საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დასვენების დღეები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა 15 მარტს განახლდება.
სკოლებისგან განსხვავებით, საგაზაფხულო არდადეგები ბაგა-ბარებში არ იქნება. სააღმზრდელო დაწესებულებები დაისვენებენ მხოლოდ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეებში.
საჭიროების შემთხვევაში მშობელს შესაძლებლობა აქვს ბაღს განცხადებით მიმართოს, რომლის საფუძველზეც მოხდება ბავშვის გათავისუფლება.