ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით კიევშის ცენტრში მარშს მართავენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
შევჩენკოს პარკში 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა, საიდანაც ისინი ევროპის მოედნისკენ გაემართებიან და აქცია გამართავენ.
აქტივისტებს შორისაა მიხეილ სააკაშვილიც. აქციასთან დაკავშირებით უკრაინის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.