ოთხშაბათი, ნოემბერი 4, 2026

რუსთავში სოციალური საცხოვრებელი სახლი აშენდება

რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით XI მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალური საცხოვრებელი სახლი აშენდება. ინფორმაციას  inforustavi ავრცელებს.

კორპუსის მშენებლობაზე 1 055 512 ლარი დაიხარჯება, პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო დააფინანსებს. უწყების ინფორმაციით რეკონსტრუქცია ჩაუტარდება შენობას რომელიც XI მიკრო-რაიონში დგას. მშენებლობა სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყება და მიმდინარე წელს დასრულდება.

არსებული ინფორმაციით სოციალურ საცხოვრისში 52 ოჯახი იცხოვრებს. მთავარი კრიტერიუმი სოციალური მდგომარეობის გარდა რუსთავში ცხოვრების ხანგრძლივი

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სამთავრობო კრიზისი ბელგიაში: მეფე ფილიპე პრემიერ-მინისტრ დე ვევერის გადადგომის საკითხს განიხილავს

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ მოლაპარაკებების ჩაშლას ბელგიაში სამთავრობო კრიზისი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა მეფე ფილიპეს გადადგომის განცხადებით მიმართა. ბელგიის მონარქის განცხადებით, მმართველი კოალიციის სხვა პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს და მათთან ამ საკითხზე იმსჯელებს.მმართველ კოალიციაში შემავალმა პარტიებმა, თვეების განმავლობაში, ვერ მოახერხეს შეთანხმება 2027 წლის ბიუჯეტის 10 მილიარდი ევროს ოდენობით შემცირებისა და გადასახადების გაზრდის საკითხზე, რაც სახელმწიფო ფინანსების სტაბილიზაციისთვის არის საჭირო.ერთ მხარეს არიან დე ვევერი, რომელიც ფლამანდიელ ნაციონალისტებს უდგას სათავეში, და ცენტრისტულ-მემარჯვენე „რეფორმისტული მოძრაობა“, რომლებიც ხარჯების შემცირებას ემხრობიან. მათ სოციალისტები და ცენტრისტები უპირისპირდებიან.ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, ბელგიას მძიმე ტვირთად აწევს სულ უფრო მზარდი სახელმწიფო ვალი, მაშინ როდესაც საპროტესტო აქციებზე სულ უფრო ხმამაღლა გაისმის მოთხოვნა, მეტი სახსრები გამოიყოს ისეთი სერვისების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა განათლება.დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბელგიაშიც მოხდა.ბარტ დე ვევერს მეფე ფილიპესთან მომდევნო შეხვედრა პარასკევს ექნება, და თუ გადადგომის შესახებ მისი თხოვნა დაკმაყოფილდება, ამას კოალიციური მთავრობის ფორმირების ახალი მცდელობა ან ახალი, რიგგარეშე არჩევნები მოჰყვება.

მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა, მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე გათავისუფლდა.მასთან ერთად დღეს უნდა გათავისუფლდეს კიდევ ერთი მსჯავრდებული ლაშა ბერიძეც.ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.

საქსტატი – 2025 წელს საქართველოში კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე 282 მლნ ლარი დაიხარჯა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში მეცნიერულ კვლევებს ახორციელებდა 69 დაწესებულება, რომელთა მიერ კვლევებსა და ექსპერიმენტულ განვითარებაზე წლის განმავლობაში გაწეულმა ხარჯებმა 282.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.საქსტატის ცნობით, კვლევებსა და დამუშავებებზე დასაქმებულთა რიცხოვნობა 2.2 პროცენტით გაიზარდა და 16 552 შეადგინა, რომელთაგან 14 390 მკვლევარია. მკვლევარების 55.1 პროცენტი ქალია, ხოლო 44.9 პროცენტი – კაცი. მკვლევართა 67.5 პროცენტი არის დოქტორი ან მასთან გათანაბრებული, 29.8 პროცენტი – მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული, 2.7 პროცენტი – ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული.რაც შეეხება მკვლევარების განაწილებას ასაკის მიხედვით, ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფზე (22.9%), ხოლო კაცების შემთხვევაში – 65 წლის და უფროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფზე (24.4%).ამასთან, უწყების ანგარიშით, მკვლევარების ყველაზე დიდი ნაწილი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით მუშაობს, რომელთა საერთო რიცხოვნობა 3 250 კაცს შეადგენს (22.6%), ხოლო ყველაზე მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობისა და ვეტერინარიის მიმართულებაზე მოდის, სადაც 474 პირია დასაქმებული (3.3%).

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ ,,სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს.საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა ფსიქოტროპული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის - 93 კაფსულა  ,,ლირიკა", „ფსევდოეფედრინის“ შემცველი 72 აბი და 62 კაფსულა „ტრამადოლი“.გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი – მდიდრები და გავლენიანი ადამიანები არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ფულით ცდილობდნენ, ამერიკელმა ხალხმა მათ გასცა პასუხი, რომ აშშ არ იყიდება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ მისი პარტია ქვეყანაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს.ჯეფრისი, რომელიც დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება, აღნიშნავს, რომ პარტია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად იმუშავებს.„ჩვენ, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განვახორციელოთ. ქვეყანაში ბევრი რამ არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ჯეფრისმა.მისი თქმით, ამერიკას სჭირდება კონგრესი, რომელიც ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებს.„მდიდრები და გავლენიანი ადამიანები ამ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ფულით ცდილობდნენ. ამერიკელმა ხალხმა მათ მკაფიო პასუხი გასცა და აჩვენა, რომ ამერიკა არ იყიდება“, – აღნიშნა ჯეფრისმა.ჯეფრისის განცხადებით, დემოკრატები ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.„ჩვენ გვესმის თქვენი, გხედავთ და ვგრძნობთ თქვენს სათქმელს. წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები მზად ვართ, თქვენი ცხოვრება უკეთესი გავხადოთ“, – განაცხადა ჯეფრისმა.

ბოლო სიახლეები