რუსთავი-ლილოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მიღებული დაზიანებებით, 40 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
ფოტო: სქრინი „ინფო რუსთავის“ კადრებიდან.