ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას საფრანგეთიც გეგმავს

დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების დაწესებას საფრანგეთიც გეგმავს. ქვეყნის პრეზიდენტი უახლოეს რამდენიმე დღეში ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების დაწესების შესახებ განაცხადებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

რუსი ჯაშუში სერგეის სკრიპალის მოწამვლის საქმეზე გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ბრიტანულმა მხარემ საბჭოს წევრებს გამოძიების დეტალები მიაწოდა. ლონდონის მტკიცებით, რუსი ჯაშუში ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებებით მოწამლეს

ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ლონდონმა მოსკოვთან ორმხრივი კავშირები შეაჩერა.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სკრიპალის საქმეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და ბრიტანელებს ურჩია ყოფილი ჯაშუშის მოწამვლის ინციდენტში ჯერ თავად გაერკვნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აქამდე არსებული და ცნობილი ყველა ფაქტი ქმნის საფუძველს, რომ საქმეში რუსეთის ბრალეულობა გამოვლინდეს.

რუსი ჯაშუში სერგეის სკრიპალის მოწამვლის საქმეზე გაეროში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. ბრიტანულმა მხარემ საბჭოს წევრებს გამოძიების დეტალები მიაწოდა. ლონდონის მტკიცებით, რუსი ჯაშუში ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებებით მოწამლეს

ოფიციალური ლონდონი რუსეთთან ყველა მაღალი დონის შეხვედრას აუქმებს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ლონდონში ვიზიტს. ასევე, რუსეთში დაგეგმილ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება – ამ დროისთვის დაკავებულია 6 500-ზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში ნახევარ მილიონამდე დემონსტრანტი გამოვიდა.აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. პარიზში, მარსელსა და სტრასბურგში სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.სხვადასხვა დაზიანება მიიღო ასობით მოქალაქემ. ამ დროისთვის დაკავებულია 6 500-ზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია.დემონსტრანტები განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ და რეფორმას ითხოვენ. ამ ფონზე, ქვეყნის მასშტაბით დროებით დაიხურა 900-მდე სკოლა.

ონკოპლასტიკური ქირურგი საზოგადოებას აფრთხილებს

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე სოლარიუმის მოხმარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. „ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ხშირი გარუჯვა სოლარიუმში, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მამოლოგი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური რეალობაა:„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი მიაკუთვნა ნომერ პირველ კანცეროგენების ჯგუფს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ნუ რა ვქნა, ასეა – ამიტომ სოლარიუმი კატეგორიულად არა, რაც შეეხება მზის სხივებს და რუჯს, რუჯი და მზის სხივები შეიძლება, ოღონდ მანამ,სანამ მზე იქნება ზენიტში, ანუ დილის საათებში და დღის ბოლოს (16:00 საათის შემდეგ) თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივები, ეს არის თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი“ – ამბობს ექიმი.

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მძიმე ავარია ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.პროკურატურის ცნობით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნოდარ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ბოლო სიახლეები