ორშაბათი, სექტემბერი 7, 2026

როგორ დავიცვა ჩემი პირადი მონაცემები სოციალურ ქსელში?

Facebook-სთვის ჩვენი პირადი მონაცემები ნავთობის ტოლფასია: სწორედ სოცქსელის მომხმარებლები არიან კომპანიის შემოსავლის წყარო, რადგან ისინი იზიდავენ რეკლამის დამკვეთებს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ Facebook-ს ნებისმიერი მომხმარებლის დეტალური პორტრეტის შედგენა შეუძლია: რა უყვარს მას და რა – არა, რა ცხოვრების წესი აქვს და რომელი პოლიტიკოსების მიმართ აქვს სიმპათია და პირიქით. პირადი მონაცემების უსაფრთხოების საკითხი ქსელში კვლავ აქტუალური გახდა კომპანია Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ პოლიტიკოსებზე მომუშავე ფირმამ ფეისბუკის საშუალებით 50 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებზე წვდომა მოიპოვა. BBC წერს, თუ რის გაკეთება შეუძლიათ მომხმარებლებს საკუთარ პირად მონაცემებზე კონტროლის აღსადგენად და მისი გავრცელების შეზღუდვისათვის.

ფეისბუკში ტესტების შევსება მართლაც სახიფათოა?

„ნიუსფიდში“ მუდმივად ჩნდება სხვადასხვა ტესტი, რომელიც მომხმარებლებს IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტის) შემოწმებას ან საკუთარი თავის ჰოლივუდელ ვარსკვლავებთან შედარებას სთავაზობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ტესტი გამოიყენა Cambridge Analytica-მ „ფეისბუკის“ მილიონობით მომხმარებელზე ინფორმაციის შეგროვებისათვის. ტესტს ერქვა This is Your Digital Life („ეს თქვენი ციფრული ცხოვრებაა“).

ასეთი ტესტების უმრავლესობას ახლავს განმარტება, რომ თქვენს პირად მონაცემებს არაფერი ემუქრება. ისინი სპეციალურად არის ისე მოწყობილი, რომ მომხმარებლების ყურადღება მიიპყროს და მას ბმულზე გადასვლა აიძულოს. მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ ფანდია მონაცემების მასობრივი შეგროვებისათვის. თანაც, „ფეისბუკი“ ამას მათ უკრძალავს.

პერსონალური მონაცემების დაცვის ორგანიზაცია Electronic Frontier Foundation-ის განმარტებით, მსგავსი ტესტების პირადი ინფორმაციის შეგროვებისათვის გამოყენება ასახავს იმას, თუ როგორ იყო ფორმულირებული „ფეისბუკის“ წესები იმ კონკრეტული მომენტისათვის.

მას შემდეგ სოცქსელმა მომხმარებელთან შეთანხმების პირობები შეცვალა, შეზღუდა რა ინფორმაციის წრე, რომელთან წვდომაც მესამე კომპანიებს შეუძლიათ. კერძოდ, ახლა, ამა თუ იმ მომხმარებლის მეგობრებზე ინფორმაციის მიღება არ შეიძლება. თუმცა ბოლომდე გარკვეული მაინც არა რის, კონკრეტულად რომელი და რა მოცულობის ინფორმაცია ჩაიგდო ხელში Cambridge Analytica-მ. ამას ახლა ბრიტანეთის ხელისუფლება არკვევს.

რის გაკეთება შეიძლება საკუთარი მონაცემების დასაცავად?

– მოქმედ ექაუნთში შედით მენიუში „პარამეტრები < აპლიკაციები“ (Settings <  Apps); დააჭირეთ ღილაკს „რედაქტირება“ (Edit) მენიუში „აპლიკაციები, ვებგვერდები და ფლაგინები“ (Apps, Websites and Plugins); აირჩიეთ ღილაკი „გათიშეთ პლატფორმა“ (Disable Platform). ამ მოქმედებით თქვენ გაუთიშავთ წვდომას თქვენს ექაუნთზე ყველა გარე ვებგვერდს, პროგრამას და აპლიკაციას, კერძოდ თქვენ ვეღარ შეძლებთ იქ აუთენტიფიკაციის გავლას „ფესბუკით“.

თუ ეს ზედმეტად რადიკალური ნაბიჯია და გსურთ აპლიკაციების არა სრულად გათიშვა, არამედ მათი უფლებების შეზღუდვა და მათთვის წვდომის მინიჭება მხოლოდ აუცილებელ ინფორმაციაზე, ამისთვის სხვა ვარიანტიც არსებობს.

– მობილურ ტელეფონზე მოქმედი ექაუნთიდან შედით პარამეტრებში (Settings) და ცალ-ცალკე გათიშეთ ინფორმაციის ყველა ის კატეგორია, რომელთანაც არ გინდათ რომ აპლიკაციას წვდომა ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს თქვენი ბიოგრაფია, დაბადების დღე, ოჯახის წევრები, რელიგიური შეხედულებები, ხართ თუ არა ქსელში, პოსტები თქვენს გვერდზე, თქვენი ჰობი და ინტერესები.

– არასდროს დააჭიროთ თითი ღილაკს Like („მომწონს“) რომელიმე კონკრეტული პროდუქტის ვებგვერდზე, ხოლო თუ ონლაინ-თამაშის თამაში ან ტესტის შევსება გინდათ, არასდროს შეხვიდეთ იქ „ფეისბუკით“ (Login with Facebook) და სოცქსელის ბმულით, არამედ პირდაპირ იმ ვებგვერდის მისამართზე შედით. აუთენტიფიკაციის გავლა „ფეისბუკით“ ბევრად იოლია, მაგრამ ამ გზით თქვენ აპლიკაციის შემქნელებს აძლევთ წვდომას სხვადასხვა ინფორმაციაზე თქვენ შესახებ.

სინამდვილეში, საკუთარი მონაცემების აბსოლუტური პრივატულობის დაცვის ერთადერთი გზა „ფეისბუკის“ მოხმარებაზე უარის თქმაა. კომპანია თავისი მომხმარებლების დაცვისათვის უფრო მეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაკეთებს, თუ ადამიანები სოცქსელიდან გასვლას დაიწყებენ. ამ მომენტისთვის კომპანიას არ აქვს განსაკუთრებული მიზეზები რაიმე შეცვალოს.

Cambridge Analytica-ს სკანდალის ფონზე Twitter-ზე აქტიურად იკრებს ძალას ჰეშთეგი #DeleteFacebook (#წაშალეფეისბუკი). მაგრამ ამ ნაბიჯს სავარაუდოდ ბევრი არ გადადგამს, განსაკუთრებით ისინი, ვისაც „ფეისბუკი“ ქსელში თავისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.

როგორ გავიგო რა მონაცემებია ჩემს შესახებ შენახული?

მოქმედი კანონმდებლობით, მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს ნებისმიერ კომერციულ კომპანიას და მოსთხოვოს მას თავის შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მას გააჩნია. როდესაც 2011 წელს Facebook-ს მსგავსი რამ მოსთხოვა ავსტრიელმა აქტივისტმა მაკს შრემსმა, მას პასუხად გადასცეს CD, რომელზეც 1200 ფაილი იყო ჩაწერილი. ასე გაარკვია მან, რომ სოცქსელი ინახავდა ინფორმაციას ყველა იმ მოწყობილობის IP-მისამართზე, საიდანაც ის ოდესმე შესულა „ფეისბუკის“ ვებგვერდზე, მისი მიმოწერის მთელ არქივს, მისი გადაადგილების სრულ ისტორიას და იმ ინფორმაციასაც კი, რომელზეც დარწმუნებული იყო რომ წაშალა – ზოგიერთი პირადი მიმოწერა, სტატუსები და პუბლიკაციები თავის კედელზე. თუმცა სამყაროში, რომელშიც Facebook-ი აქტიურად უზიარებს ინფორმაციას მესამე კომპანიებს, გაურკვეველია ვის შეიძლება კონკრეტულად მსგავსი მოთხოვნით წერილი გაუგზავნო.

BBC-ის ინფორმაციით, ვითარება სავარაუდოდ, ამ ზაფხულში შეიცვლება, როდესაც ევროპაში პერსონალური მონაცემების დაცვაზე ახალ ნორმატიულ აქტს მიიღებენ. ის სერიოზულად გაუიოლებს მომხმარებლებს საკუთარი პირადი ინფორმაციის კონტროლს, ხოლო მსგავსი ნორმების დარვევაზე მნიშვნელოვანი ჯარიმების დაწესება ხელს შეუწყობს იმას, რომ კომპანიები მომხმარებლებს მათ პირად ინფორმაციას მიაწვდიან, თანაც ეს ისეთი ფორმით უნდა გააკეთონ, რომ ინფორმაცია მკაფიოდ და იოლად იკითხებოდეს.

რამდენ ხანს ინახება ინფორმაცია და შეიძლება თუ არა ისტორიის სრულად წაშლა?

ინფორმაციის დაცვის შესახებ ევროპული კანონებით, კომპანიებს მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შენახვა შეუძლიათ “იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც აუცილებელია”, მაგრამ ამის ინტერპრეტირება სხვადასხვაგვარად შეიძლება. „ფეისბუკის“ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მომხმარებელი თავად არ წაშლის თავის პოსტს, ის ნამდვილად დარჩება ონლაინ.

რაც შეეხება ისტორიის სრულად წაშლას, მომხმარებლებს შეუძლიათ თავისი ექაუნთების წაშლა, რამაც თეორიულად ყველა პოსტი უნდა „გააქროს“. მაგრამ Facebook-ი მათ, ვისაც სოცქსელისგან დასვენება უნდა, ურჩევს პროფილი არ წაშალონ, არამედ „დეაქტივაციის“ ღილაკი გამოიყენონ იმ შემთხვევისთვის, თუ დაბრუნება მოუნდებათ. ამასთან თქვენ შესახებ ქსელში მაინც უმრავი ინფორმაცია რჩება თქვენი მეგობრების პოსტებში.

პერსონალური მონაცემების დაცვის ახალ რეგულაციაში ერთ-ერთი არსებითი ცვლილება უნდა გახდეს ადამიანის უფლება „ქსელმა“ დაივიწყოს. თეორიულად, ამან ინტერნეტში ნებისმიერი პირადი ინფორმაციის სამუდამოდ წაშლა უნდა გააიოლოს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ოჯახი განცხადებას ავრცელებს:"გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბოლო კვირებია ნია იმნაძის ადვოკატი და ოჯახი პრაქტიკულად დღე და ღამე საქმის მასალებს ვკითხულობთ.ყველა გვერდი, ყველა დოკუმენტი, ყველა ჩვენება, ყველა მიმოწერა, ყველა სიტყვა — თითოეული დეტალი არაერთხელ იქნა წაკითხული, შესწავლილი და გაანალიზებული.Საქმის მასალებში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ნია იმნაძემ ვინმე გიგა ავალიანზე თავდასხმისკენ წააქეზა. არც ერთი. Ნული.არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნიამ ვინმეს თავდასხმა დაავალა, რომ ნია იმნაძემ ვინმეს გიგა ავალიანის ცემა ან მისთვის ზიანის მიყენება სთხოვა.არ არსებობს იმის მტკიცებულებაც კი, რომ ნიამ წინასწარ იცოდა, რომ გიგა ავალიანთან ვინმე დაპირისპირებას აპირებდა.სამაგიეროდ, არსებობს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ნია იმნაძეს არ შეიძლება სცოდნოდა, რომ მისი შეყვარებული გიგასთან ასვლას აპირებდა. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა:შეიძლება თუ არა ერთი ადამიანის პირადი შურისძიება, როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს მისი ტკივილი, საზოგადოებრივი ზეწოლის საშუალებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებად გადაიქცეს? თუ შეიძლება — მაშინ პრობლემა ნია აღარ არის.პრობლემა ჩვენ ვართ. პრობლემა ის სახელმწიფოა, სადაც ყველაზე ხმამაღალი ხმა მტკიცებულებაზე ძლიერი ხდება.პრობლემა ის სასამართლოა, რომელსაც საზოგადოების დასამშვიდებლად ადამიანის მსხვერპლად შეწირვა შეუძლია.და პრობლემა ის საზოგადოებაა, რომელიც ამას უყურებს და ამბობს: „მე არ მეხება.“ გეხებათ. ყველას გვეხება.უდანაშაულობის პრეზუმფცია სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც მთელი ქვეყანა ადამიანის წინააღმდეგ არის განწყობილი. სასამართლოს დამოუკიდებლობა სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც ქუჩა განაჩენს ითხოვს.მტკიცებულება სწორედ მაშინ არის საჭირო, როდესაც ემოცია გვარწმუნებს, რომ მტკიცებულების გარეშეც ყველაფერი ვიცით. დღეს ეკრანზე ნიას სახეა.ხვალ შეიძლება თქვენი შვილის ფოტო იყოს. თუ დღეს დავუშვებთ, რომ 16 წლის ბავშვი მტკიცებულების გარეშე შეეწიროს პირად შურისძიებას და საზოგადოებრივ რისხვას, ხვალ ვეღარ მოვითხოვთ სამართლის იმავე პრინციპების დაცვას საკუთარი შვილებისთვის.კიდევ ერთხელ განვმარტავთ: ჩვენ არავის ვთხოვთ, ნიას უდანაშაულობა ბრმად დაიჯეროს.საერთოდ არაფრის ბრმად დაჯერებას არ გთხოვთ. ნუ დაუჯერებთ ბრმად ნიას ოჯახს. ნუ დაუჯერებთ ბრმად ეკა კუპატაძეს. ნუ დაუჯერებთ ბრმად პროკურატურას. მოითხოვეთ მტკიცებულება. დაუჯერეთ საკუთარ თვალებს. საკუთარ თავს. ეს არის ყველაფერი, რასაც ვითხოვთ. გიგა ავალიანის დედისა და ოჯახის ტკივილი ერთი წამითაც არავის ნიას ოჯახიდან არ დაუკნინებია. შვილის დაკარგვა წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ტკივილი ადამიანს აძლევს გლოვის უფლებას. აძლევს პასუხების მოთხოვნის უფლებას. აძლევს სამართლიანობის მოთხოვნის უფლებას — და ასეც უნდა იყოს. მაგრამ არ აძლევს უფლებას თავად განსაზღვროს, ვინ უნდა დაისაჯოს. თუ სახელმწიფო ამ ზღვარს წაშლის და პირად შურისძიებას სასამართლოს ძალას მისცემს, ეს უკვე მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია აღარ იქნება. ეს იქნება სამართლის დამარცხება. და თუ, მიუხედავად იმისა, რომ ნიას წინააღმდეგ წაქეზების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, სახელმწიფო მაინც გადაწყვეტს 16 წლის ბავშვის დასჯას, ყველამ წინასწარ იცოდეს ერთი რამ: მისი ოჯახი ამას არასოდეს შეეგუება. ჩვენ არ გავჩუმდებით.ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას იქ, სადაც ერთი სასამართლო პროცესი დასრულდება. გამოვიყენებთ ყველა კანონიერ შესაძლებლობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.მივმართავთ ყველა შესაბამის სასამართლო ინსტანციას, ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს და ყველა იმ ინსტიტუციას, რომელსაც ადამიანის უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს დაცვა ევალება.ყველა დოკუმენტი, ყველა მტკიცებულება, ყველა პროცედურული გადაწყვეტილება და ყველა შესაძლო დარღვევა იქნება შესწავლილი და წარდგენილი საერთაშორისო დონეზეც" - ნათქვამია განცხადებაში

ხვალიდან ამინდი უარესდება

საქართველოში 7 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში – შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.„ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.„გთხოვთ, გავერთიანდეთ სოფიასთვის ისე, როგორც ჩვენ, ქართველებმა, ყველაზე რთულ დროს ვიცით ხოლმე.  ჩემი ახლობელი ოჯახი აღმოჩნდა ამ უმძიმესი განსაცდელის წინაშე და ახლა 5 წლის სოფიას ჩვენი დახმარება სჭირდება.5 წლის სოფია უნდა გადავარჩინოთ, მეგობრებო. აუცილებლად, უკვე მომავალ კვირას, თურქეთში უნდა გავუშვათ სამკურნალოდ.უკვე 8 თვეა, ეს პატარა, ანგელოზი გოგონა ნეირობლასტომას ებრძვის - ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე რთულ, აგრესიულ და ავთვისებიან ონკოლოგიურ დაავადებას.ამ ხნის განმავლობაში სოფიამ გაიარა ქიმიოთერაპიის კურსები, უმძიმესი ოპერაცია და სხივური თერაპია. მან წარმოუდგენლად დიდი გზა გამოიარა და ბოლომდე ბრძოლისთვის მზად არის.თუმცა, მკურნალობის გასაგრძელებლად ბავშვს უნდა ჩაუტარდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - Qarziba-ს იმუნოთერაპია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ტარდება.სოფიამ მკურნალობა სასწრაფოდ უნდა გააგრძელოს. დრო ძალიან ცოტაა და ამ ეტაპზე მკურნალობის შუა გზაში შეჩერება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ არის საჭირო მისი რაც შეიძლება მალე გამგზავრება და იმუნოთერაპიის დაწყება.მკურნალობისთვის საჭიროა 237 500 დოლარი.ამ ეტაპამდე ოჯახმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი შესაძლებლობებით. დღეს მათი ფინანსური რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია და სოფიას ჩვენი დახმარება სჭირდება.ნებისმიერ თანხას სოფიასთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, ვიღაცისთვის 5, 10 ან 20 ლარი იყოს, მაგრამ ჩვენ ერთად შეგვიძლია, ამ პატარა გოგონასთვის ეს თანხა სიცოცხლის შანსად ვაქციოთ.დავირაზმოთ ყველა სოფიასთვის!გთხოვთ, არ ჩავუაროთ გულგრილად — გააზიარეთ ეს პოსტი და მივაწვდინოთ ხმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს. მე ადამიანების იმედი მაქვს.არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ ერთად შეუძლებელსაც ვაკეთებთ“, - წერს სოციალურ ქსელში თათა ცინცაძე.TBC BANK#GE97TB7188345064300131ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother )BOG#GE81BG0000000613358579ANASTASIIA KOBAKHIDZE ( mother )RevolutTea Tchanturidze (Aunt)IBANFR76 2823 3000 0179 5729 5249 404https://revolut.me/tchanturidzePayPalhttps://www.paypal.me/AnastasiiaKobakhidze

რომის პაპი – უკრაინელი ხალხი წლებია ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს – იმედი მაქვს, მოლაპარაკებების განახლებისთვის გაწეული ძალისხმევა კონკრეტულ ნაყოფს გამოიღებს

ჩემი გული გაერთიანებულია უკრაინელი ხალხის ტანჯვასთან, რომელიც წლების განმავლობაში ტანჯვასა და შიშში ცხოვრობს, - ამის შესახებ რომის პაპი ლეო XIVწერს.რომის პაპი დიალოგის მოწოდებით გამოდის.„კიდევ ერთხელ გამოვდივარ მოწოდებით, დასრულდეს ძალადობა, შეჩერდეს ნგრევა და გაიხსნას გულები დიალოგისა და მშვიდობისთვის! იმედი მაქვს, რომ ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლებისთვის გაწეული ძალისხმევა კონკრეტულ ნაყოფს გამოიღებს და გზას გაუხსნის დიპლომატიას. მოდით, ერთად ვილოცოთ უფლისადმი, რათა მთელ მსოფლიოში ყველა კონფლიქტში თანხმობამ გაიმარჯვოს“, - აცხადებს რომის პაპი.

ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, უფლებადამცველი, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.ანანიძის შეფასებით, ერთადერთი რაც მიმდინარე გამოძიების შედეგად გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს არის ის, რომ “ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა.”“ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა,”- წერს ცოტნე ანანიძე.

ბოლო სიახლეები