რუსთავი-გაჩიანის გზაზე მანქანა დაიწვა.
მაგისტრალზე მოძრავ ტრაილერს ცეცხლი წაეკიდა. მძღოლმა მოასწრო ავტომობილის დატოვება და ის უვნებლად გადარჩა. სატვირთო ავტომობილი მთლიანად დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე მანქანა.
შემთხვევის ამსახველ კადრებს „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

