სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

რუსეთის ქალაქებში დააკავეს ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციის მონაწილეები – BBC

რუსეთის ქალაქებში ციმბირის კოლონიაში გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო წერს.

გამოცემის ცნობით, ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან, ზოგიერთმა მათგანმა კი ცალკეული პიკეტები მოაწყო, რა დროსაც, პოლიციელებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

გამოცემა „ОВД-Инфо“-ს ცნობით, მოსკოვში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მთავარი შენობის მოპირდაპირედ, სოლოვეცკის ქვასთან, სადაც ადამიანებს ყვავილები მიჰქონდათ, ერთი ადამიანი დააკავეს.

„ახალგაზრდა კაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას ბრალად ედება პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა და ღამეს წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხოლო Sota-ს ცნობით, პოლიციამ საბუთების შემოწმების შემდეგ სამი გამვლელი დააკავა მოსკოვში, ლუბიანკას მეტროსადგურის მახლობლად.

Caution News-ის ცნობით, მოსკოვში ასევე დააკავეს გოგონა, რომელიც „სევდის კედელთან“ იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

BBC-ის ინფორმაციით, ცალკეული პირები ასევე დააკავეს სანქტ-პეტერბურგში, დონის როსტოვში, მურმანსკსა და ნიჟნი ნოვგოროდში. როგორც ზოგიერთ ქალაქში, პოლიციელები მემორიალურ დაფებთან ყვავილებით მისულ მოქალაქეებს ვინაობას ეკითხებიან და დოკუმენტებს უმოწმებენ.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ონლაინში „მასობრივი აქციები“ დაანონსდა, მოსკოვის პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოსახლეობას „კანონის დარღვევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა“. ცნობისთვის, რუსეთის კანონმდებლობა აქციის ორგანიზატორებს ავალდებულებს, ხელისუფლებისგან ნებართვა ხელისუფლებისგან ნებისმიერი მასობრივი შეკრების ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა. როგორც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თუმცა, ამ ვერსიას უნდობლობას უცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„რამდენიმე სწრაფი პუნქტი – როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში ან 10 დღეში“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.Axios-სი ასევე წერს, რომ ზელენსკის ამ განცხადევის მიზეზია, ტრამპის მოწოდება, რომ ომი არსებულ საბრძოლო ხაზებზე შეჩერდეს.უკრაინის ლიდერმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ნაწილობრივი ზეწოლის ფარგლებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სთხოვს არა მხოლოდ „ტომაჰავკების“ რაკეტებს, არამედ „მსგავს საშუალებებს”, რომლებიც არ საჭიროებენ ხანგრძლივ სწავლებას გამოყენებისთვის.

კახა კალაძე : ,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო”

,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის. ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!''-წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები