ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

„როიტერი“ – ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის

ევროპული ძალისხმევა უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად, სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, სხვა ალტერნატივებზე გადადის, – ამის შესახებ „როიტერი“ ვრცელ სტატიას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ევროპაში სამხედროების გაგზავნის ნაცვლად, ალტერნატიული გზის მოძებნა საჭირო გახდა იმიტომ, რომ არსებობს პოლიტიკური და ლოგისტიკური შეზღუდვები, აგრეთვე რუსეთისა და შეერთებული შტატების მოსალოდნელი წინააღმდეგობა.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონი და პარიზი რამდენიმე კვირაა, გეგმაზე მუშაობენ, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ათასი სამხედროს გაგზავნას უკრაინაში მომავალი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, დიპლომატები აღიარებენ, რომ ასეთი ძალის გაგზავნა სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება.

„უკრაინა როდესაც უფრო კარგ ვითარებაში იყო, სამხედრო ძალების გაგზავნის იდეა მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ ამჟამად, იმ ვითარებაში, რომელიც არის და აშშ-ის მიმდინარე ადმინისტრაციის პირობებში, ეს აღარ არის მიმზიდველი“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა „როიტერთან“.

„როიტერი“ წერს, რომ უკრაინა უკვე დიდი ხანია, რაც მკაცრ გარანტიებს ითხოვს, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმა, როდესაც ომი დასრულდება. ამასთან, „როიტერის“ ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი როდესაც ვაშინგტონში ტრამპს შეხვდნენ, მაშინვე გაუზიარეს აშშ-ის პრეზიდენტს სამხედროების გაგზავნის იდეა, რაზეც ტრამპი არ იყო უარყოფითად განწყობილი, თუმცა მოგვიანებით, ამერიკაში ამ იდეის მიმართ უფრო მეტი სკეპტიკურად განეწყო. როგორც მედია აღნიშნავს, მაშინ ბრიტანეთიც და საფრანგეთიც აშშ-სგან ითხოვდა „სარეზერვო“ გარანტიას, უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნის შემთხვევაში, თუმცა რას გულისხმობდნენ ამაში, უცნობია.

შეგახსენებთ, 27 მარტს საფრანგეთში გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი. „როიტერი“ წერს, რომ პარიზის სხდომაზე განხილვა შეეხება სხვადასხვა საკითხს, მაგალითად, როგორ გაძლიერდეს უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით მომავალი თავდასხმების შესაკავებლად, როგორ მოხდეს ზღვასა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეზღუდული ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რაც განხილული იქნა აშშ-ის მიერ რუსეთთან შეხვედრის დროს საუდის არაბეთში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ზერეკიძე: 2007 წლის 13 აგვისტოს 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის “კრიტში”, 6 მანქანა იყო ეზოში, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები, რომ შევედი, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები,...

სტადიონზე ჩაგვიყვანეს, ზაფხულია, 13 აგვისტო, უცებ დიდი კარი იღება, მანქანები და სპეცრაზმი შემოდის და 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის "კრიტში", - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ, რომელიც 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საკუთარი პატიმრობის წლებს იხსენებს.მისი განცხადებით, 120 არასრულწლოვანი ავჭალის კოლონიიდან ე.წ. კრიტში გადაიყვანეს, სადაც მათ ოთხი თვე გაატარეს. ზერეკიძემ აღნიშნა ისიც, რომ "კრიტი", სადაც არასრულწლოვანები იყვნენ, ზრდასრული პატიმრებისთვის კარცერად გამოიყენებოდა."სანამ გადაგვიყვანდნენ, ციხის მანქანები ხომ რკინისაა, 6 მანქანა იყო ეზოში, სახურავი ხომ გახურებული იყო, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები. მე ბოლოსკენ ამიყვანეს და რომ შევედი შიგნით, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები, საერთოდ, ჰაერი კი არა, გეგონებოდა, "დუშიდან" გამოხვედიო.ბუნტი არ ყოფილა, იყო უბრალოდ ყვირილი და ამ ბუნტის ორგანიზატორობაზე, ერთ პატიმარს ხელის დარტყმაზეც დაუმატეს და გადაგვიყვანეს რუსთავის მეორეს "კრიტში". იქ ვიყავით 4 თვის განმავლობაში ჩამწყვდეულები - სადაც ჩვენ ვიყავით, დიდი პატიმრებისთვის ეგ კარცერად იყო განკუთვნილი. მერე ისევ დაგვაბრუნეს ავჭალაში. ნელ-ნელა დროც გადიოდა და ერთ-ერთ გამოსვლაში ლომაია ამბობს, რომ თურმე, ჩემმა მშობლებმა ასაკი გადამიკეთეს და ვარ 16 თუ 17 წლის, როდესაც მართლა 14 წლის ვიყავი. მაგასაც კი მაბრალებდნენ, რომ ვითომ მე არ ვიყავი 14 წლის." - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოსგან ტერმინ „დემოკრატიის შუქურის“ დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა უცოდინრობაა ან ცინიზმი

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოს მხრიდან ტერმინის „დემოკრატიის შუქურა“ დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ პოსტს, სადაც ნათქვამია: „სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ – ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების შევიწროების მიზნით იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება“.პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ჩეხეთის საელჩო თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს.„ტერმინი „დემოკრატიის შუქურა“ მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო.საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლების პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოს მხრიდან ამ ტერმინის დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი.სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი ზერეკიძე: ახალაიამ თანამშრომელს ერთ პატიმარზე ჰკითხა, დაგარტყაო? არ დაურტყიაო და როგორ არ დაურტყიაო – თვითონ, თანამშრომლების წინაშე დაარტყა ციხის თანამშრომელს და მერე სამ...

გადამიყვანეს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში, იმდენი არასრულწლოვანი პატიმარი იყო საქართველოში, მორიგეობა იყო ძილზე. ბავშვები იმხელა ზონაში ვერ ვეტეოდით, გადავსებული იყო. მარტო ავჭალის კოლონიაში ვიყავით 280 ბავშვი, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.ზერეკიძემ პატიმრობის წლები, მათ შორის, "ციხის ბუნტის" დღე გაიხსენა, რომელიც პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიამ არასრულწლოვანთა კოლონიის ერთ-ერთ თანამშრომელს ერთ პატიმარზე ჰკითხა, თუ დაარტყა, უარის მიღების შემდეგ კი, თავად ახალაიამ დაარტყა აღნიშნულ თანამშრომელს და ამაზე შემდეგ სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი."ავჭალაშიც მოგვიწყვეს პროვოკაცია, როგორც გახსოვთ, 2007 წლის 12 აგვისტო იყო, მოხდა ბუნტი. მაგ დროს ახალაიაც იყო შემოსული, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძეც იყო შემოსული. ამ ახალიამ ჰკითხა თანამშრომელს ერთ პატიმარზე, დაგარტყაო? არა, არ დაურტყიაო და როგორ არ დაურტყიაო და თვითონ, შემოსასვლელ კარში თანამშრომლების წინაშე დაარტყა ლაშა ტალახაძეს და მერე სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი. წინა დღეს სპეცრაზმი იყო შემოსული და "ზონაში" შემოსვლა ვერ გაბედეს, იმიტომ, რომ ბავშვებმა დავიწყეთ ყვირილი და ხმაური, ბაჩო ახალაია იქით იყო, ვერ მოდიდოდა, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძე გვესაუბრებოდა ბავშვებს, ახალაია საერთოდ არ მოდიოდა ჩვენკენ. მეორე დღეს რომ გათენდა, დილის შემოწმება ჩავიარეთ ჩვეულებრივად და ცოტა ხანში, კიდევ ერთხელ უნდა ჩავატაროთ შემოწმებაო, სტადიონზე ჩაგვიყვანეს, ზაფხულია, 13 აგვისტო, უცებ დიდი კარი იღება, მანქანები და სპეცრაზმი შემოდის და 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის "კრიტში". ოღონდ, სანამ გადაგვიყვანდნენ, ციხის მანქანები ხომ რკინისაა, 6 მანქანა იყო ეზოში, სახურავი ხომ გახურებული იყო, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები. მე ბოლოსკენ ამიყვანეს და რომ შევედი შიგნით, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები, საერთოდ, ჰაერი კი არა, გეგონებოდა, "დუშიდან" გამოხვედიო. " - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

„ის არ წარმოადგენს ჩვენს პარტიას და ეს არის მისი პერსონალური აზრი“ – ტატა ხვედელიანი ნატალია საბანაძეზე

პარტია ”გახარია საქართველოსთვის” წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ნატალია საბანაძე, რომელსაც Byline Times-ის სტატია ეყრდნობა, გახარიას პარტიას არ წარმოადგენს და ის 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე, საერთაშორისო მიმართულებებით გიორგი გახარიას მრჩეველი იყო.მისი თქმით, სტატიაში მოყვანილი მოსაზრება მისი პერსონალური შეხედულებაა."ის არ წარმოადგენს ჩვენს პარტიას. 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე ის იყო გიორგი გახარიას მრჩეველი საერთაშორისო მიმართულებებით. სხვა საკითხებში ჩვენი ურთიერთობები დასრულებულია ამ ნაწილში. ეს არის მისი პერსონალური აზრი. რაც შეეხება სტატიის დაფინანსებას, ამის კომენტირებას ვერ გავაკეთებ, რადგან ჩვენ ზუსტად არ ვიცით ვისი დაფინანსებით, ვისი დაკვეთით კეთდება ეს სტატია", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 42 წლის გახდებოდა

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 42 წლის გახდებოდა.არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

ბოლო სიახლეები