საერთაშორისო ოლიპიურმა კომიტეტმა დაასახელა შვიდი ქალაქი, რომლებიც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის პრეტენდენტები არიან. ესენი არიან გრაცი (ავსტრია), კორტინა დამპეცო, მილანი და ტურინი (იტალია), კალგარი (კანადა), ერზრუმი (თურქეთი), სიონი (შვეიცარია), სტოკჰოლმი (შვედეთი) და საპირო (იაპონია). ინფორმაცია ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
2026 წლის თამაშების მასპინძელ ქალაქს საბოლოოდ 2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე აირჩევენ.