ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

როგორ გამოიყურება 5 ცნობილი მოდელი ბავშვი 10 წლის შემდეგ

დაახლოებით 10 წლის წინ ამ ბავშვების ფოტოებმა მსოფლიოში დიდი ყურადღება მიიქციეს. ისინი მაშინდელი სამოდელო ბიზნესის ბავშვების ხაზის ერთ-ერთ მოთხოვნად მოდელებად იქცნენ.

ანასტასია ბეზრუკოვა, ლანეია გრეისი, კრისტინა პიმენოვა, ტილან ბლონდო და ფოი მაკკეინზი მას შემდეგ არაერთი ცნობილი ბრენდის ფოტოსესიებში მონაწილეობენ, მათ შორის ისეთებში როგორებიც არიან: Dolce & Gabbana, L’Oreal Paris, Michael Kors, Prada, Burberry, Fendi და ა.შ.

როგორები არიან დღეს მსოფლიოს 5 ყველაზე ცნობილი მოზარდი მოდელი.

ანასტასია ბეზრუკოვა – 14 წლის

ლანეია გრეისი – 13 წლის

კრისტინა პიმენოვა – 12 წლის

ტილან ბლონდო – 16 წლის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოი მაკკენზი – 17 წლის

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველო უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს, ახლა ბრძოლა მიდის „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი მემკვიდრეობის გაყოფაზე, რასაც ვერ იყოფენ, თან საკუთარ ეგოებს ვერ მართავენ

ოპოზიცია სრული დესტრუქციის ფაზაშია შესული. ეს დესტრუქცია არა მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული, არამედ შიდა დესტრუქციაა, რომელიც შეურაცხმყოფელ განცხადებებზეა გადასული, –  ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.ქადაგიშვილის თქმით, ეს ყველაფერი აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც ოპოზიცია იმყოფება.„საქართველო უკეთეს ოპოზიციას იმსახურებს. წარუმატებლობის გადაბრალების მცდელობა აქვთ. ახლა ბრძოლა არის „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი მემკვიდრეობის გაყოფაზე – ელექტორატის სიმპატიებზე. ამას ვერ იყოფენ და თან საკუთარ ეგოებს ვერ მართავენ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი – მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“, რეფორმირებისთვის შემოვიერთებთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.სააკაშვილის თქმით, პარტიას სჭირდება გაცოცხლება და ფუნდამენტური განახლება.„მე არა მხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტების შემქმნელი ენმ არის მრავალი ათასი გულანთებული, გონიერი, პატრიოტი ქართველის პარტია. ორგანიზაცია რომელსაც უამრავმა ადამიანმა დაუკავშირა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ერთგულ იდეალისტურ ადამიანებს განსაკუთრებული მოფრთხილება და მათი წვლილის დაფასება სჭირდება.პარტიის განახლების მთავარი ამოცანაა, დავიბრუნოთ პირველადი ღრმად სახალხო ორგანიზაციის სახე. ყველას დავანახოთ რომ ჩვენ ვართ ყველა ქართველის (როგორც ეთნიკური, ასევე ყველა სხვა საქართველოს მოქალაქის) გაერთიანება და არა ვიწროელიტარული დაჯგუფება.ჩემი, ლევანის სხვა ლიდერების ციხეში ყოფნის პირობებში, პარტიას სჭირდება გაცოცხლება, ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება და ამ მიზნით, ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი. პირადად მე ნანუკას 25 წელია, ვიცნობ. მას არასდროს უღალატია იდეისთვის. ყოველთვის გამოირჩეოდა სახალხოობით და სიმართლისთვის ბრძოლით, უკიდურესი სიმამაცით და ინოვაციურობით. აქვს დიდი ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ და რაც მნიშვნელოვანია აქვს ძალიან სწორი იდეები ფუნდამენტური განახლებებისთვის. ნანუკას აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი. ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად.პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის. ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია, სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა.ამ ყველაფერში ნანუკას და ყველა ჩვენგანს დაგვჭირდება თქვენი დახმარება. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ჩვენ ვაფასებთ ერთგულებასა და იდეალიზმს. ჩვენ ვართ სიმართლის მსახურები!ახლა უკრაინის გამარჯვებების, უნგრეთში და სომხეთში რუსების დამარცხების, ევროპის და ამერიკის გააქტიურების ფონზე, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ დამარცხებულის მენტალიტეტზე და გადავეწყოთ გამარჯვების ტალღაზე.შემდეგ ნამდვილ თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვებენ ქართველი ხალხი და განახლებული „ნაციონალური მოძრაობა!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე ახალი დარტყმების ბრძანება გასცეს.„შეიძლება, გავაგრძელო. მათ ჰქონდათ შანსი, ხელი მოეწერათ შეთანხმებაზე და გადარჩენილიყვნენ“, – ამბობს ტრამპი სატელეფონო ინტერვიუში, რომელსაც „ფოქს ნიუსი“ ციტირებს.ეს ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმ შეთანხმებისთვის, რომელიც მათთვის შესანიშნავი იქნებოდა და ახლა ფასის გადახდა მოუწევთ.გასულ ღამეს აშშ-მა ირანზე დარტყმები განახორციელა ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ. ირანმა რეგიონში რამდენიმე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დარტყმებით უპასუხა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.შსს-ც ცნობით, მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა.„გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სერგეი ლავროვი – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები ჩემს ერთ-ერთ მოადგილესთან შეხვედრას ითხოვენ, უწყება მზადაა შესახვედრად, თუმცა განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი

დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ მოადგილესთან შეხვედრას ითხოვენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი უწყება მზადაა მათთან შესახვედრად და მოსასმენად, თუმცა განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არის განწყობილი.„საინტერესოა, როგორ შეძლებენ ეს ადამიანები ისეთი რამის გამოთქმას, რამაც შეიძლება კონსტრუქციული აზრები გამოიწვიოს მას შემდეგ, რაც ლიდერებმა, ამ ელჩების ხელმძღვანელებმა რუსეთზე შეურაცხმყოფელი რამ თქვეს და არაერთხელ პირად თავდასხმებს მიმართეს“, – აღნიშნა ლავროვმა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ბოლო დროს ევროკავშირი ცდილობს, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში ლიდერის როლი შეასრულოს“. ლავროვის თქმით, ევროკავშირს „უკრაინის კრიზისის“ მოგვარებაში დახმარების მრავალი შესაძლებლობა ჰქონდა და ყველა მათგანი ხელიდან გაუშვა.რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნატო-ზეც ისაუბრა. როგორც ლავროვმა განაცხადა, ალიანსი დაინტერესებულია მთელი ევრაზიული კონტინენტით და აღნიშნა, რომ შეუძლია ევრაზიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი წესებისა და ხელმძღვანელობის შესაბამისად.„როდესაც ყველანი ვსაუბრობთ კონტინენტზე ყველა ქვეყნის გაერთიანების აუცილებლობაზე, რათა განვიხილოთ საიმედო, ორმხრივი, განუყოფელი უსაფრთხოების შექმნის გზები … ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც, ზოგადად, გარკვეულწილად განსხვავებულ რეგიონს მოიცავს, ევროატლანტიკურს და ყოველთვის აცხადებდა, რომ წუხს თავისი წევრების უსაფრთხოებაზე. რამდენიმე წელია, ეს ევრაზიული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია საკუთარი წესების, გაგების შესაბამისად და საკუთარი ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა ლავროვმა.

ბოლო სიახლეები