შაბათი, მარტი 14, 2026

რუსეთმა 2 იტალიელი დიპლომატი გააძევა

რუსეთმა ორი იტალიელი დიპლომატი გააძევა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

26 მარტს იტალიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამ ნაბიჯით ქვეყანამ ნატოსა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების მსგავსად დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა.

მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში 8 ქართველი დიპლომატი მუშაობს. მათგან ერთი, შესაძლოა, რუსეთმა ქვეყნიდან გააძევოს, რადგან საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციიდან ერთი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან უპირებენ გაძევებას. ასეთი დიპლომატების რაოდენობა სულ ცოტა 150-ია.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა.

პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე იერიში მიიტანეს 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ხარგის კუნძულზე 90-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანეს იერიში. ამის შესახებ განცხადება ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „გასულ ღამეს აშშ-ის ძალებმა ირანში, ხარგის კუნძულზე მასშტაბური, ზუსტი დარტყმა განახორციელეს. დარტყმის შედეგად განადგურდა საზღვაო ნაღმების საწყობები, რაკეტების საწყობი, ბუნკერები და სხვა მრავალი სამხედრო ობიექტი. აშშ-ის ძალებმა წარმატებით მიიტანეს იერიში 90-ზე მეტ ირანულ სამხედრო სამიზნეზე ხარგის კუნძულზე, ნავთობის ინფრასტრუქტურის შენარჩუნების პარალელურად“, – აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარგის კუნძულზე, სადაც ირანის ნავთობის მსხვილი ტერმინალია განლაგებული. დონალდ ტრამპი დარტყმას აღწერს, როგორც ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დაბომბვას.

ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის.კაცმა ასევე მიულოცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის კუნძულ ხარგზე მიტანილი იერიშები და ოპერაციას ირანის წინააღმდეგ განხორციელებული „მძიმე დარტყმა“ უწოდა.მისივე თქმით, ეს იყო „შესაფერისი პასუხი ჰორმუზის სრუტეში განთავსებულ ნაღმებზე“.ცნობისთვის, აშშ-ში კვირის დასაწყისში  განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ნაღმებს ამონტაჟებდნენ. ირანი უარყოფს საზღვაო გზაზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს დაყენებას.ჟურნალისტებთან საუბრისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები „აგრძელებენ ძლიერი დარტყმების ტალღას თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე“.ამასთან, მისივე თქმით, კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია, თუ არსებულ რეჟიმს დაამხობენ.

სოფელ კურსებში მეწყერი ისევ აქტიურია

სოფელი კურსები ისევ სტიქიის ეპიცენტრია. ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის სტაბილიზაცია შეიმჩნევა, თუმცა, გარკვეულ ტერიტორიებზე მეწყერი პერიოდულად აქტიურდება.გეოლოგები მუშაობენ დასკვნის პირველად ვერსიაზე, რაც მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. სტიქიის ზონაში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, სპეციალისტების რეკომენდაციებს ელოდებიან ხელისუფლებაში.12 მარტს ჩამოშლილი მიწის მასით 58 ჰექტარი ტერიტორია დაიფარა. კურსებში დაინგრა 10-ზე მეტი სახლი, დაზიანდა სასაფლაო, საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო 45 ოჯახი ხელისუფლებამ უსაფრთხო ადგილას გაიყვანა.

ირაკლი კობახიძე – საქართველო გამორჩეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც

საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.მისივე თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს.„ეს კვლევა საინტერესოა და, ზოგადად, ყველა ინდექსი, რეიტინგი შეგიძლიათ ნახოთ – საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც, უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა. საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რასაც ყველა რეიტინგი აჩვენებს და ეს კვლევაც არის ამის გამოხატულება“, – აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ხუნდაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს, რომ ავტორი არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული პირია

სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და მან არაერთხელ გამოავლინა არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტი პოლიტიკური შინაარსის მატარებელია, მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, რაზეც მეტყველებს მისი ავტორის წარმომავლობა და კავშირები პოლონეთის მთავრობასთან, რომელიც საქართველოს მიმართ ბოლო პერიოდში არამეგობრულ დამოკიდებულებას იჩენს.„ამ რეკომენდაციების პოლიტიკურ შემადგენელზე მეტყველებს ის, რომ ქალბატონი პატრიცია გჟებიკი, რომელიც არის მთავარი ავტორი ამ რეკომენდაციების მსგავსი შინაარსით ფორმულირების, არის არა დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ პოლონეთს მთავრობასთან ასოცირებული, უშუალოდ საგარეო მიმართულებებით მომუშავე პირი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დოკუმენტი იყო წინასწარ დაწერილი და არა იმაზე, რომ ექსპერტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ყოფნისას შეძლო 200-გვერდიანი რეკომენდაციების შემოთავაზება.სამწუხაროა, რომ პოლონეთის მთავრობა ბოლო პერიოდში არის ერთ-ერთი აქტიური დასავლურ ბიუროკრატიაში და მან არაერთხელ გამოავლინა არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მაგალითად, ისინი აქტიურად ლობირებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ძალადობრივი რეჟიმი შექმნა. ეს რეჟიმი საზოგადოებამ ჩამოიცილა. მაგრამ სააკაშვილი პოლონეთის ხელისუფლებას რატომღაც ძალიან უყვარს.ამ ქრონოლოგიის ერთ-ერთი შემადგენელი იყო ისიც, როდესაც პოლონელი ექსპერტი „ვივამედიდან“ წინდებით ეზიდებოდა ბიოლოგიურ მასალას, რათა დაემტკიცებინა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო წამების მსხვერპლი, რაც რეალურად არ არსებობდა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბოლო სიახლეები