სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

როდესაც ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ისინი, ვინც გახარიას გუნდს წარმოადგენენ – მამუკა მდინარაძე

როდესაც ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გახარიას გუნდს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში თუ მის გარეთ, – ასე ეხმიანება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას მთავრობის განკარგულებების გასაჯაროების შესახებ.

მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონტროლირებადი მედია და გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიეწერათ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება რეკონსტრუქციის მიზეზით, სწორედ გახარიას თანამდებობაზე ყოფნის დროს შეჩერდა.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში, “ნაც-მედია” და გახარიები ერთად ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის. დღეს, ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობის დროს, მის მიერ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული რეკონსტრუქციის მოტივით. ახლა, თუ შეგიძლიათ დაუსვით ერთი კითხვა, თუ არადა მე დავუსვამ აქედან რიტორიკულ შეკითხვას – სად არის რეკონსტრუქცია? რეკონსტრუქციის მნიშვნელობა ყველამ ვიცით ხომ? რომ გათიშეს ეს საიტი, შესაბამისი გვერდი და დააწერეს რეკონსტრუქცია, ამდენი წელი გავიდა იმის შემდეგ, ვიღაცამ ხომ დაიწყო რეკონსტრუქცია, სად არის ეს ადამიანი, სად არის შედეგი, ერთი წარწერა მაინც შეიცვალა? – არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა, გახარიას გადაწყვეტილებით, მთავრობის ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტურად დამალული გახდა და სამწუხაროდ, შემდეგ მიმდინარე პრაქტიკა გაგრძელდა.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში გამოუქვეყნებელი განკარგულებები ერთ დღეში გამოქვეყნდეს, სპეკულაციურია, ვინაიდან ყველა განკარგულების ასახვას დრო სჭირდება, თუმცა, ამაზე პიარის აგებას მაინც შეეცდებიან.

“ხომ ძალიან კარგად იცით, რომ თითის ერთი “დაწკაპება” ამას არ შველის, მთელი სისტემატიზაცია სჭირდება ამდენი წლის გადაწყვეტილებების ატვირთვას, დღეს ითხოვენ, რამდენად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა, რომ ახლა თურმე ერთ დღეში ვიღაც უნდა ადგეს და სამი წლის გადაწყვეტილებები ერთად ატვირთოს, ამას თვეები სჭირდება, ხომ არ არის მარტივი ამბავი? დაიმახსოვრეთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ამაზე ააგებენ პიარს – ” ახალს კი აქვეყნებს, მაგრამ სად არის ძველი.” ამის [განკარგულებების გასაჯაროების] წინააღმდეგი არავინ არის დარწმუნებული ვარ, მით უმეტეს, განსაკუთრებით, ირაკლი კობახიძე, რომელიც ყველამ კარგად გაიცანით, მაგრამ ამას სჭირდება დიდი დრო. ახლა სპეკულაციურად დაიწყებენ იმაზე საუბარს, რატომ არ აქვეყნებს ძველ გადაწყვეტილებებს, რასაც არ სჭირდება ცოტა დრო და ასე მარტივად ვერ გამოქვეყნდება.” – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გრიპის ვირუსს ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

ექიმი, ივანე ჩხაიძე საზოგადოებას მიმართავს:მისი თქმით, გრიპის ვირუსი  პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ სერაფიმეზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს.„თუ ომი 2025 წელს არ დასრულდება, უკრაინა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის მარტო არ გადის ასეთ რთულ პერიოდს და რომ ჩვენ გვაქვს უპირველეს ყოვლისა ფინანსები, და არა მხოლოდ მეგობრული სიტყვები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო გეგმა არ არსებობს. ​ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მას მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს და სამშვიდობო შეთანხმებაზე შემდგომი ნებისმიერი სამუშაო შეერთებული შტატების მონაწილეობით უნდა წარიმართოს.„უცნაურია, როცა საუბარია რუსეთის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჯერ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა და ვერც აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ შეძლო, რომ აიძულოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა…“ – გოგა ხაინდრავა

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა...“ - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან ლეილა ცომაია, ნინია კაკაბაძე, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილავა, ნანა ჯაფარიძე და ანუკა გამსახურდია.ისინი სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ბოლო სიახლეები