პარასკევი, ივნისი 5, 2026

სააკაშვილის მომხრეები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით კიევში მარშს მართავენ

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები პოროშენკოს გადადგომის მოთხოვნით კიევშის ცენტრში მარშს მართავენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

შევჩენკოს პარკში 5000-მდე ადამიანი შეიკრიბა, საიდანაც ისინი ევროპის მოედნისკენ გაემართებიან და აქცია გამართავენ.

აქტივისტებს შორისაა მიხეილ სააკაშვილიც. აქციასთან დაკავშირებით უკრაინის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დედამ ქმარი და ორი მცირეწლოვანი შვილი მოკლა – ტრაგედიამ საზოგადოება შოკში ჩააგდო (უცხოეთი)

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულებს შორის იყვნენ ოჯახის წევრები - მამა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და დედა.გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ქალი ჯერ მეუღლესა და შვილებს გაუსწორდა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილ ბავშვებს შორის ერთ-ერთი სულ რამდენიმე დღის ახალშობილი იყო.პოლიციის ცნობით, ძალადობრივი შეღწევის კვალი არ აღმოჩენილა, რის გამოც გამოძიება თავდაპირველად ოჯახურ ტრაგედიას განიხილავს. სამართალდამცველები ამ ეტაპზე სწავლობენ ოჯახის წევრების გარემოცვას, სამედიცინო ისტორიას და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა მომხდარის მიზეზებზე მიანიშნოს.მეზობლების თქმით, ოჯახი გარედან ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა და მსგავსი ტრაგედიის ნიშნები არავის შეუმჩნევია. გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები მომხდარის ზუსტ მოტივს ადგენენ.

„ბლუმბერგი“ – „ბიბისი“ სასამართლოში ტრამპის გარემოცვის დაკითხვას ითხოვს

„ბიბისი“ სასამართლოში ტრამპის გარემოცვის დაკითხვას ითხოვს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.როგორც გამოცემა წერს, ბოლო კვირების განმავლობაში „ბიბისიმ“ 47 პირს გაუგზავნა სასამართლოზე გამოცხადების მოთხოვნა, მათ შორის ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს.„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ტელეკომპანია ცდილობს, მოიპოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, რა განზრახვები და დამოკიდებულება ჰქონდა ტრამპს 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შტურმამდე ცოტა ხნით ადრე სიტყვით გამოსვლის დროს.ტრამპისა და „ბიბისის“ იურისტებმა სასამართლო მოსმენის ჩატარება მოითხოვეს. ტრამპის მხარე აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ქმედებები „კომპრომატების ძიებას“ წარმოადგენს, „ბიბისი“ კი მიიჩნევს, რომ ტრამპის სარჩელმა მისი ქცევისა და განზრახვების შესწავლა სამართლებრივად რელევანტური გახადა.ტელეკომპანიის განცხადებით, საქმის მოსაგებად ტრამპმა უნდა დაამტკიცოს, რომ 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული არეულობის წახალისებაში ან პროვოცირებაში მონაწილეობა არ მიუღია.როგორც „ბლუმბერგი“ წერს, „ბიბისის“ პოზიციაა, რომ ტრამპის იმდროინდელი ქცევა და განცხადებები შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს იმის დასადგენად, იყო თუ არა სადავო ვიდეომასალა არსებითად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი.ტრამპის იურისტების განცხადებით, „ბიბისი“ პასუხისმგებელია პრეზიდენტ ტრამპის მიმართ განზრახ ცილისწამებისთვის, რომელიც, მათი თქმით, მისი გამოსვლის დამახინჯებითა და მანიპულირებით განხორციელდა. მათივე შეფასებით, ვერც ერთი სამართლებრივი მანევრი ვერ შეცვლის ამ ფაქტს.შეგახსენებთ, ფლორიდის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ტრამპმა „ბიბისი“ ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტი ტელეკომპანიისგან ათ მილიარდ დოლარს მოითხოვს.

დაკავება, კოკაინი და ბრაზილიაში გადაყვანა – რა ხდება მიტროპოლიტ ილარიონის საქმეში?

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონს, რომელიც „თეთრი ნივთიერების“ ფლობისთვის, 24 მაისს ჩეხეთში დააკავეს, სინამდვილეში კოკაინი გადაჰქონდა. ამის შესახებ პოლიციამ ჩეხური ყოველდღიური გამოცემა Denik N-ის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა.„სასამართლო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ამოღებული თეთრი ფხვნილი კოკაინია. საუბარია რამდენიმე გრამზე, რომელიც მანქანაში ვიპოვეთ და ამოვიღეთ“, - აღნიშნა ჩეხეთის პოლიციამ.მიტროპოლიტი ილარიონი, პრაღის მახლობლად, პოლიციაში ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა თეთრი ფხვნილის შემცველი სამი პაკეტი იპოვეს (მიტროპოლიტის პრესსამსახურმა ოთხი პაკეტი დაასახელა - რედ.).დაკავებიდან ორი დღის შემდეგ, ილარიონი გაათავისუფლეს და ის ამჟამად მოსკოვში იმყოფება.2025 წელს, ილარიონი, სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებების გამო, ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის ხელმძღვანელის მოვალეობიდან გაათავისუფლეს და ჩეხეთში, კარლოვი ვარის წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიაში გადააყვანეს. ილარიონმა ეს ბრალდებები უარყო. უნგრეთში ყოფნისას, მან უნგრეთის მოქალაქეობა მიიღო და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქ კირილეს ინტერესებს ლობირებდა.როგორც „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს სპეციალურ განკარგულებაზე დაყრდნობით იტყობინება, დაკავების შემდეგ მიტროპოლიტი ილარიონი, „ობიექტური გარემოებების გამო“, ჩეხეთში მსახურებას ვეღარ შეძლებს და ამიტომ, მას სამოღვაწეოდ სამხრეთ ამერიკის ეპარქიაში აგზავნიან.„თქვენ დაგეკისრათ მსახურება წმინდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში ქალაქ სანტა-როზაში (ბრაზილია) და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, იოანეს სახელობის ეკლესიაში ქალაქ კამპინა-დას-მისონესში (ბრაზილია), სადაც უნდა იცხოვროთ კიდეც“, - ნათქვამია პატრიარქ კირილეს სპეციალურ განკარგულებაში.

დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ახლა თავად უნდა გაერკვნენ ომის საკითხში, მგონია, ყველაფერი მოგვარდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები ახლა თავად უნდა გაერკვნენ ომის საკითხში. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.ტრამპს ჰკითხეს, სურს თუ არა მას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს თავდაპირველად აშშ-ს მონაწილეობის გარეშე შეხვდნენ.„არ მაქვს პრეტენზია. დაე, თავად გაერკვნენ. სწორედ მე მივიყვანე ისინი ამ მდგომარეობამდე, და მგონია, რომ ყველაფერი მოგვარდება“, – უპასუხა ამერიკის პრეზიდენტმა.ტრამპმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ახლა ახლოვდება მომენტი, როდესაც რუსეთსა და უკრაინას შორის საკითხი გადაწყდება.„ეს არის ომი, რომელიც არასოდეს არ უნდა მომხდარიყო. ის არასოდეს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი მოგვარდება“, – თქვა  ტრამპმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ  გაამართლა. ბაჰრეინი თავს ორგანიზებულად იცავდა – განსაკუთრებულ ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას აქცევდნენ და ეპიზოდურად ბურთსაც აკონტროლებდნენ. „ჯვაროსნებს“ კი მეტოქის საჯარიმოში შესვლა და მომენტების შექმნა უჭირდათ, გოლის გატანა ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.52-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დაცვაში ბზარი მაინც მონახა და ეს სწრაფი შეტევისა და ბურთის გათამაშების შედეგად შეძლო – მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილმა ერთი შეხებით კარში გადაგზავნა და „ჯვაროსნები“ დააწინაურა – 1:0.75-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს. გიორგი კვერნაძე მაღალ სისწრაფეზე მცველს გაექცა და საჯარიმოში წააქციეს, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ უნაკლოდ შეასრულა – 2:0.დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და ივნისის სანაკრებო პაუზა მოგებით დაასრულა.ბაჰრეინთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის ახალ გათამაშებამდე ბოლო რეპეტიცია იყო. ვილი სანიოლის გუნდი 25 სექტემბერს თბილისში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 28-ში – უკრაინას.

ბოლო სიახლეები