ორშაბათი, მაისი 4, 2026

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილე სამართალდამცველს ფიზიკურად დაუპირისპირდა

დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველს ხელი გაარტყა.

დღევანდელ აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობის დროსაც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – არავის ენანება თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს შედეგი, ყველა საკითხი უნდა იყოს გონივრულად აწონ-დაწონილი, საჭიროა სიფრთხილე, როდესაც საქმე ეხება ფარმაცევტულ...

ყველა საკითხი უნდა იყოს გონივრულად აწონ-დაწონილი. არავის ენანება არც ერთი თეთრი და არც 50, თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „დიდი ხანია, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ითხოვენ თქვენთან შეხვედრას, კომუნიკაციას. აპირებთ თუ არა მათთან კომუნიკაციას. ასევე, მათი თქმით, გარკვეული ძვრები, კომუნიკაციაა წამლების მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც გამოხატავენ მზადყოფნას, დაიწყონ კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“. აპირებთ თუ არა ჩართვას?“„ეს არის მგრძნობიარე საკითხი. ჯანდაცვის სამინისტრო ბოლომდეა ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში. რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებს, ასეთი საკითხების მოგვარებისას ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები. ჩამოყალიბებულია მარტივი მაფია. ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი. სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს ყველაფერი. ამიტომ, სწორედ აქ არის საჭირო სიფრთხილე, როდესაც საქმე ეხება ფარმაცევტულ კომპანიებს. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, მარტო საქართველოს არ ეხება. ამიტომ, ყველა საკითხი უნდა იყოს გონივრულად აწონ-დაწონილი. არავის ენანება არც ერთი თეთრი და არც 50, არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა. რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ის წარმოადგენს ყოველ ჯერზე პოზიციას.არის მათ შორის ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან. არის კორუფციით განთქმული სახელმწიფოები. არ მინდა, კონკრეტულ ქვეყნებზე გადავიდე, მაგრამ არის კონკრეტული ქვეყნები, არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც კორუფციული გარიგების ეჭვია. მაინცდამაინც ისე ემთხვევა ხოლმე, რომ გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ ხოლმე შესაბამის გარიგებებს შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან. ამიტომ, ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული. არც ერთი თეთრი, არც ათი მილიონი და არც მილიარდი არ დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს. მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. არ შეიძლება, ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს. განზოგადებულად ვსაუბრობ, არ შეიძლება, ავყვეთ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს. ყველაფერთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კონკრეტული ინფორმაცია საზოგადოების წინაშე. ამიტომ, დაელოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას. ყოველ ჯერზე მათ აქვთ ექსპერტული ცოდნა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ამ და მსგავს თემებზე დისკუსიაშიც შეგიძლიათ შეხვიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან“, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი – არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემს დროს, რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?

არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემი პრეზიდენტობის დროს. რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.მისივე თქმით, ყველა გამოსვლაში ამაზე უნდა იყოს საუბარი.„რატომ არ ვსაუბრობთ ამაზე? არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემი პრეზიდენტობის დროს. 300-მდე ტაძარი აღვადგინეთ. ეს არ იყო ივანიშვილის ფულით, როგორც გაავრცელეს ხმა, საქართველოს ბიუჯეტის ფული იყო. წმინდა გიორგის ძეგლი დავდგით მთავარ მოედანზე. რატომ აძლევთ მათ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები? სუპზე ხომ საუბრობენ „ქოცები“. „ნაციონალების“ მმართველობის შემდეგ უხორცო სუპი ორ-ნახევარჯერ გაძვირდა. ბავშვთა კვება კი სამჯერ. რეპრესიული რეჟიმი იყოო და არც ერთი პოლიტიკური პატიმარი არ გვყავდა. ლევან ხაბეიშვილი ერთადერთი მიზეზის გამო დაამწყვდიეს, ხალხს დაუბრუნა იმედი, მისცა ორგანიზების სტიმული, ცემისა და მუქარების არ შეეშინდა, ბოლოს პოლიციის მოსყიდვის ბრალდებით დაიჭირეს. იგივე ეხება ელენე ხოშტარიას, რომელიც მხოლოდ იმიტომ დატოვეს ციხეში და ალბათ წლების დამატებას უპირებენ, რომ აჩვენა, არაფრისაც არ ეშინია. იგივე ეხება პაატა ბურჭულაძეს. თავისი უშიშარი ხასიათის გამო ამ საკანში ამოყო თავი. ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც, მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე. გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში? ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი დაუყადაღა. ირაკლი ნადირაძეს ვერ აპატიეს, რომ საკრებულოში მრავალი მილიონი გააგდებინა ხელიდან კორუმპირებულ ბანდას. პაატა მანჯგალაძეს და მურთაზ ზოდელავას ვერ აპატიეს, რომ უბრალოდ წესიერები არიან. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, რომელსაც საუკეთესო ამერიკული სამხედრო აკადემია აქვს დამთავრებული, იმის ნაცვლად, რომ სამშობლოს იცავდეს, ციხეში გაამწესეს. საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა ის, რომ ამერიკის აკადემიაში სწავლობდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ისაუბრა.„რამდენიმე კარგი ამბავი უნდა გითხრათ. პირველად შეფრინდნენ უკრაინის დრონები მოსკოვის ტერიტორიაზე, მათ შორის, ცენტრალურ ტერიტორიაზე. მესამე თვეა, რუსეთის არმია უფრო მეტ ტერიტორიას კარგავს უკრაინაში, ვიდრე იღებს. ეს არის ძალიან მაგარი შედეგი. ეს ნიშნავს, რომ მაგათი სიმღერა დამთავრებულია. რუსეთმა ათი მილიარდი დოლარი დაკარგა დარტყმების შედეგად“, – განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტსაც გამოეხმაურა.„კავკასიის ისტორიაში დღეს მნიშვნელოვანი დღეა. მთელი ევროპელი ლიდერები ჩამოვიდნენ კავკასიაში პირველად, ოღონდ იქ კი არა, სადაც ტრადიციული ცენტრი იყო. ყველამ იცის, რომ ეს არის თბილისი, მაგრამ ჩავიდნენ ერევანში. ივანიშვილმა 2013 წელს გამოგვიცხადა, რომ მისთვის მისაბაძი იყო მაშინდელი სომხეთის საგარეო პოლიტიკა. ახლა ჩვენ გადავიქეცით 2013 წლის სომხეთად და სომხეთი გადაიქცა 2012 წლამდე საქართველოდ. ვინმეს ეჭვი ხომ არ გეპარებათ, ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი თბილისში ჩამოვიდოდა?“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.სააკაშვილის თქმით, ამაყობს თავისი პოლიტიკური წარსულით.„ამას წინათ, ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, სააკაშვილს წარსულის ტრავმები აწუხებსო. წარსულის ტრავმები აწუხებს იმას, ვისაც წარსულზე ლაპარაკი არ შეუძლია და ამას თავს არიდებს. მე კი ვამაყობ ჩვენი წარსულით. სულ ამას ტირაჟირებენ, 2008 წელს საქართველომ წააგო ომი, საქართველომ დათმო ტერიტორიები, სააკაშვილმა გაუფორმა ტერიტორიების 20 პროცენტიო. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით იყო. „მაწვებოდნენ“, ხელი მომეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე და ჩვენი ტერიტორიების სტატუსი ღიად დამეტოვებინა. პუტინი და სარკოზი ერთად მაწვებოდნენ და მეუბნებოდნენ, მომკლავდნენ, თუ ამას ხელს არ მოვაწერდი. სარკოზი მეუბნებოდა პუტინის გადმოცემულს. ჩვენ ამას ხელი არ მოვაწერეთ.ხელი მოვაწერეთ ძალიან კარგ შეთანხმებას, რომლითაც რუსეთს ჯარი უნდა გაეყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მათ ეს არ შეასრულეს იმის გამო, რომ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. ივანიშვილის რეჟიმს მიეცა საშუალება, საერთოდ აღარ ილაპარაკოს იმ ხელშეკრულების შესრულებაზე. პირიქით, აქეთ დაგვადანაშაულოს რაღაც მითიური ტერიტორიების დათმობაზე. სინამდვილეში, 2008 წელს რუსეთმა კატასტროფული მარცხი განიცადა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა.

ირაკლი კობახიძე – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ამ ღონისძიებას ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მეხუთედ ვმონაწილეობ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტში მონაწილეობს.პრემიერის თქმით, სამხრეთ კავკასიის და, ზოგადად, საქართველოს როლი არის განსაკუთრებული, საქართველო შვიდ ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და სამიტის ფარგლებში ამ საკითხებზე იქნება საუბარი.„ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში პირადად მე მეხუთედ ვმონაწილეობ. მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას. ზოგადად, სამხრეთ კავკასიის და საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლეთთან, ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და, ბუნებრივია, ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ილჰამ ალიევი – ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს ცდილობს, წარმოიდგინეთ, ხუთ წელიწადში შეურაცხმყოფელი განცხადებებით სავსე 14 რეზოლუცია მიიღეს, ეს უკვე აკვიატებაა

ევროპარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სამშვიდობო პროცესს მხარი დაუჭიროს, მის საბოტაჟს ცდილობს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.„მსურს, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიციისთვის. თუმცა ყველა ევროპული ინსტიტუტი ერთნაირ მიდგომას არ ავლენს. მათ შორისაა ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრია 2001 წლის იანვრიდან. სხვათა შორის, იმ პერიოდში თავადაც აქტიურად ვმონაწილეობდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ვიყავი აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტის წევრი. 2024 წლის იანვრამდე ჩვენს დელეგაციას ევროპის საბჭოში არასოდეს შეხებია რაიმე სახის შეზღუდვა. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა ყარაბაღში სეპარატიზმს დაუსვა წერტილი. ჩვენ თავად აღვასრულეთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1993 წელს მიღებული ოთხი რეზოლუცია, რომლებიც 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. ოთხი თვის შემდეგ კი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენი დელეგაციის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის ერთგვარ მეთოდად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთივე ღირებულება აქვს, როგორიც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ევროპარლამენტიც სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის ნაცვლად მის საბოტაჟზეა ორიენტირებული.2020 წელს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, 2021 წლის მაისიდან 2026 წლის 30 აპრილამდე, ევროპარლამენტმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 14 რეზოლუცია მიიღო, რომლებიც შეურაცხმყოფელი განცხადებებით იყო სავსე. წარმოიდგინეთ, 14 რეზოლუცია ხუთ წელიწადში. ეს უკვე ერთგვარი აკვიატებაა. ბოლო რეზოლუცია კი სულ ოთხი დღის წინ, უშუალოდ სამიტის წინ მიიღეს. იმის ნაცვლად, რომ ევროპარლამენტი ისეთი ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაზე იყოს კონცენტრირებული, როგორებიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა და უსახლკარობის პრობლემები ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში, ის აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისწამებასა და სიცრუის გავრცელებაზეა გადართული. ამის მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტს აღადგენს, ბოლოს უღებს სეპარატიზმს და სამხედრო დამნაშავეებს პასუხისგებაში აძლევს. ევროპარლამენტის ქმედებების საპასუხოდ, აზერბაიჯანის პარლამენტმა პირველ მაისს ოფიციალურად შეაჩერა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, შეაჩერა მონაწილეობა ევროკავშირი-აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტში და „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში.ასევე მიღებულია გადაწყვეტილება წევრობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამიტების ფარგლებში ჩვენ ღიად ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს შეხედულებებსა და შეშფოთებებს. მსურს, კოლეგებს მივაწოდო ინფორმაცია ამ საკითხზე მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა არ დარჩეს ადგილი დეზინფორმაციისა და მანიპულაციებისთვის“,- განაცხადა ალიევმა.ცნობისთვის, აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა, დაიწყება „ევრონესტში“ წევრობის შეწყვეტის პროცედურაც.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ იმედი აქვს, 2028 წელს „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს აზერბაიჯანში დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, იმედი აქვს, რომ 2028 წელს „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტს აზერბაიჯანში დაესწრება.ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.სომხეთის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი წელს პირველად, მართალია, დისტანციურად, მაგრამ მონაწილეობს სომხეთში მიმდინარე ღონისძიებაში.ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან ასევე გაიმართა „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ სამიტზე, რომელიც პრაღაში ჩატარდა. მისივე თქმით, დღეს ერევანში მიმდინარე სამიტში მონაწილეობს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი. ​ფაშინიანის თქმით, ეს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სომხეთში.

ბოლო სიახლეები