ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2026 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის პრეტენდენტები დაასახელა

2026 წლის თამაშების მასპინძელ ქალაქს საბოლოოდ 2019 წლის სექტემბერში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე აირჩევენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე პატრიარქი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობის დღესასწაულს აღნიშნავს.21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ეკლესიებში საზეიმო წირვა ჩატარდება.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს ბათუმის საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

იტალიის სკოლებში ბურქასა და ნიქაბის ტარების აკრძალვა და უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვა იგეგმება

იტალია სკოლებში სახის დამფარავი სამოსის ტარების აკრძალვასა და კლასებში უცხოელი მოსწავლეების რაოდენობის შეზღუდვას გეგმავს,- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა."მალე მინისტრთა კაბინეტს წარედგინება ზომა, რომელიც ლეგალურად განსაზღვრავს კლასში უცხოელი სტუდენტების მაქსიმალურ რაოდენობას. ის ასევე მოითხოვს, რომ იმ უცხოელი სტუდენტების მშობლებმა, რომლებსაც სერიოზული სირთულეები აქვთ სასკოლო სისტემაში ინტეგრაციის კუთხით, იტალიური ენა ისწავლონ და კრძალავს სკოლებში ბურქასა და ნიქაბს“, - განაცხადა მელონიმ თავისი პარტიის “იტალიის ძმების” ახალგაზრდული ფრთის ყოველწლიურ შეკრებაზე.მისი თქმით, თუ კლასში მხოლოდ ერთი ბავშვია, რომელმაც იტალიური არ იცის, ის შეძლებს ენის შესწავლას და სწრაფ ინტეგრაციას თანაკლასელებისა და მასწავლებლების დახმარებით. თუმცა, თუ იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ენა არ ესმით, დიდია, ან თუნდაც უმრავლესობას შეადგენს - “ეს უკვე აღარ არის ინტეგრაცია; ეს დაუდევრობაა“.მელონის არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება უცხოელი მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა კლასში. ამასან, მისი თქმით, ახალგაზრდა ქალები სკოლაში სახის დაუფარავად უნდა დადიოდნენ.„სკოლაში სახის დაუფარავად უნდა იაროთ; იტალიაში კი ვერავინ, რაიმე რეალური თუ შესაძლო ტრადიციის სახელით, ვერ გადაწყვეტს, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დამალოს“, - განაცხადა მელონიმ.ცნობისთვის, კვლევითი ორგანიზაცია Fondazione ISMU-ს მონაცემებით, მოსწავლეები, რომლებიც იტალიის მოქალაქეები არ არიან, იტალიურ სკოლებში ჩარიცხულთა 11.6%-ს შეადგენენ.

21 სექტემბერი ღვთისმშობლობაა – პატრიარქის კურთხევით, ამ ლოცვას ვკითხულობთ…

დღეს, 21 სექტემბერს, მართლმადიდებლური სამყარო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს, ღვთისმშობლობას ზეიმობს;ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელმაც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა "მაყვალს შეუწველს", რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.გავიხსენოთ შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი;მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.წმინდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. ანას უშვილობა წამოაყვედრა მისმა მხევალმაც: „უფალმა ღმერთმა დაგიხშო საშო და არ მოგმადლა ნაყოფი ისრაელიანთა შორისო“.მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.იოაკიმემ მწყემსები მოიხმო და შესაწირავი მსხვერპლის გამზადება უბრძანა. ანა მას სახლში ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსებთან ერთად მომავალი მეუღლე, წინ მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო.მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს აღარ დაადგმევინებდა.როცა მარიამი ერთი წლისა გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, შინ მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულნი. „ისმინე, ისმინე ისრაელის თორმეტო ტომო, ძუძუს აწოვებს ანა“, - სიხარულით გალობდა წმინდა ანა.როცა მარიამი სამი წლისა გახდა, მშობლებმა, მიცემული აღთქმისაებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე, მღვდელმთავარმა მარიამი საკურთხეველში შეიყვანა და ასე აკურთხა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა სახელი შენი. უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა შვილნი ისრაელისა“.ცხოვრობდა ტაძარში ქალწული და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, იოსებს არ ჩააბარეს.შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ "მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია.როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუთქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს. პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 21 სექტემბერს 12 საათზე ყველა ქართველმა უნდა აანთოს სანთელი და სამჯერ წარმოთქვას ეს ლოცვა:"მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ. არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ."ყოვლაწმიდა ღვთისმშობლის მფარველობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანას, ოჯახებს, ამინ.

“მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს”

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის, მაგრამ არსებობს თვითონ მიხეილ სააკაშვილი, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარტია „თავისუფალი ხალხის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციაზე საუბრისას.მისივე თქმით, დანარჩენებს ყველას ეტყობა, რომ გვარამიას ხათრი აქვთ. „ნაცი“ თავის თავში იმას გულისხმობს, რომ გვარამიას ხათრი არ უნდა ჰქონდეს. რაც წაგართვა გვარამიამ, უნდა დაიბრუნო.„გვარამიასთან დაპირისპირების „გაგდებით“, ჩემზე უკეთესი სივი ძალიან ცოტა ადამიანს ექნება. უბრალოდ გვარამიას მისცეს 40 მილიონი, რომ „ნაცებისთვის“ წაერთმია ხმები, გაელანძღა ყველა და ყველაფერი და დამჯდარიყო რადიკალურ ოპოზიციურ ხმებზე, რომელზეც მიშა ზის. დღეს ეს ყველაფერი გაიშიფრა, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, უბრალოდ ჯერჯერობით არ უნდათ აღიარება და მე კიდევ მინდა, რომ შემდეგ არჩევნებამდე ეს საკითხი არ მივიდეს გაურჩეველი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მედია – ეგზიტპოლის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49,4%-ს მიიღებს, მეორე ადგილზე კი 14,2% -ით კომუნისტური პარტიაა”

რუსეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, შედეგების შესახებ პირველადი მონაცემები ვრცელდება. რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ეგზიტპოლის მონაცემებით, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერილი მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ ხმების 49,4%-ს მიიღებს. როგორც დასავლური მედია წერს, ეს მაჩვენებელი ოდნავ ჩამორჩება „ერთიანი რუსეთის“ მიერ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ 49,8%-ს. პროგნოზის თანახმად, მეორე ადგილს რუსეთის ფედერაციის "კომუნისტური პარტია" დაიკავებს ხმების 14,2%-ით. ამავდროულად, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.

ბოლო სიახლეები