სამშაბათი, მარტი 4, 2025

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ მიტევების კვირას

საეკლესიო სწავლებით, მართლმადიდებელი ქრისტიანები ყველიერის კვირის ბოლო დღეს ერთმანეთს შენდობასა და მიტევებას სთხოვენ. შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. მიტევების კვირა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში დააწესეს ეგვიპტის უდაბოში მოღვაწე მამებმა.

ამ დღეს ბერები ერთმანეთისგან ცოდვების შენდობას ითხოვდნენ და უდაბნოში აღდგომის საგალობლების გალობით მიდიოდნენ, რადგან არ იცოდნენ, მშვიდობით დაბრუნდებოდნენ თუ არა თავიანთ მონასტრებში აღდგომისათვის. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სწორედ სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ და შენდობისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. შენდობის კვირის შემდეგ იწყება დიდი მარხვა, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გრძელდება

 შენდობის დღეს წასაკითხი ლოცვა

უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო, და გლახაკთა ხელისამპყრობელო, მეუფეო ქრისტე, განამტკიცე და განაბრძვნე გული ჩემი, და მომეც მე სიტყუა, სიტყუა ღმრთისაო, რაითა ლმობიერად გიღაღადებდე: ჰეი მრავალმოწყალეო, მომეც კურნებაი და შემიწყალე მე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.„მსურველი პირები დარეგისტრირებას 2025 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2025 წლის 17 მარტიდან 2025 წლის 4 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება, ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესების დაცვით:იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც სავალდებულოა, მითითებული იყოს შემდეგი ინფორმაცია:ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

📽️აღარც ევროკავშირი თავისი ფორმით, აღარც ის მსოფლიო წესრიგი, რასაც ეძახდნენ აღარ არსებობს – გოგა ხაინდრავა

ევროკავშირი დამთავრდა და ეს აბსოლუტურად ნათელია - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ერთი რამეა გასაგები, რომ აღარც ევროკავშირი თავისი ფორმით, აღარც ის მსოფლიო წესრიგი, რასაც ეძახდნენ აღარ არსებობს, ეს სამარცხვინო სამიტები, რომელიც 3 კვირაში 4 სამიტი ჩატარდა და ლონდონის სამარცხვინო შეხვედრა, რომელიც რისთვის იკრიბებიან აბსოლუტურად გაუგებარია, ამას პოლიტიკური ანანიზმი ჰქვია, სხვანაირად ამას ვერ შეაფასებ... აბსოლუტურ აბსურდში არის ევროპა, ეს ნათელია.  ეს დაწესებულება დამთავრდა. ევროკავშირი დამთავრდა და ეს აბსოლუტურად ნათელია“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ. 

მიშა ანდღულაძე – თითქოს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს რუსები ვეძახე და ამიტომ გამისწორდნენ, არის გამიზნული ტყუილი – ჰააგის პოლიცია ჩართულია

მიშა ანდღულაძემ ისაუბრა ნიდერლანდებში მასზე თავდასხმის დეტალებზე და განაცხადა, რომ ჯგუფი წინასწარ იყო მომზადებული.მსახიობის თქმით, "ჩვეულებრივი კომედი საღამო იყო და მას ამომრჩევლებისთვის რუსები არ დაუძახია".ანდღულაძის აზრით, რაც მოხდა, "თითქოს რელიგიურ ხუმრობას" ეხებოდა, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან "ამომრჩევლებს რუსები უწოდა", ტყუილია.“კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია. ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე.

დონალდ ტრამპი – ევროპამ გაცილებით მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპამ რუსულ ნავთობზე და გაზზე უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე უკრაინის თავდაცვაზე.ამის შესახებ ტრამპი „თრუს სოშიალზე“ წერს.„ევროპამ გაცილებით მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე – ბევრად მეტი“, – წერს ტრამპი.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა, უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ანგრევს ჩვენს ქალაქებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მშვიდობა რაც შეიძლება მალეა საჭირო.„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას. ჩვენ უკვე გვქონდა მოლაპარაკებები და სხვა ნაბიჯები მალე იქნება გადადგმული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი დიპლომატია მართლაც არსებითი გავხადოთ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ანგრევს ჩვენს ქალაქებს. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს. ჩვენ გვჭირდება ომის შეჩერება და უსაფრთხოების გარანტია. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად და ვიმედოვნებთ აშშ-ის მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. მშვიდობა საჭიროა რაც შეიძლება მალე“, – წერს ზელენსკი. 

ბოლო სიახლეები