ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლე პნევმატური იარაღიდან ისროდა

რუსეთის ქალაქ შადრინსკში მდებარე საჯარო სკოლაში 13 წლის მოზარდმა პნევმატური იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. ინციდენტის შედეგად 7 მოსწავლე დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, იარაღი ბავშვის მამას ეკუთვნის. რაც შეეხებათ დაშავებულებს, მათ ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე განმარტებით, ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.„მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგის N2-N3 კორპუსების მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ადგილი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ყველაზე ინტენსიური ოპერაცია დავიწყეთ, დარტყმებს გავაგრძელებთ, ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ „ყველაზე ინტენსიური და ძლიერი ოპერაცია“ დაიწყეს.„ჩვენ მუდმივ, მიზანმიმართულ და ძლიერ დარტყმებს გავაგრძელებთ. ომის გაგრძელებისას მხოლოდ მტრის სრულ დანებებაზე ვფიქრობთ. ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ომის ჩრდილი ჩვენი ქვეყნიდან გაქრება“, – აცხადებენ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“.ამასთან, ირანში აცხადებენ, რომ ღამით ისრაელისა და რეგიონში მდებარე აშშ-ის ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმების დროს შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა „ხორამშაჰრი“ გამოიყენეს.

ირანის პოლიციის უფროსი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს – „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“

ირანის პოლიციის უფროსი აჰმადრეზა რადანი საპროტესტო აქციებზე გასვლის მსურველებს აფრთხილებს, რომ „ჩვენს ძალებს თითი სასხლეტზე უდევთ“.ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.მისივე თქმით, აქციის თითოეული მონაწილე არა როგორც დემონსტრანტად, არამედ როგორც „მტრად“ იქნება აღქმული.აღსანიშნავია, რომ ირანში აშშ-ისრაელის კოორდინირებული სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყნის ლიდერი ირანელ ხალხს ღიად მოუწოდებს, ირანული რეჟიმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.მსგავსი მოწოდება ბენიამინ ნეთანიაჰუმ რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთხელ გააკეთა და სოციალურ ქსელში დაწერა: „ირანელო ხალხო, ჩვენ ვაწარმოებთ ისტორიულ ომს თავისუფლებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, დაამხოთ აიათოლას რეჟიმი და მოიპოვოთ თავისუფლება. როდესაც დრო დადგება და ეს დრო ახლოვდება, ჩვენ ჩირაღდანს გადმოგაბარებთ. მზად იყავით ამ მომენტით სარგებლობისთვის“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება – საქართველოში პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, მოვუწოდებ ყველა მხარეს დიალოგის აღდგენის მიზნით...

საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში. განცხადების თანახმად, „ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა“.„იმედი მაქვს, პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად პასუხისმგებლიან ნაბიჯებს ვიხილავ“, – განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.ამასთან, განცხადებაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონსი აღნიშნავს, რომ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ მოუწოდებს.„ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. როგორც ჩანს, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ მყოფი პირები მუდმივად აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული ვიყავი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ. მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დიალოგის აღდგენის მიზნით პირდაპირი კომუნიკაციის დაწყებისკენ. ამაში მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება“, – განაცხადა პერე ჟოან პონსმა.

დონალდ ტრამპი – სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათში ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ 10 დამნაღმველი გემი, წინ კიდევ ბევრია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ათი დამნაღმველი გემი გაანადგურა.„სიხარულით გაცნობებთ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ დავარტყით და მთლიანად გავანადგურეთ 10 არააქტიური დამნაღმველი ნავი და/ან გემი, წინ კიდევ ბევრია“, – წერს ტრამპი.

ბოლო სიახლეები