პარასკევი, ივნისი 26, 2026

„როიტერი“ – ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი „არ იცავს უკრაინას“ და უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტი არ მოიცავს უსაფრთხოების იმ ნაწილს, რომელიც კიევს სჭირდება.

„ეს დღეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. ეს არ არის სუვერენული უკრაინის ინტერესებში. აღნიშნული შეთანხმება არ გვიცავს. ის ჯერ არ არის მზად ჩვენი და ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ინვესტიციებზე და ეს სამართლებრივად სწორად, მართებულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა შეთანხმების ხელმოწერაზე. წყაროების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა წარადგინა დოკუმენტი, რომელიც აშშ-სთვის უკრაინის კრიტიკული მინერალების 50 პროცენტის ფლობას ითვალისწინებდა.

წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა შეთანხმების პროექტი კიევში ვიზიტისას წარადგინა.

როგირც „როიტერი“ წერს, ზელენსკის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღოს გარანტიები, თუმცა დოკუმენტი ამ გარანტიებს არ მოიცავდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერის ხელმოწერით 25 ივნისს გამოქვეყნდა.ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მერაბ ტურავა თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან არის გათავისუფლებული.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2026 წლის 25 ივნისიდან”,- ნათქვამია ბრძანებაში.

რუსეთმა თევზეულის იმპორტი ყველა სომხური საწარმოდან შეაჩერა

რუსეთმა სომხეთიდან თევზის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვები გააფართოვა და კიდევ ორი სომხური კომპანიის პროდუქციის სერტიფიცირება დროებით შეაჩერა იქამდე, ვიდრე ისინი ადრე გამოვლენილ დარღვევებს არ გამოასწორებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია „როსსელხოზნადზორზე“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახური) დაყრდნობით ავრცელებს.ეს ნიშნავს, რომ სომხეთიდან რუსეთში ყველანაირი თევზეულის მიწოდება შეჩერებულია.უწყებაში განმარტავენ, რომ „როსსელხოზნადზორმა“ ადრე სომხურ მხარეს ყველა თევზის პროდუქტის სერტიფიცირების დროებით შეჩერება მოსთხოვა, გარდა შემოწმებაში უშუალოდ ჩართული კომპანიებისა - შპს „მფ ექსპორტი“ და შპს „ინვესტ პლუსი“. ამ კომპანიებისთვის კი მკაცრი ლაბორატორიული მონიტორინგის რეჟიმი შემოიღეს.„შემდგომში, მასალების ანალიზის შემდეგ, მომზადდა წინასწარი ანგარიში და მიღებულია გადაწყვეტილება ამ კომპანიების პროდუქციის სერტიფიცირების დროებით შეჩერების შესახებ, სანამ გამოვლენილი დარღვევები არ გამოსწორდება და საჭირო დამადასტურებელ მასალებს არ წარმოადგენენ“, - აცხადებენ „როსსელხოზნადზორში“.მათი მტკიცებით, უწყება სომხურ მხარესთან თანამშრომლობს რუსეთის ბაზარზე გასატანი თევზისა და თევზის პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სასამართლომ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე დაკავებულ პირებს, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.ბრალდება ასევე წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას, მათ მიმართ სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება არ გამოიყენა."კურიერის" მოპოვებული ინფორმაციით, ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე და ოთარ ფარცხალაძის საქმეზე ძებნილი ერთ-ერთი პირი მიხეილ ჩოხელია. ის წლების წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა. მისი სახელი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეშიც ფიგურირებს. გასულ წელს ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან თითქმის 3 მილიონი დოლარი ამოიღეს.სასამართლოს გადაწყვეტილებასა და საქმის დეტალებზე ბრალდებულების ინტერესების დამცველი საუბრობს."გამოძიება ედავება 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას - ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ჩვენ, ამ ეტაპზე, რისი განხილვაც იყო და რა პროცესიც შედგა, ამომწურავად გავეცით პასუხი, თუმცა მივიჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სათანადოდ წარვდექით სასამართლოს წინაშე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა პატიმრობა," - განაცხადა ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ.საქმის პროკურორმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რატომ შეეფარდათ პატიმრობა საქმეში ფიგურანტ სხვა პირებს. "სასამართლომ ჩვენი დასაბუთება სრულად გაიზიარა და ყველა ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი სახე - პატიმრობა. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები არიან დაკავების გარეშე, მათ მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული მათგანი გამოძიების ეტაპზე აღიარებს მათთვის ბრალად შერაცხილ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, ამავდროულად, თანამშრომლობს გამოძიებასთან და უთითებენ იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და შესაბამისი როლები ჰქონდათ განაწილებული," - განაცხადა პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ.

გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია

საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია.„ძალიან ბევრ საკითხს ნათელი მოეფინა, რომელიც ადრე დაფარული და საკამათო იყო. სად დგას საქართველო? - საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ყველა სტანდარტით წინ არის ევროპულ ქვეყნებზეც (არამარტო კანდიდატ ქვეყნებზე). ჩვენ გზისთვის არ გადაგვიხვევია და საგარეო პოლიტიკის ეს თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელზედაც საუბარი ენება დღეს პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ვოლსკიმ.პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება.

ვენესუელის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა

ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ვენესუელის ჯანდაცვის მინისტრი კარლოს ალვარადო ავრცელებს.მისივე თქმით, ამ დროისთვის დაშავებულთა რაოდენობა 4 300-ია, 200-ზე მეტი ადამიანი კი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.სტიქიურმა უბედურებამ, სულ მცირე, 3 000 სახლი გაანადგურა.ვენესუელელებისთვის შეიქმნა ვებგვერდი, სადაც მიწისძვრების შემდეგ დაკარგული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა შესაძლებელი. ბოლო ინფორმაციით დაკარგულად ითვლება 40 000-მდე ადამიანი.ვენესუელაში ორი ძლიერი, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ბოლო სიახლეები