საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა სინტაგმას მოედანზე აქცია გამართეს. მათ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დაგმეს და არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს უკრაინელმა ემიგრანტებმაც. ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემის მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა პეტიციას მოაწერეს ხელი, რომელიც ევროსტრუქტურებს გადაეგზავნება.
პეტიციაში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხი რუსეთის აგრესიას, ადამიანების გატეცებას და წამებას არ შეეგუება.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქართული მხარისთვის ჯერ არ გადაუციათ.