ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025

საგურამოში კაცმა საკუთარის ნაცვლად შეცდომით სხვისი სახლი გაარემონტა

ბიოლოგს ვასო გაბუნიასა და მის ოჯახს, რომელსაც ბურიანში აქვს მიწა, ადგილზე ჩასულს ღობე, კარ-ფანჯარა, გადახურვა, მოსწორებული მიწა და კომუნიკაციები სახლამდე მიყვანილი დახვდა.

“ეს ადგილი ახალი წესით უნდა გაგვეტარებინა რეესტრში, ამიტომ ცოტა შევშინდით.
საბოლოოდ, აღმოჩნდა რომ კაცმა იყიდა მიწა პარალელურ ქუჩაზე, შეეშალათ და ჩვენი აჩვენეს” – ამბობს სახლის მეპატრონე.

საგურამაში მომხდარი ისტორია სოცქსელებში მასშტაბურად გავრცელდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – რუსეთი უკრაინას დაეხმარება, რუსეთს სურს უკრაინის წარმატება, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ პუტინი ძალიან გულუხვი იყო თავის გრძნობებში უკრაინის წარმატების მიმართ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას აღდგენის პროცესში დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„რუსეთი მათ დაეხმარება. რუსეთს სურს უკრაინის წარმატება. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ პრეზიდენტი პუტინი ძალიან გულუხვი იყო თავის გრძნობებში უკრაინის წარმატების მიმართ, მათ შორის ელექტროენერგიის და სხვა რამის მიწოდების კუთხით ძალიან დაბალ ფასებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები კარგ შემთხვევაში რამდენიმე კვირაში დასრულდება, ცუდ შემთხვევაში, უფრო დიდხანს, ხოლო თუ საქმე ძალიან ცუდად წავა, შეთანხმება საერთოდ ვერ შედგება.დონალდ ტრამპის თქმით, ის მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, თუ ეს დაეხმარება შეთანხმებას და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას.„არ მაქვს პრობლემა, რომ ეს გავაკეთო. მინდა, გარიგება დავასრულო და აუცილებელი არ იყოს წასვლა. არ ვიცი, მათ ეს დაეხმარება თუ არა. თუ ეს დაეხმარება 25 000 სიცოცხლის გადარჩენას თვეში, მე, რა თქმა უნდა, მზად ვიქნები, ეს გავაკეთო“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ამასთან, ტრამპმა ისაუბრა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი თანამშრომლობს უკრაინასთან ელექტროსადგურის გახსნაზე.„როგორც იცით, ის საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. შეიძლება, დაიწყოს მუშაობა დაუყონებლივ და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრე. პრეზიდენტი პუტინი მუშაობს უკრაინასთან მის გახსნაზე. ის შეიძლება, სწრაფად გაიხსნას. საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაც.„ვხედავ, რომ ეს მოხდება შესაბამის დროს. ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ეს მოხდეს. მან ძალიან მკაფიოდ მითხრა, მე მჯერა“, – აღნიშნა ტრამპმა.დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ძირითადი როლი ევროპას ეკისრება გეოგრაფიული სიახლოვის გამო, თუმცა შეერთებული შტატები ამას მხარს დაუჭერს.

ირაკლი კობახიძე – ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა

ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ასევე ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“  განაცხადა.როგორც მთავრობის კობახიძემ აღნიშნა, ამ ორპირი ქარის პოლიტიკამ ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე.„ეს იყო საქართველო, პირველი, 2008 წელს, ერთი მხრივ, ჩვენ არ ვიყავით დაცული, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა ხელშეკრულების მე-5 მუხლით და მეორე მხრივ, ჩვენ გვერქვა ასპირანტი ქვეყანა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, იოლი იყო პროვოკაციების დაგეგმვა და ეს ასეც მოხდა. ჯერ იყო საქართველო, სააკაშვილის  მიერ ომის დაწყება 2008 წლის აგვისტოში და შემდეგ იყო უკრაინაში „მაიდანი“, რასაც მოჰყვა ჯერ ერთი ომი 2014 წელს და შემდეგ მეორე ომი, უკვე 2022 წელს. რასაც ვფიქრობდით, ის დაადასტურეს ახლა უკვე ამერიკელებმა, ბრიტანელებმა, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას,   თან ეს იყო ჩაფიქრებული, სინამდვილეში ეს ყველაფერი ყოფილა ორმხრივი ქარის პოლიტიკა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ენით აღუწერელი ემოციაა, ვერც დაგეგმავ ასეთ რამეს, იმხელა ძალა აქვს ფეხბურთში განცდილ სიხარულს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ქართული ფეხბურთის შესახებ მომზადებულ ფილმში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თაობაზე ისაუბრა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ ენით აღუწერელი ემოცია მიანიჭა ყველას, ერი გააერთიანა და გვაჩვენა, თუ რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს.„ეს არის ენით აღუწერელი ემოცია, ეს ხომ ვიცი, როგორც ფეხბურთელმა, რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს, რომ ეს ყოველთვის შეუძლია. ჩემს კოლეგებთან ყოველთვის ამაზე მქონდა საუბარი, რომ ვერც დაგეგმავ ასეთ რამეს, იმხელა ძალა აქვს ფეხბურთში განცდილ სიხარულს. ამდენი ბედნიერი ადამიანი რა სფერომ და პროფესიამ ,შეიძლება გააერთიანოს და ასეთი დიდი სიხარული მიანიჭოს დღევანდელ ეპოქაში სახელმწიფოებს, ერს და მოქალაქეებს?! ამ ემოციაში და ეიფორიაში ვიყავი, როგორც რიგითი გულშემატკივარი სტადიონზე, თავისთავად და მერე მთელი ღამე ჩემს შვილებთან ერთად არ გავჩერებულვარ, ავტომობილით ვმოძრაობდი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო

ღვინის ეროვნული სააგენტოს 11 თვის მონაცემებით, მსოფლიოს 70 ქვეყანაში ექსპორტირებულია 245 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 82,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თანხაში – 7%-თაა შემცირებული, ხოლო რაოდენობაში – 9%.როგორც სააგენტოში საქართველოს პირველ არხს განუმარტეს, მსოფლიოს 55 ქვეყანაში ექსპორტირებულია 37,7 მლნ ლიტრი 257,5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების სპირტიანი სასმელები.ჯამურად, 11 თვეში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტით, ქვეყანაში შემოსავლის სახით მიღებულია მნიშვნელოვანი თანხა – ნახევარ მილიარდამდე (502,5 მლნ) აშშ დოლარი.

გურამ მაჭარაშვილი: 4-მა ოქტომბერმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის სურს დამხობა, რევოლუციები, რადიკალური პროცესები – გადატყდა ის იდეა, რომელსაც ჰქვია დამხობის პროცესი,...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი 4 ოქტომბრის საქმეზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას დაკავებას ეხმაურება. გურამ მაჭარაშვილის თქმით, პასუხი ყველამ უნდა აგოს.„4-მა ოქტომბერმა ერთი მხრივ აჩვენა ის, რომ საქართველოს საზოგადოებაში მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, არავის აღარ სურს არც დამხობა, რევოლუციები, რადიკალური პროცესები იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურმა წარმომადგენლებმა ნახეს, რომ მხარდაჭერა არ ჰქონდათ.მეორე მხრივ, გადატყდა ის იდეა, რომელსაც ჰქვია დამხობის პროცესი და ყველამ უნდა აგოს პასუხი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წუთების სიზუსტით გამოაცხადა ის მტკიცებულებები, სადაც 4 ოქტომბერს დამხობის პროცესს, როგორც ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში იქნება განცდა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ მიდიხარ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და მით უმეტეს დამხობის პროცესში”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

ბოლო სიახლეები