ორშაბათი, მაისი 5, 2025

რუსთაველის გამზირზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ

რუსთაველის გამზირზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები მემორიალთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

„ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი მოქალაქე. 90-იანი წლების 9 აპრილის მონაწილე ვარ და ყვავილები ვერ მივიტანე. თავისუფლება ჩვენმა თაობამ მოიტანა, ამას ნუ უარყოფთ და გადაგვისვამთ ხელს. არავის ვუპირისპირდებით, მაგრამ გული მწყდება, რომ ჩემი შვილის ტოლები არ მიშვებენ, რათა მიცვალებულის სულებს პატივი მივაგო“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

კიდევ ერთი მოქალაქის თქმით, მას მემორიალთან ყვავილების მიტატა სურდა, თუმცა წაართვეს და ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

„9 აპრილს დაღუპული ადამიანებისთვის ყვავილის მიტანა მინდა და ვიღაც ლოთი მართმევს ყვავილს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მოქალაქემ.

კიდევ ერთმა მოქალაქემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მას მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს და ქაშვეთის ტაძარს შეაფარა თავი.

„დღეს მე, როგორც ყოველ წელს, მოვედი, რათა პატივი მიმეგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისათვის, რადგან თვითონაც 9 აპრილის მონაწილე ვარ. მონაწილე ვარ ასევე საქართველოში წარმოებული ყველა ომის და ეს იყო ჩემი ერთგვარი ჟესტი, რათა კიდევ ერთხელ გამეხსენებინა ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებას შესწირეს სიცოცხლე, მაგრამ მოხდა სამწუხარო ფაქტი – ბავშვებმა ალბათ გაუთვითცნობიერებლად ამიკრძალეს მისვლა იმ ადგილზე, სადაც მრავალი წლის წინ ვაპროტესტებდი უკანონობას, საქართველოს თავისუფლების აღკვეთას და იძულებული გავხდი, ისევე როგორც მრავალი წლის წინ, რომ ქაშვეთისთვის შემეფარებინა თავი“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს 9 აპრილის მონაწილეს, აფხაზეთის ომის ვეტერანს, ზაირა მიქატაძეს.

„თქვენ თუ 9 აპრილელებს სცემთ პატივს, გეუბნებით, რომ 9 აპრილის მონაწილე ვარ. რა შუაშია რუსეთი, გეუბნებით, რომ 9 აპრილის მონაწილე ვარ“, – მიმართა ზაირა მიქატაძემ შეკრებილებს.

ზაირა მიქატაძეს აქციის მონაწილეებმა ჰკითხეს, ვინ დაიწყო ომი, რაზეც მიქატაძემ უპასუხა: „ვინ დაიწყო და რუსეთმა“.

აღნიშნულთან დაკავშირებით ზაირა მიქატაძემ სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა:

„სულ ეს არის ამათი აქცია დღეს. არ მიმიშვეს მემორიალთან. მოახერხერს და გამომიყვანეს წყობიდან. ორასი კაცის ფშვიტინზე არ გაივლის საქართველო“, –  წერს ზაირა მიქატაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კარგი სიახუმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან გახდება, ცვლილება კი 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულებს შეეხებათ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან გახდება, ცვლილება კი 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულებს შეეხებათ.„უმაღლესი განათლების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებს პარლამენტი განიხილავს.როგორც საკითხის მომხსენებელმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, უმაღლეს სასწავლებლებს სილაბუსების მოსამზადებლად ორ თვეზე მეტი ექნებათ.„საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ შედის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს საბაკალავრო საფეხურზე ყველა ქართულენოვან სექტორზე, ყველა უმაღლეს სასწავლებელში საქართველოში, ქართული ენის სავალდებულო წესით სწავლების შემოღებას.გვაქვს რამდენიმე დათქმა: 1. ეს საკითხი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში 2025 წლის პირველი აგვისტოს შემდეგ. 1-ელ აგვისტომდე ჩარიცხულებზე ეს არ გავრცელდება, ანუ წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხულებიდან დაიწყება ამ სისტემის დანერგვა და 2. ძალაში გვინდა რომ შევიდეს პირველ სექტემბერს.ვფიქრობთ, რომ 2 თვეზე მეტი საკმარისია იმისთვის, რომ განათლების სამინისტრომ ამ სპეციალური კურსის გავლის წესი დაამტკიცოს, რითაც შემდეგში იხელმძღვანელებენ უმაღლესი სასწავლებლები და ისინი შესაბამის სილაბუსებს მოამზადებენ იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამაში მოხდეს მისი ასახვა. ასევე, რა თქმა უნდა, იზრუნებენ იმაზე, რომ შესაბამისი პედაგოგების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნას ამ სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით.აღნიშნული ცვლილებები ასევე ეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზური ენის სწავლებას. ამით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ძალიან ღირებულია ჩვენთვის აფხაზური ენა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

 დღეს გიორგი გველესიანის დაბადების დღეა

დღეს გიორგი გველესიანის დაბადების დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების და ირანის "პერსეპოილისის" ფეხბურთელი 34 წლის გახდა

ლაშა ხუციშვილი – ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში

ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პროექტებში, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდასთან შეხვედრის შემდეგ.როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხო ყველა პროექტს, რომელსაც საქართველო აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს ქვეყანაში.მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ ხაზგასმულ იქნა ქვეყანაში ეკონომიკისთვის ხელსაყრელი გარემო, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია დაფინანსების მიღებისთვის.„აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აკავშირებს. ბანკს, დაახლოებით, 5.1 მილიარდი აშშ დოლარის პორტფელი აქვს საქართველოში და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები ამბიციურია იმისთვის, რომ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტად შეეწყოს ხელი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ბანკის ერთ-ერთი მთავარი  პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ანა ბუჩუკური – ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის, პარტია თუ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს

ჩვენი პარტია თუ გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს თქვენი და სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური აცხადებს.„ჩვენი გუნდის პოზიცია ძალიან გულწრფელია ამ და სხვა შემთხვევებზეც. პარტია იმისთვის არის პარტია, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მუნიციპალური არჩევნებისთვის. დღეს ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ჩვენი გუნდი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, არ მიიღოს მონაწილეობა, ამას საზოგადოება ჩვენგან გაიგებს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ცოტა მიკვირს ხოლმე, ერთი მხრივ რადიკალურ განცხადებას აკეთებენ, არ ეხება ყველას, მაგრამ მეორე მხრივ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ემზადებიან მუნიციპალური არჩევნებისთვის. ეს ჰგავს რაღაცნაირად არჩევნებზე მიპარვის მცდელობას“,- განაცხადა ბუჩკურმა.

ვალერი გელაშვილი – 2013 წელს ლიეტუვის სეიმში გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო, ესე იგი, მათთვის ნორმაა ადამიანების წიხლებით ცემა

2013 წლის დასაწყისში საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით ლიეტუვის სეიმში, გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.ვალერი გელაშვილმა ეს ფაქტი მას შემდეგ გაიხსენა, რაც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმართა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმემ მაინც თუ მოუხადა მას ბოდიში.„ერთი ფაქტი იყო 2013 წლის დასაწყისში, როცა საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით წასული ლიეტუვის სეიმში. მაშინ დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე. ჩემს თავდასხმაზე ვსაუბრობდით და გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო. პარლამენტში ვიყავით, თორემ პასუხს გავცემდი ვაშაძეს. ესე იგი, მათთვის ნორმაა ადამიანების წიხლებით ცემა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ბოლო სიახლეები