პარასკევი, აპრილი 17, 2026

„როიტერი“ – სტივ უიტკოფი და აბას არაღჩი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ერთმანეთს თურქეთში შეხვდნენ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ერთმანეთს თურქეთში შეხვდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანელ და ამერიკელ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ისმაელ ბაღაის განმარტებით, თეირანი განიხილავს სხვადასხვა ასპექტს მოლაპარაკებებისთვის და აღნიშნავს, რომ ირანისთვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც ქვეყანას სურს, მალე გაუქმდეს მისს მიმართ დაწესებული სანქციები.

ირანში აცხადებენ, რომ „ახლა ბურთი ტრამპის მოედანზეა“, რამდენადაც ისინი მზაობას გამოთქვამენ, წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე, როგორიცაა ურანის გამდიდრება, მათ შორის, დათმონ 400კგ-მდე გამდიდრებული ურანი და უარი თქვან მის შემდგომ გამდიდრებაზე. თუმცა სანაცვლოდ თეირანს სურს, რომ ამერიკამ თავისი სამხედრო აქტივები ირანისგან მოშორებით გაიყვანოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს მოლაპარაკების დასაწყებად სამი წინაპირობა წაუყენა: ურანის გამდიდრებაზე უარის თქმა, ბალისტიკური პროგრამის შეზღუდვა და მარიონეტული რეგიონული ძალების დაფინანსების დასრულება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი დარწმუნებულია, რომ აშშ-თან შეთანხმებას მიაღწევენ. მისი თქმით, ირანმა დაკარგა ნდობა შეერთებული შტატების მიმართ, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა ხელს უწყობს „ნაყოფიერ“ მოლაპარაკებებს აშშ-თან. როგორც არაღჩი აღნიშნავს, მოლაპარაკებები უნდა შეეხოს მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას, რის სანაცვლოდაც ირანი მოითხოვს ამერიკული სანქციების მოხსნას და უფლებას, გააგრძელოს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანი მზად არის ომისთვის, რაც „კატასტროფა იქნება ყველასთვის“ და რეგიონში მდებარე ამერიკული ბაზები ირანის სამხედრო სამიზნე გახდება.

ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს დონალდ ტრამპს, რომლის თქმითაც, თუ ირანთან შეთანხმება არ შედგება, ამერიკას უკვე განთავსებული ჰყავს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ხომალდები ირანის სიახლოვეს და გაირკვევა, გამოიწვევს თუ არა ამერიკის შეტევა რეგიონულ ომს, როგორც ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ამბობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ სამხარაძე: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების მთავარ მიმართულებებზე ვისაუბრებთ, თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხია განსახილველი, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.მან ასევე ისაუბრა სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეის შესახებ და აღნიშნა, რომ ღონისძიების ლაიტმოტივი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა.„რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი, რომელიც ამ ღონისძიებასაც ლაიტმოტივად გასდევდა, იყო მშვიდობის დამყარება როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ზოგადად მსოფლიოში. ამ მხრივაც მოვისმენთ თურქული მხარის პოზიციებს და გავიგებთ, თუ რა ხდება მოლაპარაკებებში, რამდენადაც ამ მოლაპარაკებებში თურქეთი აქტიურად არის ჩართული. ღონისძიება გრძელდება, ჩვენ ველოდებით, რომ მისი დასრულების შემდეგ იქნება რეზოლუცია, რომელიც ძირითადად დაეყრდნობა გაეროს ფუნდამენტურ პრინციპებს და იქნება ყველა მოწოდება ყველა ქვეყნისათვის, რომ პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს”, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარის შეხვედრა უახლოეს წუთებში დაიწყება.ცნობისთვის, სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ევროკავშირს, ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შემუშავდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომის შემუშავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები გამართა გერმანიის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ირლანდიის ლიდერებთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან. საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ კოორდინირებული მიდგომა გააძლიერებს როგორც ბავშვებისა და მოზარდების დაცვას ციფრულ სივრცეში, ისე მსხვილი ონლაინ პლატფორმების პასუხისმგებლობას.როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, ესპანეთი და საბერძნეთი, უკვე განიხილავს შეზღუდვების დაწესებას. თუმცა, თითოეულ ქვეყანაში განსხვავებული წინადადებებია წარმოდგენილი, სხვადასხვა მინიმალური ასაკითა და დაცვის მექანიზმებით, რაც ევროკავშირში არაერთგვაროვანი წესების შექმნის რისკს აჩენს.მაკრონს სურს, ეს ინიციატივები ევროკავშირის დონეზე ერთიანი იყოს.საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას ითვალისწინებს. პორტუგალიის პარლამენტმა პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც 13-დან 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელებით სარგებლობისთვის მშობლების მკაფიო თანხმობა დასჭირდებათ. დიდი ბრიტანეთი განიხილავს 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერაში კიდევ უფრო დარწმუნდა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის მხარდაჭერაში კიდევ უფრო დარწმუნდა. ამის შესახებ სვირიდენკომ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.სვირიდენკომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახაზინო მდივანთან, სკოტ ბესენტთან შეხვედრა პოზიტიური და მეგობრული იყო.„ვფიქრობ, ბესენტი უკრაინის გვერდით დგას და უკრაინას უჭერს მხარს“, – განაცხადა სვირიდენკომ.მისი თქმით, შეხვედრის დროს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ უნდა შესუსტდეს, გადაიდოს ან გაუქმდეს.სვირიდენკომ აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორები სრულად აცნობიერებენ სანქციების გამკაცრების მნიშვნელობას, რათა რუსეთი დასუსტდეს და სანქციების გვერდის ავლის გზები შეიზღუდოს.უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის დასრულება მისი ოცნებაა, თუმცა ეს უნდა მოხდეს მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებით, ეკონომიკური განვითარების გეგმითა და ქვეყნის აღდგენის პროგრამით.„უკრაინელ ხალხს იმ ცხოვრების უფლება აქვს, რომელსაც იმსახურებს, რადგან ისინი ასე გამორჩეულად იბრძოდნენ“, – განაცხადა სვირიდენკომ.უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ორდღიანი შეხვედრების შემდეგ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა იგრძნო.„ორდღიანი შეხვედრების შემდეგ ჩემი პირველი აზრი ის არის, რომ ყველაფერი შეიცვალა“, – განაცხადა სვირიდენკომ და აღნიშნა, რომ განწყობა უფრო კონსტრუქციული იყო, ვიდრე წინა შეხვედრებზე.ამასთან, „როიტერთან“ ინტერვიუში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.სვირიდენკომ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, სადაც ვიქტორ ორბანი ხელისუფლებიდან წავიდა, შესაძლებელი გახდება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღება, ასევე 90 მილიარდი ევროს სესხის დამტკიცება, რომელსაც ბუდაპეშტი ბლოკავდა.მისივე თქმით, ეს დადებითად აისახება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზეც.„ყველა უკრაინელი თავს ევროკავშირის ოჯახის ნაწილად გრძნობს და ვფიქრობ, ისინი იმსახურებენ იქ ყოფნას. ახლა ჩვენთვის შესაფერისი დროა, უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებული გზა მივიღოთ“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტრამპი – იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ კარგად მოიქცევა, თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება, მშვიდობა საბოლოოდ უნდა დამყარდეს

ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი „ჰეზბოლას“ შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს.„იმედი მაქვს, „ჰეზბოლა“ ამ მნიშვნელოვან პერიოდში კარგად მოიქცევა. თუ ასე მოიქცევიან, ეს მათთვის შესანიშნავი მომენტი იქნება. მკვლელობები აღარ იქნება. საბოლოოდ მშვიდობა უნდა დამყარდეს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.როგორც ტრამპი აღნიშნავს, შესაძლოა, ეს ისტორიული დღე იყოს ლიბანისთვის.

მარია ზახაროვა აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება “მძიმე დარტყმას” მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება "მძიმე დარტყმას" მიაყენებს მის ტურისტულ ინდუსტრიას და დააკარგინებს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა. „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის ახლობლებს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებას, რომლებიც საქართველოში და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეურთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს,“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მიმართულებით. „ევროკავშირში გაწევრიანება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია,“- დასძინა ზახაროვამ. ასევე ზახაროვას თქმით, საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება, გამოიწვევს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას. "ეს უბრალოდ ანტირუსული სანქციები არ არის - ეს არის არალეგიტიმური, უკანონო სანქციები, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დაწესდა. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად საქართველოსთვის? მაგალითად, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას და მკაცრი სავიზო რეჟიმის შემოღებას,“ — განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები