თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანი კახაბერ გვანცელაძე ამბობს, რომ ბაღებში სამუშაო პროცესი შესაძლოა 20:00 საათამდე გაიზარდოს. ამის შესახებ მან N37-ე ბაგა-ბაღში გამართულ თქვა შეხვედრაზე.
მისი თქმით, 18:00 საათზე ბავშვების ბაღებიდან გაყვანა დასაქმებული მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამჟამად, სააღმზრდელო საათების გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება.
შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ბაღებში კვების რაიონისა და მენიუს ცვლილებას. კახაბერ გვანცელაძის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საქართველოს მთავრობის N487-ე დადგენილების მიხედვით მოქმედებს, ხოლო მენიუ, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის შედგენილი.