ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

რომან გოცირიძე: ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დამტკიცება მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ხმების გარეშე ვერ უნდა შეძლოს

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა ისეთი კვორუმით, რომ მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ხმების გარეშე მისი დამტკიცება ვერ შეძლოს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„მმართველი გუნდის წარდგენილ დოკუმენტში, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერი და მისი დანიშნულები ვის და როგორ ემორჩილებიან ძალიან კარგად ვიცით. თავისუფლების ხარისხი იქნება ნული. ჩვენს შემთხვევაში ვთვლით, რომ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა ისეთი მაღალი კვორუმით, რომ მმართველმა გუნდმა ვერ შეძლოს ოპოზიციის ხმების გარეშე მისი დამტკიცება“, – აღნიშნა გოცირიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯო უილსონი – პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა

პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა , - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ.“ოქტომბერში თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:ყოველდღიურად ანტი-ამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;ოპოზიცია აკრძალა;უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა.პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა”, - წერს უილსონი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი 5-ტომეული გამოცემის - „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, საინჟინრო ლექსიკონი რამდენიმე წლის განმავლობაში სამშენებლო ფაკულტეტზე მუშავდებოდა. მისი ავტორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები - პროფესორი თამაზ ხმელიძე, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი და დამოუკიდებელი მკვლევარ-დიზაინერი კახაბერ ხმელიძე არიან.ახალი ტექნიკური გამოცემის წარდგენა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის - „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ - ფარგლებში მოხდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი) პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის მონაწილე მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შედგენაში, ძირითადი ავტორების გარდა, წვლილი შეიტანეს სამშენებლო ფაკულტეტის 48 პროფესორმა და სტუდენტებმა, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. გამოცემაში 16 350 ტერმინია თავმოყრილი. ზურაბ გვიშიანის თქმით, 5-ტომეულის ავტორთა მიზანია, ქართველ მშენებლებს, არქიტექტორებს, გეოლოგებს, ენერგეტიკოსებსა და ჰიდროინჟინრებს, ასევე აღნიშნული მიმართულებების სტუდენტებს, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით მიაწოდოს მშენებლობასა და მის მომიჯნავე დარგებთან დაკავშირებული ტერმინები და მათი სრულყოფილი განმარტებები.ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორის, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ თამაზ ხმელიძის განცხადებით, ახალი გამოცემა სამიზნე ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი, ილუსტრირებული და ამავდროულად, იოლად გასაგებ ენაზეა შედგენილი. თამაზ ხმელიძის თქმით, ლექსიკონი, რომელიც მშენებლობის ძირითადი მიმართულებების კლასიფიკაციას მოიცავს და მაქსიმალურად სრულყოფილად გადმოსცემს ტერმინებს, სიტყვებსა და ტექნიკურ ფრაზეოლოგიებს, სპეციალისტებს მშენებლობის დაპროექტება-განხორციელების პროცესში თანამედროვე მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენების საშუალებასაც მისცემს. ამ მიზნით, ავტორებმა გამოიყენეს პროგრამა TLTERM-ი (ტერმინთა ბაზის პროფესიული რედაქტორი) და ტერმინოლოგიის მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამა TLEX SUITE-ი.როგორც „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია, რადგან ენა მუდმივად ცვალებადი ფენომენია, რომელიც ასევე მუდმივად ივსება ახალი სიტყვებით, ტერმინებითა და მცნებებით, ხოლო ეს პროცესი განსაკუთრებით აისახება მშენებლობის სფეროზე. დავით გურგენიძის თქმით, ლექსიკონზე მუშაობას ართულებს ის ფაქტიც, რომ განუწყვეტლივ იცვლება ტერმინთა და მცნებათა გამოყენების არეალი.„მშენებლობის დიდი მასშტაბები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის ამოცანები მოითხოვს სამშენებლო ინდუსტრიის, კერძოდ, საშენი მასალების, კონსტრუქციების, ტექნოლოგიების, დაგეგმვის, მენეჯმენტის, დაპროექტების, გაანგარიშების მეთოდების, უსაფრთხოების ნორმების და სხვა მრავალი ნიუანსის გათვალისწინება-ასახვას. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, სამეცნიერო კვლევებთან, IT ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან. ვიმედოვნებთ, ახალი ხუთტომეული ლექსიკონი გაამდიდრებს, როგორც ქართულ ენას, ასევე, ახალგაზრდა სპეციალისტებს დარგის პროფესიონალებად ფორმირებაში შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ – ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა, მოგიწოდებთ ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ პოლიტიკური დევნის მორიგ, კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.„არალეგიტიმური ე.წ. პრემიერის გუშინდელი სამარცხვინო წერილის შემდეგ, რომელიც ცხადად აჩვენებს ივანიშვილის დაჯგუფების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას, „მეგობარი აქტით“ დაანონსებულ მკაცრ სანქციებს და ქართული საზოგადოების უწყვეტ ბრძოლას რეჟიმმა რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა.თეა წულუკიანის და კრიმინალთა, მოღალატეთა რეჟიმის მიერ ორგანიზებულ სამარცხვინო, რუსულ, ფსევდოსასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და რუსებთან თანამშრომლობაზე დემონსტრაციული უარის თქმის გამო სანქცირებულმა მურუსიძის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.ჩვენთვის ცხადია, რომ, საერთაშორისო ზეწოლის გარდაუვალ ზრდასთან ერთად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ეცდება მარწუხების მოჭერას და საზოგადოების დატერორებას, თუმცა მათი რესურსები იწურება, წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების ნება კი ძლიერი და გაუტეხელია.ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.მოგიწოდებთ სიმტკიცის, პრინციპულობის, ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისაკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისათვის“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. მეგობარი აქტი თავიდან ბოლომდე, შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან – როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გავლენები ტრამპმა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა

ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს, - განაცხადა დღის ქრონიკაში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ტრამპი მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ ბოლომე ვერ აღმოფხვრა „დიფ სთეითის“ გავლენები და სწორედ ამას უკავშირდება აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პაუზა, თუმცა მისივე თქმით, საქართველო ვალდებული იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით პოზიცია დაეფიქსირებინა.„მოდით შევახსენოთ საზოგადოებას რა იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში: ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ერთ-ერთი მთავარი; ჩვენ გვახსოვს ბაიდენის ცნობილი სიტყვები - ტრანსგენდერი არის ამერიკის სულიერი მისიაო. ჩვენ ვამბობდით, რომ ოჯახური ღირებულებაა მთავარი. ამავდროულად კანდიდატი იყო ტრამპი და ის ამბობდა, რომ ოჯახური ღირებულება მთავარი. ასევე, მეორე ფრონტი იყო პრობლემა საქართველოში, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ მეორე ფრონტი აუცილებელია, რათა რუსეთი დასუსტდეს. უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში - ამას ამბობდა წინა ადმინისტრაცია ამერიკაში, იმიტომ რომ მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მოემზადება მერე ევროპაში შეჭრისთვისო და ასე შემდეგ. ჩვენ კი ამას ვეწინააღმდეგებოდით და ვამბობდით, რომ მეორე ფრონტი ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. თქვენ იცით რომ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ფარკასი, პირდაპირ ტელევიზიით, ინტერვიუში ამბობდა - მერე რა რომ რუსეთი შემოიჭრება, თქვენ 10 000-20 000 ადამიანი დაგეხოცებათ, მეტი არა, მერე გავარდებით, პარტიზანული ბრძოლები თქვენთვის მოსახერხებელია, იბრძოლებთ და ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებითო. როგორ არიან უკრაინის გვერდით, ჩვენს დავინახეთ. ანუ ეს რეალური იყო და შესაბამისად პრეზიდენტი ტრამპი ამ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა ბაიდენს და რეალურად არჩევნები მან მოიგო იმიტომ, რომ ტრანსგენდერულ სიგიჟეებს დავასრულებ და ოჯახურ ღირებულებას ამოვწევო, სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ ჩარევებს აკრძალავო ეს მართლაც გააკეთა, USAID-ი გააუქმა. სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობდა, რომ ეროვნულმა უმცირესობებმა უნდა წამოწიონ წინა ხაზზე თავიანთი ეროვნული ღირებულებებიო. რეალურად ამით მოიგო ტრამპმა არჩევნები. 3 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ, ხალხის ძალამ იმ განცხადებების გაკეთება, რასაც მერე უკვე ტრამპი, ოფიციალურად პრეზიდენტის რანგში ამბობდა და საუბრობდა. თუმცა, მოლოდინები არ შეგვიქმნია არასდროს რომ თუნდაც ტრამპი 24 საათიდან 1-2 საათი დაკავდებოდა დღეში საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ის რა პერიოდიც გავიდა ახლა, უკვე 4 თვე და ცოტა მეტი, - ეს ნიშნავს იმას რომ უკვე რაღაც დღის წესრიგი უნდა შექმნას პარტნიორმა, ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა. ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყანაში არ უნდა ჩაერიო, სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს და ყველაფერი პირიქით წერია ამ ე.წ. მეგობარ აქტში.როგორც ჩანს დიფ სთეითის გავლენები მთლად ბოლომდე ვერ აღმოფხვრა ტრამპმა, ანუ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამ პაუზის, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ეს ვალდებულება გვაქვს, (პრემიერმაც ამიტომ მიწერა ეს წერილი და ჩვენც განცხადება ამიტომ გავაკეთეთ დადგენილებით პარლამენტში) რომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ცნობილი, არა მხოლოდ ტრამპის მიმართ, არამედ მსოფლიო საზოგადოების მიმართ. სიმართლე ძლიერია, სიმართლეს სად გაექცევი? სამი წელი რასაც ჩვენ ვამბობდით და ვამტკიცებდით ოჯახურ ღირებულებაზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე, ჩაურევლობაზე უსამართლობაზე, მერე მოდის პრეზიდენტი ტრამპი და იგივე ნარატივით იგებს არჩევნებს, აგრძელებს მერე მსოფლიო დღის წესრიგის შექმნას და ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში იღებენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსის მქონე ეგრეთ წოდებული მეგობარ აქტს - სად არის აქ სიმართლე? იმედია, რომ არ მოაწერს ხელს ისეთ აქტს, რომელიც პირველი რიგში თავისივე პოლიტიკას ეწინააღმდეგება“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, რომლებიც დაგეგმილია 15 მაისს სტამბოლში. ამის შესახებ იუწყება „კომერსანტი“ წყაროს მითითების გარეშე. სხვა დეტალებს გაზეთი არ ასახელებს.ვინ წარმოადგენს რუსეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ჯერჯერობით უცნობი რჩება.14 მაისის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერ არ არის მზად, დაასახელოს რუსული დელეგაციის შემადგენლობა, რადგან ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუცია შესაბამისი მითითებები.

ბოლო სიახლეები