პარასკევი, სექტემბერი 5, 2025

როგორ ვიხსნათ ბინა ბანკისგან და რა საბუთები სჭირდება მიწის დაკანონებას? – იურისტის რჩევები

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა აქცუატურ კითხვებს პასუხებს:

ძმებმა გაყრა გავაფორმეთ, რის გამოც საერთო კიბე ძმის ფართობში მოხვდა. კიბის დასამონტაჟებლად ნებართვის აღება აუცილებელია? თუ აუცილებელია, ვის მივმართო?

– თუ კიბის გაჭრით მოხდება კონსტრუქციული ცვლილება, საჭიროა მუნიციპალიტეტის თანხმობა. მიმართეთ მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, განუმარტეთ, რა სახის სამუშაოს გეგმავთ (შენება, გადაკეთება, დანგრევა, ახალი კიბის­ გაჭრა). შესაძლოა დაგჭირდეთ არქიტექტორის მომზადებული პროექტიც. თუ კიბე ნაწილობრივ მაინც შეეხება საერთო ქონებას, მაშინ საჭიროა ძმის თანხმობაც.

როდესაც პირს ბინა ბანკში აქვს ჩადებული, შეუძლია თუ არა გადაუფორმოს სხვას? სესხი ბინით უზრუნველყოფილია, მყიდველი­ თანახმაა იყიდოს ასეთი ბინა. რა პროცედურების გავლა დამჭირდება? ამბობს, რომ ბანკის სესხს თვითონ დაფარავს, მე ხომ არ აღმოვჩნდები პრობლემის წინაშე?

– იპოთეკით დატვირთული ბინის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია, იპოთეკა გადაჰყვება ბინას და თუ ახალი შემძენი სესხს არ დაფარავს, მოხდება ბინის რეალიზაცია და სესხის დაფარვა. ასეა კანონში. ისე კი ჯობს გაყიდვისას მოხდეს სესხის დაფარვა და იპოთეკის მოხსნა, რათა ორივე მხარე მშვიდად იყოთ.

ბინას ადევს ყადაღა სესხის გამო, როგორ შეიძლება მისი მოხსნა?

– საჭიროა დოკუმენტების ნახვა. გასა­რკვევია, იპოთეკური სესხია თუ ჩვეულებრივი სამომხმარებლო. თუ სესხი გაქვთ აღებული და ნამდვილად გაქვთ ვალდებულება, ყადაღას არ მოხსნიან თუ არ გადაიხდით, ან გარკვეულ მორიგებას თუ არ მიაღწევთ. მორიგებისთვის გირჩევთ მიმართოთ ბანკს განცხადებით.

სოფელში მეზობელთან გვაქვს საერთო ღობე, რომლის შეცვლა­ და ისეთის გაკეთება მინდა, რომ მეზობელი ჩვენს ეზოში ვერ იხედებოდეს. სამართლებრივად როგორ მოვიქცე?

– ღობის შეცვლა ერთპიროვნულად არ შეიძლება, თუ ის არ არის მთლიანად თქვენს მიწაზე. სოფლის თვითმმართველობას ხშირად აქვს ადგილობრივი რეგულაციები ღობის მაქსიმალურ სიმაღლეზე. ზოგჯერ საჭიროა სიმაღლეზე გამგეობის ნებართვაც, გააჩნია სოფლის ადგილმდებარეობას. თუ მეზობელი წინააღმდეგია, ერთადერთი გზაა მიმართოთ სასამართლოს მტკიცებულებებით, რომ ღობე აუცილებელია პირადი სივრცისთვის და არ არღვევს­ მეზობლის უფლებებს. თუმცა სასამართლო გრძელვადიანი პროცედურაა და მყარ მტკიცებულებებს მოითხოვს.

ოჯახის წევრის ანგარიშებს სესხის გადაუხდელობის გამო ყადაღა ადევს. თანამსესხებელი არის დედა. მას აქამდე შემოსავალი­ არ უფიქსირდებოდა, ამიტომ ბანკი ვერ აჭრიდა­ თანხას. ახლა დედა პირველი ჯგუფის შშმ პირია, მისი პენსიიდან ბანკი თანხას წაიღებს სესხის დასაფარად?

– შესაძლოა პენსიიდან ჩამოჭრან თანხა, მაგრამ არა უმეტეს პენსიის 50 პროცენტისა. თუ პირს აქვს სოციალური დახმარება, სოციალურად დაუცველის სტატუსი, თანხას ვერ ჩამოაჭრიან და ვერც ყადაღას დაადებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

მინდა ბავშვის მამას ჩამოვართვა მამობის უფლება. ბავშვი 13 წლის არის და ერთხელაც არ მოუკითხავს, შექმნა სხვა ოჯახი და არც ალიმენტს იხდის. რა პროცედურების გავლაა­ საჭირო?

– მამობის სტატუსი რომ ჩამოერთვას, მოძალადე უნდა იყოს, ზიანის მომტანი ბავშვისთვის. უფრო რეალურია და შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ თქვენს შვილთან დაკავშირებით ზოგი გადაწყვეტილების­ მიღების უფლება გქონდეთ მხოლოდ თქვენ მამის თანხმობის გარეშე. ასეთ საქ­მეში ერთვება მეურვეობის ორგანო, ის ამზადებს­ განცხადებას და სასამართლო იღებს ბავშვის­ ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას.

ვიგირავე ბინა 15.000 დოლარად სესხების ხელშეკრულებით. მეპატრონე თანხას არ აბრუნებს. როგორ მოვიქცეთ?

– უნდა მიმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოთ სესხის თანხის დაკისრება მოპასუხისთვის, თუ მსესხებლის სახელზე არის რამე ქონება, სასწრაფოდ უნდა მოითხოვით ყადაღის დადება, განკარგვის აკრძალვა, რათა სესხის თანხის ამოღება­ შეძლოთ. ეს გააკეთეთ სასწრაფოდ,­ რომ ქონება არ გაასხვისოს (გადამალოს). აქვე განგიმარტავთ, რომ სესხის საბუთებზე 3-წლიანი ხანდაზმულობა მოქმედებს. არაუზრუნველყოფილი სესხის ამოღება ხშირად რთულდება. რადგან ძალიან ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას ასეთი გარიგების დროს, ვისარგებლებ შემთხვევით და განვმარტავ განსხვავებას სესხისა და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელს საკუთრებაში გადასცემს ფულს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე ოდენობის თანხა. თუკი მსესხებელი თანხას ვერ დააბრუნებს, გამსესხებელი სასამართლოს გადაწყვეტილების ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კუთვნილი ფულის მიღებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მსესხებელს საკუთრებაში ექნება რაიმე სახის ქონება. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების დროს კი ნასესხები­ თანხის დაბრუნების გარანტიად უძრავი ქონება გამოიყენება. თუკი მსესხებელი არ დააბრუნებს­ ნასესხებ ფულს, გამსესხებელს (იპოთეკარს) უფლება აქვს მოითხოვოს ვალის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული­ ქონების რეალიზაციით. ამიტომ მოქალაქეებს ვურჩევ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი გასცენ, ასე უფრო დაცულები­ იქნებიან.

16 წლის მოზარდს სჭირდება საზღვარგარეთის პასპორტის აღება. დედამისი იტალიაშია, მშობლები გაშორებული არიან. როგორც მითხრეს, მშობლის ნებართვაა საჭირო და ის უნდა მივიდეს ბავშვთან ერთად იუსტიციის სახლში. სხვა რა გზა არსებობს? დედა ვერ ახერხებს ჩამოსვლას.

– 16 წლის მოზარდმა პასპორტი რომ აიღოს, ერთი მშობლის თანხმობა სჭირდება. მინდობილობა შეუძლია გასცეს ნებისმიერ პირზე, ახლობლებზე ან ადვოკატზე. ასევე მამა თუ საქართველოშია, მხოლოდ მისი თანხმობა საკმარისია საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ასაღებად.

– მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უარს მეუბნებიან მიწის დაკანონებაზე, არადა, ამ მიწას წლებია ვფლობ. როგორც მითხრეს, 2007 წლამდე არსებული­ მიწის ნაკვეთების დარეგისტრირება ხდება, თუმცა მე ამას ვერ მივაღწიე. როგორ შეიძლება დავიკანონო ეს მიწა?

– მიწის სისტემური რეგისტრაცია გულისხმობს, რომ სახელმწიფო ცდილობს კანონიერად აღიაროს არსებული ფლობა, თუ ის დაწყებულია 2007 წლამდე. ეს თარიღი ფიქსირდება როგორც საკანონმდებლო ზღვარი, 2007 წლის მერე მიწის დაკავება უკანონო ფლობად ითვლება, თუ ის არ არის დოკუმენტით გამყარებული. უარის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს: 1. არ არსებობს საკმარისი მტიცებულება; 2. მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს ან მესამე პირს რეესტრით; 3. მიწა არის სპეციალური სტატუსის მქონე; 4. განაცხადი გაქვთ არასწორად მომზადებული. მოითხოვეთ წერილობითი დასაბუთებული უარი. მოიძიეთ მტკიცებულება, რომ ფლობდით ამ მიწას 2007 წლამდე, მარტივი განაცხადი საკმარისი არ არის. უნდა დაამტკიცოთ თქვენი ფლობის ფაქტი კონკრეტულ თარიღამდე. ეს შესაძლოა დაამტკიცოთ ფოტოებით, მოწმეებით, კომუნალური გადასახადების ქვითრებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ...

ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ გამოდის ქუჩაში და არ უჯერებს იმ მოწოდებებს, რომელიც თუნდაც ზელენსკის ჰქონდა, ან იმ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც რუსთაველზე მიტინგზე გამოდიოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.„ხალხი არ უჯერებს და სისხლს არ ღვრის, ქართველების უმრავლესობამ უარი თქვა მეორე ქართველის სისხლის დაღვრაზე . ესენი ეცდებიან მუდმივად ეს რესურსი, ბერკეტი გამოიყენონ. თუნდაც გუშინ რაც მოხდა. ახალგაზრდა გოგოები, 15-17 წლის, იგინებიან ისეთი სიტყვებით, რომელსაც ადრე ვერ გაიგონებდი არა თუ გოგოს, არამედ კაცისგანაც კი. სახეზე ეტყობათ, რომ ეს გეგმის ნაწილია. უნდათ შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოში არ არსებობს არც კულტურა, არც მანდილოსნის თემა და არც თვითმყოფადობა, არც ქართული არაფერი. პოპულარულია იმ ადამიანების რომანტიზება, ვინც ისვრის მოლოტოვის კოქტეილებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

-15 ქულა და ფულადი ჯარიმა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ასევე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

ზურაბ ხიზანიშვილი – გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ნაცვლად, პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი იმყოფებოდა. მან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში თურქეთთან წაგებული შეხვედრა (2:3) შეაფასა და მთავარი მწვრთნელის გაძევების ეპიზოდიც გაიხსენა.„ვილიმ ქოჩორაშვილის ეპიზოდის დროს მძაფრი რეაქცია გამოავლინა. ეს მომენტი შეაფასა და თავისი პოზიცია გამოხატა, რადგან გადამოწმებისას კამერასთან ახლოს იყო. საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ის აგრესიული იყო, თუმცა ეს საქციელი წითელ ბარათს ნამდვილად არ იმსახურებდა.10-კაციან თურქეთთან რატომ არ შემოვიყვანეთ კიდევ ერთი თავდამსხმელი? ეს მანამდე განხორციელებული შეცვლებიდან გამომდინარეობდა. შემდეგ თურქეთიც ხუთმცველიან სქემაზე გადავიდა და მათი დაცვაში თავისუფალი ზონები შემცირდა. ამ დროს ვილისგან ვიღებდით დავალებებს.ხუთმცველიანი ტაქტიკით რომ ვთამაშობდით, ამბობდნენ, თითქოს შეტევას ერთ ფეხბურთელს ვაკლებდით. ოდესღაც ოთხ მცველზე უნდა გადავსულიყავით და ეს დიდი ხნის წინ გვინდოდა. წაგების ან მოგების შემდეგ ამაზე მსჯელობა ადვილია, მაგრამ არ მგონია, რომ შემდეგ მატჩებში ვილიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.რაც შეეხება მამარდაშვილსა და კაშიას, ფეხბურთელებს სურთ, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ. მამარდაშვილი მსოფლიო დონის გუნდშია, მაგრამ გიორგი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე კლუბებში სასტარტო შემადგენლობაში არ თამაშობენ და ეს დღევანდელი რეალობაა. სამწუხაროდ, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძეც დაგვაკლდნენ.ცენტრალურ მცველებზე რომ ვისაუბროთ, კაშია ძალიან გამოცდილია, გოგლიჩიძეა~ – ნიჭიერი და პერსპექტიული. ვფიქრობ, გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რადგან თუ არ თამაშობენ, ეს მათ ფორმაზე აუცილებლად აისახება. კიტეიშვილის არყოფნის გამო ტაქტიკური გადაწყობა მოგვიხდა, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იყო“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში შემდეგ შეხვედრას 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან გამართავს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი გაიყო – რას ნიშნავს ეს

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, A23a, „სწრაფად იშლება“ რამდენიმე უზარმაზარ „ძალიან დიდ ნაწილად“. მანამდე ის თითქმის ტრილიონ მეტრულ ტონას (1.1 ტრილიონი ტონა) იწონიდა და 3,672 კვადრატულ კილომეტრს მოიცავდა, რაც დაახლოებით აშშ-ის შტატ როდ-აილენდის ზომისაა.მეცნიერები აისბერგს 1986 წლიდან აკვირდებიან, როდესაც ის ანტარქტიდაში, ფილჩნერ-რონის შელფურ ყინულს მოწყდა. სად არის ახლა ყველაზე დიდი აისბერგიბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის (BAS) ოკეანოგრაფი ენდრიუ მეიერსი ამბობს, რომ აისბერგი სწრაფად იმსხვრევა და ძალიან დიდი ფრაგმენტები სცვივა, რომლებსაც აშშ-ის ეროვნული ყინულის ცენტრი დიდ აისბერგებად კლასიფიცირებს.„მეგააისბერგი“ ამჟამად დაახლოებით 1700 კვადრატულ კილომეტრამდეა შემცირებული, განაცხადა მეიერსმა. A23a ანტარქტიდის უედელის ზღვის ფსკერზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მიბმული, სავარაუდოდ მანამ, სანამ იმდენად არ შეიკუმშა, რომ ოკეანის ფსკერზე მოჭიდება დაკარგა.შემდეგ, 2020 წელს, აისბერგი ოკეანის დინებების მიერ იქნა აყვანილი, სანამ ისევ არ გაიჭედა ე.წ. ტეილორის სვეტში - მორევში, რომელიც წარმოიქმნება წყალქვეშა მთასთან შეჯახებისას. გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აისბერგი კვლავ მოძრაობდა. მიმდინარე წლის მარტში ის კონტინენტურ შელფზე ჩაიძირა, მაგრამ მაისში კვლავ მოწყდა და დრეიფტი განაგრძო.ექსპერტმა აღნიშნა, რომ A23a „მიჰყვება ბედს“ სხვა მეგააისბერგების (A68 და A76) მსგავსად, რომლებიც ასევე დაიშალა სამხრეთ ჯორჯიასთან, ბრიტანეთის საზღვარგარეთულ ტერიტორიასთან სამხრეთ ატლანტის ოკეანეში.A23a ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეორე აისბერგის ტიტულს ფლობს, თუმცა მეიერსის თქმით, ეს, სავარაუდოდ, „სწრაფად შეიცვლება“, რადგან ის „მომდევნო კვირების განმავლობაში ფრაგმენტაციას“ გააგრძელებს. უფრო თბილი წყლები და სამხრეთის გაზაფხულის დადგომა ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, „ძალიან პატარა აისბერგებად დაიშლება, რომელთა შემდგომი თვალყურის დევნებაც შეუძლებელია“.აისბერგის გახლეჩა ბუნებრივი პროცესია და მეცნიერებს ჯერ არ აქვთ მეგააისბერგების საკმარისი დაკვირვებები იმის დასადგენად, იზრდება თუ არა მათი რაოდენობა გლობალური დათბობის გამო. თუმცა, ცხადია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრილიონობით ტონა ყინული დაიკარგა გაძლიერებული გახლეჩისა და დნობის გამო, ძირითადად ოკეანის წყლების დათბობისა და ცვალებადი დინების გამო.ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება ანტარქტიდაში საგანგაშო ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზღვის დონის კატასტროფული აწევა გამოიწვიოს.

მარკო რუბიო – ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის

ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისივე თქმით, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.„ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, ყველას ვუთხარით, რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, პრობლემებს შექმნით. იქნება რეაგირება, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი ქმედებები, რომლებიც თქვენ გინახავთ, ან  სულ მცირე, ასეთი ქმედებების მცდელობები“, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები