს ნიშნავს. უბრალოდ The Monsters-ის სათამაშოების სერიების ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია, რომელიც, თავის მხრივ, კასინგ ლანგმა შექმნა ჰონკონგიდან.აღსანიშნავია, რომ Labubu-ს თოჯინები The Monsters-ის რამდენიმე სერიაში გვხვდება, მათ შორის Big into Energy, Have a Seat, Exciting Macaron და Fall in Wild.როგორ მიიპყრო Labubu-მ მსოფლიოს ყურადღება?სანამ მსოფლიო ლაბუბუს აღმოაჩენდა, მისი სახელი ჩინეთში საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა. ეს ამბავი კი Covid19-ის შემდეგ მოხდა - „პანდემიის დასრულების შემდეგ ბევრ ადამიანს ჩინეთში ემოციურად თავის დაღწევა სურდა… Labubu ძალიან შარმიანი, მაგრამ, ამასთან ქაოსური პერსონაჟი იყო, რომელიც სწორედ ამ ანტიპერფექციონიზმს გადმოსცემდა“.ლაბუბუს პოპულარობამ ზრდა 2024 წლის აპრილში დაიწყო, როცა ტაილანდელი K-pop-ის სუპერ ვარსკვლავი Lisa ინსტაგრამზე ლაბუბუს თოჯინებით აზიარებდა ფოტოებს. ამას მოჰყვა სხვა სელებრითებიც და ასე ლაბუბუ საერთაშორისო ფენომენად ჩამოყალიბდა. ბეკჰემიც კი ლაბუბუს ჩუქნის თავის გოგონას…რა დგას Labubu-ს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მიღმა?გულწრფელები რომ ვიყოთ, არავინ იცის. სხვა ვირუსული ტრენდების მსგავსად, ამის ახსნაც რთულია, მაგრამ პასუხები სწორ დროსა და გემოვნებაში უნდა ვეძებოთ. ამბობენ, რომ ლაბუბუ ჩინურ შემოქმედებითობას გვაზიარებს, ხარისხსა და კულტურას იმ ენაზე, რომელიც მსოფლიოსთვის გასაგებია.

ბოლო სიახლეები