შაბათი, მაისი 24, 2025

„როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო… დეე, როგორ მენანები ამ ტკივილისთვის…“ – სკოლასთან, ავარიისას დაშავებული ქალის შვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს

სკოლასთან, ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ინფორმაციას და ემოციურ პოსტს შვილი, ნათია ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„როგორ მენანები დეე, ამ ტკივილისთვის, როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო, დეეე… დღეს ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექით, დეეე. სულ გიჯერებდი, მაგრამ ამჯერად მაპატიე, ცოცხალი მჭირდები, დეე. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ. მთელი გული შენთან დამრჩა, როგორ მიჭერდი, რომ არ დამეტოვებინეეე… გული მიკვდება, მაპატიე დეე და ცოტაც გაუძელიიი, მე მჯერა შენიი“, – წერს ნათია ბიჩინაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისში, თემქის დასახლებაში, 159-ე სკოლასთან „ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შემუშავებულია კონტაქტური ლინზები, რომლის საშუალებით სიბნელეშიც დაინახავთ – მეცნიერების ახალი მიღწევა

ეს შეიძლება უახლესი სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის სცენას ჰგავდეს, თუმცა, მეცნიერებმა შეიმუშავეს კონტაქტური ლინზები, რომლებიც ადამიანებს სიბნელეში ხედვის საშუალებას აძლევს.ღამის ხედვის სათვალეებისგან განსხვავებით, ამ ლინზებს არ სჭირდებათ კვების წყარო და მფლობელს საშუალებას აძლევს აღიქვას ინფრაწითელი ტალღის სიგრძეების მთელი დიაპაზონი.და — კიდევ უფრო ფუტურისტულად — ისინი კიდევ უფრო უკეთ მუშაობენ, როდესაც ადამიანებს თვალები დახუჭული აქვთ.მკვლევრები ამტკიცებენ, რომ კონტაქტურ ლინზებს შეუძლიათ ადამიანებს „სუპერ მხედველობა“ მისცენ.„ჩვენი კვლევა არაინვაზიური ტარებადი მოწყობილობების პოტენციალს ხსნის, რომლებიც ადამიანებს სუპერ მხედველობის მიღწევის საშუალებას მისცემს“, - განაცხადა კვლევის უფროსმა ავტორმა, პროფესორმა ტიან სიუემ ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან.„ამ მასალას მრავალი პოტენციური გამოყენება აქვს.„მაგალითად, მოციმციმე ინფრაწითელი სინათლე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინფორმაციის გადასაცემად უსაფრთხოების, სამაშველო, დაშიფვრის ან გაყალბების საწინააღმდეგო მიზნებისთვის“. ადამიანებს შეუძლიათ სინათლის ტალღების დიაპაზონის დანახვა, რომელსაც ხილული სინათლის სპექტრი ეწოდება და რომელიც მოიცავს 380-დან 700 ნანომეტრამდე ტალღის სიგრძეებს.კონტაქტური ლინზების ტექნოლოგია იყენებს ნანონაწილაკებს, რომლებიც შთანთქავენ უხილავ სინათლეს და გარდაქმნიან მას ხილულ ტალღის სიგრძეებად.კერძოდ, ეს ნანონაწილაკები შესაძლებელს ხდის „ახლო ინფრაწითელი სინათლის“ აღმოჩენას, ანუ ინფრაწითელი სინათლის 800–1600 ნანომეტრის დიაპაზონში - ადამიანის მიერ დანახულზე ოდნავ მეტს.ტესტებმა აჩვენა, რომ კონტაქტური ლინზები ადამიანებს საშუალებას აძლევს, ზუსტად ამოიცნონ მოციმციმე ინფრაწითელი სიგნალები, მორზეს ანბანის მსგავსი, სრულ სიბნელეში.თვალების დახუჭვისას ისინი კიდევ უფრო უკეთესად ხედავდნენ, რადგან ეს ბლოკავდა სინათლის ნებისმიერ ჩარევას ხილვადობის ნორმალურ სპექტრში.კონტაქტური ლინზების შემდგომმა დახვეწამ ნანონაწილაკებს სხვადასხვა ინფრაწითელი ტალღის სიგრძის ფერადი კოდირების საშუალება მისცა.მკვლევრების თქმით, ეს ასევე შეიძლება დაეხმაროს დალტონიზმის მქონე ადამიანებს იმ ტალღის სიგრძეების გარჩევაში, რომელთა გარჩევასაც სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებდნენ.ამჟამად, კონტაქტურ ლინზებს მხოლოდ LED სინათლის წყაროს მიერ გამოსხივებული ინფრაწითელი გამოსხივების აღმოჩენა შეუძლიათ, თუმცა მკვლევრები ნანონაწილაკების მგრძნობელობის გაზრდაზე მუშაობენ, რათა მათ ინფრაწითელი სინათლის უფრო დაბალი დონის აღმოჩენა შეძლონ.ჟურნალ „Cell“-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში გუნდი წერს: „სინათლე განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ უზარმაზარი გარე ინფორმაციის გადაცემაში, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს სამყაროს გასაგებად სჭირდებათ“.„საინტერესოა, რომ მატარებელმა ადამიანებმა თვალები დახუჭული ჰქონდათ, როდესაც მათ ახლო ინფრაწითელი სინათლის ხილულ სინათლესთან შედარებით უკეთ განასხვავებდნენ“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ცნობით, ირაკლი კობახიძისადმი მისალოც წერილში ერდოღანი ყურადღებას ამახვილებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ისევე როგორც ამჟამად, მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას რეგიონის წარმატების, სტაბილურობისა და აღორძინების მისაღწევად.მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს – კეთილდღეობა“, – ნათქვამია ერდოღანის მისალოც წერილში.

ტრამპმა და რუბიომ deep state-თან ბრძოლის მიზნით უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება დაიწყეს – მედია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ deep state-თან ბრძოლის საბაბით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება დაიწყეს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.როგორც გამოცემას წყარო უყვება, თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ძალიან ბიუროკრატიული ორგანოა, რომლის ბევრი ჩინოვნიკი მოქმედი პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს.ტრამპის ადმინისტრაცია საბჭოში დასაქმებული პერსონალის განახევრებას გეგმავს. დღესდღეობით საბჭოში 350 ადამიანი მუშაობს. შემცირების შემდეგ მათ მთავრობაში სხვა თანამდებობებზე გადაიყვანენ.თავის მხრივ, ამერიკული ტელეარხი CNN-ი წერს, რომ თეთრმა სახლმა უკვე გაუშვა ადმინისტრაციულ შვებულებაში საბჭოს ასზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის საკადრო ჩინოვნიკები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ტრამპის დროს დაიქირავეს. ელექტრონულ წერილში მათ უთხრეს, რომ აქვთ 30 წუთი, რათა სამუშაო ადგილებიდან გაიტანონ პირადი ნივთები.

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის პორტის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა.უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთმა ოდესის პორტის წინააღმდეგ „ისკანდერ ემის“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ოთხი დაშავებული ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საავტომობილო განყოფილება, ასევე განადგურდა მანქანები და ტექნიკა.მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიამ ქალაქ ოდესაზე იერიში მიიტანა ახალი ტიპის უპილოტო აპარატებით, რის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო არმია უპილოტო აპარატებით თავს დაესხა კიევის ოლქსაც.პარალელურად, რუსეთში აცხადებენ, რომ 20 მაისიდან 23 მაისამდე უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ 800-მდე უპილოტო აპარატი გაუშვა, რომელთა უმრავლესობა განეიტრალდა. მოსკოვი კიევს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით ემუქრება.

გურამ მაჭარაშვილი – კარგად იციან ოქრუაშვილმაც და გირჩი ჯაფარიძემაც, რომ მათგან არანაირი გმირი არ გამოვა, ეს ადამიანები ყოველთვის წუწუნებდნენ, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე ვერ ტივტივებდნენ

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე, პრინციპში, განსხვავებული არაფერი არ არის და ოპოზიციაში ერთ წრეზე ტრიალებენ თავიდან ბოლომდე, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ოპოზიციის ლიდერთა განსხვავებულ გადაწყვეტილებებს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდა-არგადახდასთან დაკავშირებით და რა სტრატეგიაა გირაოს გადაუხდელობა და ციხეში წასვლა.„ჩვენ გვახსოვს დაახლოებით, ოთხი თუ ხუთი წლის წინ ნიკა მელიას სიტყვები, არ გადავიხდიო და გადაიხადა, არ გამოვალ ციხიდანო და გამოვიდა, არ შევალ პარლამენტშიო, მაგრამ შევიდა და ა.შ. ანუ, ამ ხალხს, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად განულებული არიან, არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ არავის წინაშე, გარდა ერთისა, მათი პატრონისა, რომლის წინაშეც კეკლუცობენ. ერთადერთი, რაც შეიძლება, ამ პროცესებს უწოდო, ეს არის – მათმა პატრონმა იცის, რომ არაფრის მაქნისები არ არიან არც „ნაცმოძრაობაში“ და არც მის ფილიალებში და პირდაპირ ელჩები ჩართეს, აქ შტაბის უფროსებად დანიშნეს პრაქტიკულად პროცესებში და ამიტომ ეკეკლუცებიან ახლა უცხოელ პარტნიორებს. თავად ის ფაქტი, რომ ადამიანი პირდაპირ ამბობს, მე უნდა ჩავიდინო სისხლის სამართლის დანაშაული და თუ დამიჭერთ, მაშინ ვიქნები პოლიტპატიმარი და რაც მთავარია, ამას არ ეთანხმებიან მისი სხვა კოლეგები „ნაციონალურ მოძრაობაში“, უკვე ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე გათვლილი აქვს ის, რომ უნდა გამოვიდეს „გმირი.“ ეს არის მთელი ანი-ბანი, რაც რა თქმა უნდა, არ გამოდის. ძალიან კარგად იცის ახლა ოქრუაშვილმაც და გირჩი ჯაფარიძემაც, რომ მათგან არც არანაირი „გმირი“ არ გამოვა და ამას არც არავინ შეუფასებს პოზიტიურად, მათივე ამომრჩეველიც კი, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება. ეს ადამიანები ყოველთვის წუწუნებდნენ იმაზე, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე ვერ ტივტივებდნენ, მათ შორის, ვერც „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ბოლო სიახლეები