ორშაბათი, მარტი 31, 2025

საბავშვო ბაღებში ახალი წესი ამოქმედდება

საბავშვო ბაღებში ახალი წესი ამოქმედდება  – როგორც თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტომ „პალიტრავიდეო“-ს განუცხადა, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დაშვების მექანიზმი ამოქმედდება.

„ბაღებში ინერგება ელექტრონული დაშვების სისტემები აღსაზრდელთა სწრებადობის ელექტრონული აღრიცხვიანობის მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომელთა გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობასაც,“ – აღნიშნავს სააგენტო.

ამ ეტაპისვის უცნობია, როდიდან ამოქმედდება ახალი წესი, თუმცა ახალ სისტემასთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რესპუბლიკის მოედნიდან რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა დაიწყო

რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან მიმდინარეობს. მარშის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.ისინი სკანდირებენ: “დიდება გმირებს!”.გარდა ამისა, თბილისში დაგეგმილია, რამდენიმე საპროტესტო მარში. კერძოდ, სტუდენტები იკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ლოზუნგით: „ჩვენი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, რის შემდეგაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ.რუსთაველის თეატრთან შეიკრიბებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, სლოგანით: „კულტურა დამოუკიდებლობისთვის“.

რა ღირს ბილეთები თბილისი-ლონდონის რეისზე – დღეიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობითვე, British Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი უკვე შეასრულა.„31 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, - British Airways-ის A320 ტიპის ხომალდმა 156 მგზავრით პირველი რეისი შეასრულა; ლონდონი და თბილისი ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით დაუკავშირდნენ.ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.მნიშვნელოვანია, რომ American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა British Airways-ის მგზავრებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით ლონდონის გავლით - ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.British Airways-ის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 1 გზის ფასი თბილისი-ლონდონის მიმართულებით 100-266 ევროს ფარგლებშია.

„ადამიანებს, რომლებიც ათენებდნენ და აღამებდნენ აქციებზე, საჭმელი და პირველადი მოხმარების ნივთები მივუტანეთ, მეორე დღიდან დაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთი“ – მარიამ რატიანი წინა ხელისუფლების პერიოდზე

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დასრულდა. აგვისტოს ომი, კოდორის ხეობა, საპატიმროებში არსებული ვითარება და ბიზნესის წართმევის ფაქტები - სწორედ ეს საკითხები განიხილა დღეს კომისიამ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობას სწავლობს.დღის ბოლოს, კომისიის წინაშე წარდგა მსჯავრდადებული, რომელიც უკვე 14 წელია ციხეშია - მან წინა ხელისუფლების პირობებში არსებულ საპატიმრო პირობებზე ისაუბრა. იქამდე, ჩვენება მისცა სუპერმარკეტების ქსელ "იბისის“ თანადამფუძნებელმა.როგორც მარიამ რატიანმა განაცხადა, მისი ოჯახის წინააღმდეგ სერიოზული პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2009 წლის მაისის აქციებზე, საკვები მიიტანეს."დაიწყო ბიზნესის შევიწროება. ბევრს ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს ავიწროებდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიჩნდა ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი და ერთ დღესაც, საპროტესტო აქციას შევუერთდით. 2009 წლის მაისის თვეში, იმ ადამიანებს, რომლებიც ათენებდნენ და აღამებდნენ აქციებზე, საჭმელი და პირველადი მოხმარების ნივთები მივუტანეთ. მეორე დღიდან წაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთი, ჩვენს ოჯახებზე ზეწოლა. დილის საათებში, ერთ-ერთ ჩვენს მაღაზიაში, ავლაბარში, ქეთევან წამებულის მისამართზე, ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი ავტომატებით შევარდა. გვიბარებენ და გვეუბნებიან, რომ "თქვენ გადახდებს მალავთ და არ გაქვთ ყველაფერი წესრიგში". როდესაც მივხვდით, რომ ჩვენს ქონებას საფრთხე ემუქრებოდა, დათო გოგოშვილი და კახაც მივიდნენ "თი ბი სი" ბანკში და სთხოვს, რომ ამ ქონებაზე ყადაღა დაედოთ, რათა სახელმწიფოს არ წაეღო ეს ქონება."თი ბი სი" ყადაღას ხსნის ჩვენს ქონებას, აძლევს სახელმწიფოს, სახელმწიფოს ეს ქონებაა გააქვს აუქციონზე, ყიდის არარეალურ თანხად. თვითონ "თი ბი სის" ეს ორივე ქონება შეფასებული იყო 1 100 000 დოლარად. ერთი მაღაზია, რომელიც "თი ბი სის" 500 000 დოლარად ჰქონდა შეფასებული, სახელმწიფო იმ მაღაზიას ყიდის 150 000-ად და ყიდულობს თვითონ "თი ბი სი". მეორე მაღაზიაც აბსურდულ თანხად გაიყიდა. 600 000-იანი ქონება იყიდება 200 000-ად. მევახშეებთან დავაგირავეთ ჩვენი ბინები სადაც ვცხოვრობთ, გავხსენით 2 მაღაზია და მესამე მაღაზიას ვხსნიდით, როდესაც შემოგვითვალეს ასეთი მესიჯი: "ესენი თურმე ისევ ფეხზე დგებიან". ამ ყველაფრის მერე, რამდენიმე დღეში, ჩემს მეუღლეს, კახა გურგენიძეს, რომელიც თავის ოფისში, ოთახში იჯდა, პოლიცია ნარკოტიკის დადების მერე ეუბნება, რომ ამ ნარკოტიკის გამო იჭერენ. თუ არიან მათი შვილები იმის ღირსი, რომ დაემთავრებინათ ინსტიტუტები, დღეს იყვნენ წარმატებულები და მუშაობდნენ, ცხოვრობდნენ თავიანთ სახლებში, რატომ არ იყვნენ ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი ამის ღირსი? მარტო იმიტომ, რომ აქციაზე წავედით და საჭმელი მივუტანეთ იმ ადამიანებს", - განაცხადა სუპერმარკეტების ქსელ "იბისის" თანადამფუძნებელმა მარიამ რატიანმა.

პროექტის მიხედვით, სასამართლოს იმ პარტიის აკრძალვა შეეძლება, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებული მიზნის, საქმიანობის არსის იდენტური იქნება

საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პარტიის აკრძალვა შეეძლება, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებული მიზნის, საქმიანობის არსისა და პერსონალური შემადგენლობის იდენტური იქნება.„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, პარტია აკრძალოს, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.მოქმედი კანონით, პარტიის საქმიანობა შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს, თუმცა პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.

მიანმარში ორსული ქალი გადაარჩინეს – მან ნანგრევების ქვეშ 60 საათი გაატარა

მიანმარის მიწისძვრის შედეგად განადგურებულ ქალაქ მანდალაის მაშველებმა, სტიქიიდან სამი დღის შემდეგ, ორსული ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.მედიის ცნობით, ქალმა ნანგრევების ქვეშ 60 საათი გაატარა. ქალის ნანგრევებიდან ამოიყვანეს ვიდეო კადრები მედიაში ვრცელდება.მედიის ცნობით, მიანმარში 7.7 ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 000-სს უახლოვდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰაერში სიკვდილის სუნი დგას. მაშველების განმარტებით, ნანგრევების ქვეშ ჩარჩენილი ცხედრები სწრაფად იწყებს ხრწნას, რადგან ტემპერატურა დღის საათებში 40 გრადუს ცელსიუსს აღწევს.აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის პროგნოზული მოდელირების მიხედვით, მიანმარში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება 10 000 ადამიანს აღემატებოდეს, ხოლო ეკონომიკურმა ზარალმა შეიძლება ქვეყნის წლიურ ეკონომიკურ შემოსავალს გადააჭარბოს.მიანმარში ძლიერი მიწისძვრა პარასკევს მოხდა. მისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,7 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც შენობების ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

ბოლო სიახლეები