რუსთავში, მდინარე მტკვარში მაშველებმა 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ორივე გარდაცვლილი მამაკაცია.
ამასთან „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.

