რუსეთსა და უკრაინას შორის ნოტური მიმოწერის არხი შეიქმნა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსეი პოლიშჩუკმა განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი და კიევი ნოტურ მიმოწერას აწარმოებენ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ორი ქვეყნის საელჩოების მეშვეობით.
ალექსეი პოლიშუკის თქმით, საკომუნიკაციო არხი ძირითადად სამართლებრივ და საკონსულო საკითხებზე მუშაობს. კიევთან პირდაპირი მოლაპარაკებების პირობებზე საუბრისას, პოლიშჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი ღიაა სერიოზული წინადადებების განხილვისთვის, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე რეალობას და გამოიწვევს კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას.