კვირა, ივნისი 1, 2025

როდის, როგორ და ვინ აირჩევს 2025 წელს პრეზიდენტს – პარლამენტის თავმჯდომარის განმარტება

როდის, როგორ და ვინ აირჩევს 2025 წელს პრეზიდენტს, როდის და სად ჩატარდება პრეზიდენტის ინაუგურაცია – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკითხი მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგიაში შემავალი 300 ადამიანი აირჩევს, რომელთაგან 150 პირი, პარლამენტის წევრი იქნება. მისივე თქმით, არჩევნებს პარლამენტის შენობაში ცესკო ჩაატარებს.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, მომავალი პრეზიდენტი იქნება პირველ რიგში პატრიოტი, რაც წინა და მოქმედ პრეზიდენტს განსაკუთრებით აკლდათ.

„ის იქნება ქართველი პატრიოტი და ეს არის როგორც აღმოჩნდა ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი არ არის მხოლოდ გულზე მჯიღის ცემა, ეს არის პასუხისმგებლობის გააზრება საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე, რომელიც წინა პრეზიდენტებს აკლდათ, განსაკუთრებით მოქმედს, რომელიც საბოლოო ჯამში ქართველად ვერ შედგა.

ჯერ ჩვენ დავასახელებთ არჩევნების თარიღს, ყველაფერი პროცედურების მიხედვით იქნება და ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი. როგორც იცით ორი საკითხია – პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია. პირველად მოხდება არაპირდაპირი არჩევა პრეზიდენტის და ამით ჩვენ დავასრულებთ სრულად საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას. სამასი წევრისგან შემდგარი კოლეგია იქნება, რომლის ნახევარია პარლამენტის წევრები, მეორე ნახევარი კი აჭარა-აფხაზეთის უზენაესი საბჭოები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. არჩევნები პარლამენტის შენობაში შედგება და ჩაატარებს ცესკო. სხდომათა დარბაზში მოეწყობა საარჩევნო უბანი და კანონი ითვალისწინებს, რომ არჩევნების დღეს, 9-დან 2 საათამდე მოდიან კოლეგიის წევრები, არის ღია კენჭისყრა ბიულეტენით. შემდეგ ამას დაითვლის ცესკო. ეს ყველაფერი გადაიცემა პირდაპირი ეთერით. თუკი კანდიდატურა ორ მესამედს – 200 ხმას ვერ მოიპოვებს, ამის შემდეგ მეორე ტური ტარდება და უკვე ნახევარზე მეტი ხმის მიღებით ხდება არჩევა. რაც შეეხება ინაუგურაციას, კანონით დავაზუსტეთ, მივყევით იმ ტრადიციებს რაც არის ხოლმე საპარლამენტო რესპუბლიკებში და ინაუგურაცია ჩატარდება პარლამენტის სასახლეში. არჩევნების შემდეგ მესამე კვირას ჩატარდება ინაუგურაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

,,საოცარი მსგავსება – წმინდა მამა გაბრიელ სალოსი და ხვიჩა კვარაცხელია ❤️ მგონია, რომ ეს ბიჭი ღვთის საჩუქარია ჩვენი ქვეყნისთვის” – რა ფოტოები ვრცელდება სოციალურ...

სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრებისა და ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოები ვრცელდება და წერენ, რომ სპორტსმენი ფიზიკურად ძალიან ჰგავს წმინდა მამა გაბრიელ სალოსს.,,საოცარი მსგავსება - წმინდა მამა გაბრიელ სალოსი და ხვიჩა კვარაცხელია ❤️ მგონია, რომ ეს ბიჭი ღვთის საჩუქარია ჩვენი ქვეყნისთვის''- წერს სოციალორ ქსელში  ელისაბედ ჩოხელი

“ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია, სრულყოფილი, იმედიანი სიყვარულის” – რომის პაპი

რომის პაპმა ქორწინების საიდუმლოზე იქადაგა. ლეო მეთოთხმეტე აცხადებს, რომ ქორწინება ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია.პონტიფიკოსმა კვირის წირვაზე თანამედროვე ოჯახების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება."ქორწინება არა რაიმე იდეალი, არამედ ქალსა და მამაკაცს შორის ჭეშმარიტი სიყვარულის კანონია: სრულყოფილი, იმედიანი, ნაყოფიერი სიყვარულის. ის ერთ ხორცად გაქცევთ, იგივე სიყვარული გხდით ღვთის ხატად, გაძლევთ სიცოცხლის დაბადების უნარს. მართალია, ზოგჯერ ამას კაცობრიობა ღალატობს. მაგალითად, როდესაც თავისუფლებას იყენებენ არა სიცოცხლის მისაცემად, არამედ მის წასართმევად. არა დახმარებისთვის, არამედ შეურაცხყოფისთვის. თუმცა, ბოროტების, წინააღმდეგობისა და მკვლელობების ფონზეც კი, იესო ლოცულობს ჩვენთვის", - აღნიშნა პაპმა ქადაგებისას.

უკრაინული მედია – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთდროულად იერიში მიიტანა რუსეთის ფედერაციის ოთხ სამხედრო აეროდრომზე, – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მალუკის წყალობით, რუსეთის ფედერაციამ გაიგო სიტყვა „დემილიტარიზაციის“ ნამდვილი მნიშვნელობა“, – განუცხადა წყარომ უკრაინულ მედიას.როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, მათ შორის – А-50, Ту-95 და Ту-22 М3. თავდასხმების სახით, რუსულმა ავიაციამ 2 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი განიცადა.

ის აქაა, აქ დარბის. ცოტათი გაზრდილია… – ლუის ენრიკე გარდაცვლილ ქალიშვილზე

„ყოველთვის იგებს,აგებს, იღვიძებს ცუდ და კარგ ხასიათზე, ის ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენს ოჯახთანაა, დღეს აქ დარბის ჩვენთან ერთად ასევე ვფიქრობ, რომ ის ცოტათი გაზრდილია“ - ასეთი ემოციური კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ლუის ენკირემ შვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბანერის გამოფენის გამო და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.ლუის ენრიკეს ქალიშვილი ქსანა 9 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.გუშინ ლუის ენრიკემ გუნდმა „პსჟ“ -მ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო.

ნიცა თავაძე ემოციურ კადრებს აქვეყნებს

5:0 - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-მ მოიგო.მან „ინტერის“ დამარცხება კვარაცხელიას, ჰაკიმის, დეზირე დუესა და სენი მეილუეს გოლებით შეძლო. დეზურე დუეს ანგარიშზე ორი გოლია.ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.მო­ე­დან­ზე იყო ხვი­ჩას მე­უღ­ლე, ნიცა თა­ვა­ძე, რო­მე­ლიც მატ­ჩის შემ­დეგ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს გვი­ზი­ა­რებს.

ბოლო სიახლეები