შაბათი, მაისი 31, 2025

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებით 296 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებით 296 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. დრონები განადგურებულია მოსკოვის რეგიონისა და 13 ოლქის თავზე.

მოსკოვის რეგიონის გუბერნატორის ანდრეი ვორობიევის ინფორმაციით, რეგიონში ღამით 42 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

შეფერხდა ვნუკოვოს, დომოდედოვოს, შერემეტიევოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა.

რუსულ ტელეგრამ-არხებში გავრცელებული ცნობებით, მოსკოვის რეგიონის დასახლება დუბნაში დრონების თავდასხმის სამიზნე უპილოტო საფრენი აპარატების საწარმო „კრონშტადტი“ გახდა. აღნიშნული ინფორმაცია რუსულ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ამას გარდა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ ზელენოგრადში უპილოტო საფრენი აპარატით იერიში ტექნოპარკზე განხორციელდა. ტელეგრამ-არხებში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს შენობის დაზიანებული ფასადი და ჩამსხვრეული მინები. ამასთან, ტექნოპარკის ტერიტორიაზე დამწვარია ავტომობილი. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაადასტურა, რომ ზელენოგრადზე დრონებით შეტევა განხორციელდა, თუმცა სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებია. მერის თქმით, წინასწარი ცნობებით, იერიშს სერიოზული დაზიანებები და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გთხოვთ გავავრცელოთ-ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს

ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.„ბავშვი არის დაკარგული,იყო მაგნიტის მაღაზიასთან და თანამშრომლებმა აიყვანეს პოლიციაში,მიაკითხეთ გთხოვთ,იქნებ ვინმეს გეცნობათ“, - წერია გავრცელებულ პოსტში.

წყალდიდობა ნიგერიაში – დაღუპულია 151 ადამიანი

ნიგერიაში წყალდიდობას 151 ადამიანი ემსხვერპლა.ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, იბრაჰიმ აუდუ ჰუსეინის ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ნიგერიის ცენტრალურ შტატში, ნიგერში მდებარე ქალაქი მოკვა დაიტბორა.წყალდიდობის შედეგად 500-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა, ხოლო 3000-ზე მეტ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია.ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

„ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკულ წინადადებას დათანხმდა

პალესტინური ექსტრემისტული მოძრაობა „ჰამასი“ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდა.ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასი“ ავრცელებს.როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეთავაზებული წინადადება ითვალისწინებს, ისრაელისთვის 10 ცოცხალი მძევლის და 18 გარდაცვლილი მძევლის ცხედრის გადაცემას.ისრაელმა კი სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრები უნდა გაათავისუფლოს.

„გასახდელში აღარ ვიქნები ერთადერთი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული”, – სანიოლი კვარაზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან."კვარაცხელიას ვუსურვებ, რომ ყველაზე პრესტიჟული თასი მოიგოს. პსჟ-ს და კვარას ვუგულშემატკივრებ და იმედია, ნაკრების გასახდელში აღარ ვიქნები ერთადერთი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული.კვარა ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია. სხვებისთვის მოტივაციაა, რომ მათაც ასეთი კარიერა ჰქონდეთ.", - განაცხადა სანიოლმა.შეგახსენებთ, რომ 5 და 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ფარერების და კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

სალომე ზურაბიშვილი კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადებაზე – ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია

ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას.„ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა. მაგრამ, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა პროევროპელი საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნის მიმართ აუცილებელია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.ცნობისთვის, დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ „საქართველოს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს“.„მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონებთან ერთად, ეს განსხვავებული აზრის ჩახშობის, თავისუფლებების შეზღუდვისა და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცის კიდევ უფრო შევიწროების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს წარმოადგენს. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობასა და მისი მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები