პარასკევი, მაისი 1, 2026

როცა რესურსი გვაქვს, მაგრამ ენერგოდამოკიდებულები ვართ -ირანის ელჩი რეგიონულ კრიზისზე და გამოსავალზე

,,წუხელ ყურადღებით ვუყურე გადაცემას „ღია ეთერი“, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე, საუბრობდა. მდგომარეობა, რომელიც მან საქართველოზე საუბრისას აღწერა, ძალიან ჰგავს რეგიონის არაერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელ ვითარებას.
ჩვენი რეგიონის ქვეყნები დგანან ენერგეტიკული დამოკიდებულების წინაშე (ელექტროენერგია, გაზი და წიაღისეული საწვავები), მაშინ როცა შესაბამისი რესურსებიც გაგვაჩნია. ეს რეგიონული განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს კოლექტიურ ძალისხმევას ორი ძირითადი დაბრკოლება ეღობება:
პირველი — კლიმატის ცვლილება;
მეორე — გეოპოლიტიკური ზემოქმედება, რომელიც გამოწვეულია ჩვენზე თავსმოხვეული ომებით ან დაწესებული სანქციებით.
რაში მდგომარეობს ამ პრობლემის გადაჭრა?
რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ერთმანეთთან დაკავშირებული ქსელების შექმნაში (ენერგიისა და წყლის მილსადენები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სატელეკომუნიკაციო ქსელები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, ავტომაგისტრალები და სარკინიგზო კავშირები).
ამ ქსელებისა და ინფრასტრუქტურის დაკავშირებასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის რესურსების მართვის ეროვნულ კომისიების შორის რეგულარული და უწყვეტი თანამშრომლობა, ასევე ენერგორესურსების სამართლიანი ტარიფირება.
ამ გზით შესაძლებელია ენერგეტიკული კრიზისების პრევენცია და იმ პერიოდებში, როდესაც ერთ ქვეყანაში მოთხოვნა დაბალია, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ჭარბი რესურსების ზუსტი ტარიფირების საფუძველზე იმ ქსელებში ინტეგრირება, რომლებიც აკავშირებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, ირანის, ერაყისა და თურქეთის ქვეყნებს რუსეთთან და ევროპასთან.
ეს რეგიონულ ეკონომიკაზე დაფუძნებული მოდელი შეიძლება გახდეს ევროპისა და აზიის მდგრადობისა და ეკონომიკური ზრდის საფუძველი.
ერთი სიტყვით, ყველას გვჭირდება დიალოგი აზია-ევროპის ენერგეტიკული კავშირის შესაქმნელად და ამ საერთო გზაზე შუა დერეფანი შეიძლება იყოს ამ კონტაქტისა და კავშირის მთავარი წერტილი”-წერს ირანის ელჩი სოციალურ მედიაში.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით

მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, ქალაქში არსებული საცობების განტვირთვისა და გადაადგილების გამარტივების მიზნით გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით.„რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. მინისტრი რევაზ სოხაძეც ესწრებოდა. განხვიხილეთ ალტერნატიული შემოსასვლელები და გასასვლელები დედაქალაქში, რომელიც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძო ავტომობილებით შევთავაზოთ გადაადგილების ალტერნატივა. უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რომელი კონკრეტული გზა იქნება გამოსადეგი ქალაქისთვის და მოგვცემს ქალაქის განტვირთვის შესაძლებლობას. პროცესში ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია. მათი ჩართულობითა და მხარდაჭერით განხორციელდება აღნიშნული პროექტები“, – განაცხადა კახა კალაძემ

დონალდ ტრამპი კითხვაზე, უსაფრთხოების მიზნით შესაძლოა თუ არა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს – არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალს ტრამპი აცხადებს, რომ გასულ კვირას მომხდარი სროლის დროს, როდესაც საიდუმლო სამსახურის აგენტი დაშავდა, ეს „მეგობრულ ცეცხლს“ არ გამოუწვევია. ამის შესახებ მან ჟუნრალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.„ისინი ამბობენ, რომ ეს მეგობრული ცეცხლი არ იყო. ეს არის ის, რაც მე ვიცი“,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტმა შესაძლოა, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ატაროს, ტრამპმა განაცხადა, რომ ამის სურვილი არ აქვს.„არ ვიცი, შემიძლია თუ არა, კიდევ 20 ფუნტით მძიმედ გამოვიყურებოდე. საიდუმლო სამსახურის ზოგიერთი აგენტი კარგი ფიზიკურობის ნიმუშია. არც კი მინდა მასთან ახლოს ყოფნა. თუ გსურთ 20-დან 25 ფუნტამდე მომატება, შეიძინეთ ჟილეტი. გულწრფელად რომ ვთქვა, ჟილეტმა საოცარი სამუშაო გაწია, რადგან ახლოდან გაუძლო ტყვიას და მას საავადმყოფოში წასვლაც კი არ სურდა“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კახა კალაძე: ხვალ ვიწყებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ

ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.გადაცემის წამყვანმა ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაზე ჰკითხა.„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ხვალ ვიწყებთ ამ ყველაფრის განხორციელებას. სერიოზული გამოწვევაა და მოქალაქეებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ადრეულ სტადიაზე გავიგოთ, თუ რაიმე პრობლემის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი. კვლევები იქნება უფასო. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის. ყველას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, თუმცა აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელსაც ხვალ დავიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება.ამასთან, მისივე თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს.„როგორც კი ომი დასრულდება, ის დაეცემა. ის ყველგანაა მიმოფანტული, მსოფლიოს ოკეანეებზეა მიმოფანტული. მაგრამ რაც არ მოხდება, არის ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს ის. ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო სხვა ადგილი იქნება. საწვავში ცოტა მეტის გადახდა აღარ მოგიწევთ. მისი ფასი სწრაფად დაიკლებს, როგორც კი ომი დასრულდება“,- განაცხადა ტრამპმა.

კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები

ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ევრობიუროკრატების ტონი, მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები.„რატომ უნდა მიუერთდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებს, რომელიც თავიდანვე ვიცით დამღუპველი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ძალიან მძიმე იქნება იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად შრომობს, მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს. რატომ უნდა გაჩაღდეს მეორე ფრონტი ქვეყანაში, რომელიც დამანგრეველი და სრული კატასტროფის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კანონპროექტებზეც გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატომ არის პრობლემა გამჭვირვალობა. გვითხრან, აგვიხსნან, დაგველაპარაკონ.მე როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე და აბსოლუტურად ღია ვართ, გახსნილები ვართ, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დროს მაქსიმალურად დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

ბოლო სიახლეები