ხუთშაბათი, თებერვალი 26, 2026

რუსეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარ ოკეანეში, კამჩატკის აკვატორიაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, წყნარ ოკეანეში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა, მიწისძვრის ეპიცენტრი რეგიონული ცენტრიდან აღმოსავლეთით, 120 კმ-ში მდებარეობდა.

მათივე განმარტებით, ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 50 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

სეისმოლოგიური სენსორების მიხედვით, ბიძგები პეტროპავლოვსკ-კამჩატკის ურბანულ რაიონში იგრძნობოდა, რომლის სიმძლავრეც სამ ბალამდე იყო. ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ხელოვნება, მეცნიერება, ტრადიციები და ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულის კუთვნილება, ეს ქართული იდენტობისა და ჩვენი თანამედროვეობის მთავარი საყრდენია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.მთავრობის მეთაურმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცა და კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.„ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარება იზომება მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით. ხელოვნება, მეცნიერება, ტრადიციები და ისტორიული მეხსიერება არ არის მხოლოდ წარსულის კუთვნილება − ეს ქართული იდენტობისა და ჩვენი თანამედროვეობის მთავარი საყრდენია. სწორედ მდიდარი და მუდმივად განვითარებადი კულტურა აძლევს სახელმწიფოს ძალას, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა და დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოში. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ამაგრებთ ამ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტს და ამდიდრებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. სახელმწიფო ჯილდოები, რომლებიც დღეს გადმოგეცემათ, თქვენი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემის მხოლოდ სიმბოლური გამოხატულებაა. თქვენი ძალისხმევით ვითარდება ქართული კინო, საოპერო და საგუნდო ხელოვნება, ჩვენი ეროვნული ქორეოგრაფია; თქვენ იცავთ ისტორიულ მეხსიერებას, აცოცხლებთ ლიტერატურას და ზრუნავთ მომავალი თაობების აღზრდაზე; უმთავრესი, რაც თითოეულ თქვენგანს აერთიანებს, არის საკუთარი საქმისა და ქვეყნისადმი უდიდესი ერთგულება და ამისთვის თითოეულმა ჩვენგანმა, რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ. თქვენი დამსახურებაა, რომ ქართული კულტურა კვლავაც სიამაყის გრძნობით ავსებს თითოეულ ჩვენგანს. განსაკუთრებით დასაფასებელია ის თავდადება, რომელსაც ჩვენი მემკვიდრეობის დასაცავად და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად იჩენთ. თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და შემოქმედებითი პრინციპები საუკეთესო მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის“, – მიმართა პრემიერმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი ბადრი მაისურაძე. კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი სხვადასხვა პროფესიის 30 წარმომადგენელს გადაეცა.კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოების მიღება მიულოცეს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას პარლამენტის წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.უწყების ცნობით, დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი, კაპრალ-სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.ირანულ მხარეს მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი წარმოადგენს. ამერიკელების მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.შუამავლის როლს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბადრ ალ-ბუსაიდი ასრულებს. მოლაპარაკებებზე წარმოდგენილია აგრეთვე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი.როგორც ირანული მედია წერს, გროსის მონაწილეობა ზრდის ალბათობას იმისა, რომ ირანის მიერ ურანის გამდიდრებისა და ბირთვული პროგრამის შემოწმების მექანიზმები უფრო მკაფიოდ იქნება გაწერილი მომავალ დოკუმენტში.

ჩვილის გადარჩენის პროცესში იაშვილის ქირურგები ჩაერთნენ – ინფორმაცია ბათუმში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, თბილისის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში. იაშვილის ქირურგებმა ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია - ამის შესახებ „პრაიმ თაიმს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.„სამინისტროს წარმომადგენლები ფაქტის დადგომისთანავე დაუკავშირდნენ კლინიკის ადმინისტრაციას და ადგილზე შესაბამისი დახმარება შესთავაზეს. ახალშობილის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, სამინისტროს ინიციატივით, დაუყოვნებლივ შეიკრიბა კონსილიუმი, რომელშიც ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და თბილსის იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გუნდი.მომზადდა რეაგირების გეგმა, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკის სპეციალისტთა ჯგუფი, ყბა-სახის ქირურგები, სასწრაფოდ გაემგზავრა ბათუმში, ახალშობილის სამედიცინო დახმარების მიზნით. ბავშვს ჩაუტარეს რთული ქირურგიული ოპერაცია. იაშვილის კლინიკა აქტიურად არის ჩართული და მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მიმართულებითაც გაუწიოს სამედიცინო დახმარება.არსებული კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალშობილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე შეუძლებელია - იგი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუდმივ და აქტიურ კოორდინაციას ჩართულ სპეციალისტებთან და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის დამატებითი რესურსებისა და ჩარევის უზრუნველსაყოფად.

შალვა პაპუაშვილი – სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7 ათასი ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად...

უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო. კიევიდან გაჟღერდა ცინიკური და პროვოკაციული მოწოდებები – „ქართველებო, მშვენიერი ამინდია, იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში… გაიყოლეთ ტანკები… რუსეთს ხელები მოკლე აქვს… მიდი, საქართველო, დროა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თაავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, „ამის შემდეგ იყო რუსეთისთვის სანქციების არდაწესების და მოხალისეების მობილიზებაზე უარის თქმის გამო „განცდილი სირცხვილი“, „ბომბების ცეცხლის“ ნატვრა და მოწოდება, გვესარგებლა იმ „შესაძლებლობის ფანჯარით“, რაც ომში მარცხის პირას მყოფი რუსეთის გამო იყო შექმნილი“.„ამ კამპანიას მხოლოდ მეხუთე კოლონის რამდენიმე ლიდერი არ ხელმძღვანელობდა, სოცმედია დღემდე ინახავს იმ 7 000 ქართველის სახელებსა და გვარებს, ვინც მეორე ფრონტის მოთხოვნას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად აქცია.საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასულ ამ შვიდიათასიან მხედრობაში ნახავთ პოლიტიკოსსაც და ენჯეოშნიკსაც, ჟურნალისტსაც და კულინარსაც, სტუდენტსაც და მეცნიერსაც.ამ დღის მერე, სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან „მოლოტოვის კოქტეილის“ მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია, ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად.პოსტის ორიგინალი იხ. აქ: https://www.facebook.com/share/14U2ksbpudt/“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები